დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:03 შაბ. 4 დეკემბერი, 2021 წელი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

აქტიური და საქმიანი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შესაძლოა, კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ საჭირო მედიკამენტების გამოსაწერად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ. ბევრი ვერძი საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობს.

კურო

აქტიური დღეა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა დროებითია და მცირე დაბრკოლების გამო თავდაჯერება არ უნდა დაკარგოთ. მოერიდეთ ნერვიულობას, რამაც შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. ბიზნესისა და კომერციის სფეროში დასაქმებულ კუროებს წარმატება ელით.

ტყუპები

ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით, ფინანსების სწორად განაწილებას და განკარგვას შეძლებთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მცირე უთანხმოება კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სერიოზული გართულებები. უნდა მოახერხოთ და დაარწმუინოთ, რომ მართალი ხართ და ეჭვიანობის მიზეზი არ აქვს.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ დღეს რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელიც თქვენგან ტაქტს და გამძლეობას მოითხოვს. გირჩევთ, საღამოს სილამაზის სალონში შეიაროთ და ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ. ბიზნესთანამშრომლობა სასურველ შემოსავალს და მოგებიან ურთიერთობებს მოგიტანთ.

ლომი

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია, ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ ან უბრალოდ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენი მომხიბვლელობისა და გონებმახვილობის დამსახურებით, საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მოწონებას დაიმსახურებთ. ეცადეთ, ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობის დროს ტაქტისა და პატივისცემის გრძნობა არ დაკარგოთ. შესაძლოა, იმ პრობლემებთან დაბრუნება მოგიწიოთ, რომლებიც უკვე მოგვარებულად მიგაჩნდათ. ნუ მოდუნდებით. თქვენი მონდომება და მიზანსწრაფულობა აუცილებლად წარმატებამდე მიგიყვანთ.

სასწორი

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. სავარაუდოდ, ბევრი სასწრაფო საქმის დასრულება მოგიწევთ, მაგრამ საეჭვოა, რომ ამისგან რამე სარგებელი მიიღოთ. გირჩევთ, მეგობრებთან შეხვედრაზე საყვარელ ადამიანთან ერთად არ წახვიდეთ, თორემ შესაძლოა, გაუგებრობაში აღმოჩნდეთ.

მორიელი

პასიური დღეა. ეცადეთ, უხილავი გახდეთ და ნაკლები იაქტიუროთ. ინტუიცია გიკარნახებთ როგორ დააკავშიროთ პირადი ამბიციები გარშემომყოფი ადამიანების სურვილებთან. ხელსაყრელი დღეა ბიზნესისა და ვაჭრობისთვის.

მშვილდოსანი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მშვილდოსნებისთვის. მთელ დღეს შემოსავლების განაწილებას და გადასახადების გადახდას დაუთმობთ. დაეხმარეთ ადამიანებს და ისინი აუცილებლად სიკეთით გადაგიხდიან.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ფრთხილად იყავით - არსებობს საკვებით მოწამვლის, დაზიანების და უბედური შემთხვევების რისკი.

მერწყული

თუ ხვდებით, რომ შეყვარებული ხართ, ნუ შეეწინააღმდეგებით გრძნობას, რომელმაც მთლიანად დაგიპყროთ. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრები სხვა დღისთვის გადადოთ, რადგან ამ დღეს შეთანხმების მიღწევა გაგიჭირდებათ. სასურველია, დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გაატაროთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური მუშაობისთვის. თუ გყავთ მეგობრები, რომლებიც რაიმე მიზეზით არ გინახავთ, გირჩევთ, სტუმრად მიიწვიოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge