9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:28 ორშ. 8 სექტემბერი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
პლანეტების ხელსაყრელი განლაგება უახლოეს მომავალში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გპირდებათ. თქვენი უსაზღვრო ოპტიმიზმი და ენერგია გარშემო მყოფებზეც ვრცელდება და მათზე დადებითად მოქმედებს. გადახედეთ თქვენს სამუშაო გრაფიკს და ეცადეთ, ძველი მეგობრების მონახულებისთვის დრო გამონახოთ. სასიყვარულო ურთიერთობა, რომელმაც ბევრი ლამაზი მოგონება გაჩუქათ, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ პროცესს არ შეეწინააღმდეგოთ, რათა ურთიერთობა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ დასრულდეს.
კურო
ამ დღეს გარშემო მყოფი ადამიანების მხრიდან მომავალი ძლიერი ზეწოლის შეკავება მოგიწევთ. ეცადოთ მრავალრიცხოვანი პროვოკაციები თავიდან აიცილოთ და ოპონენტების დონემდე არ დაეშვათ. თქვენი მთავარი ამოცანაა, ეს დღე ღირსეულად გაატაროთ და „სახე შეინარჩუნოთ“. საღამოს ახლობლები დაძაბულობისა და დაგროვილი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებიან. თუ გეგმებში უძრავი ქონების შეძენა გაქვთ, იდეის განხორციელება დაიწყეთ – დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის.
ტყუპები
გეჩვენებათ, რომ ამ დღეს მთების ადგილიდან დაძვრა შეგიძლიათ, თუმცა სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხელი მხოლოდ იმ საქმეებს მოჰკიდოთ, რომლებშიც კარგად ერკვევით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსიამოვნო შედეგებისთვის მზად უნდა იყოთ. ზოგი საკითხის მიმართ, რომელიც თქვენ არ გეხებათ, ცნობისმოყვარეობის და არაჯანსაღი ინტერესის შეკავება გიჭირთ. ამის ცოდნა არაფერში გჭირდებათ, ამიტომ უმჯობესია, ყურადღება მნიშვნელოვან საქმეებზე გადაიტანოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს გარშემო მყოფთა თვალში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ინტუიციის მინიშნებები არ უგულებელყოთ – ისინი ფინანსურ და პირად საკითხებში უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან აცილებაში დაგეხმარებიან. შემოქმედებითი პროფესიის კირჩხიბებს თვითრეალიზაციისთვის ახალი შესაძლებლობა გამოუჩნდებათ. გირჩევთ საკუთარი ცხოვრების წესზე დაფიქრდეთ და მიხვდეთ, რა შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალოთ.
ლომი
ლომებისთვის დღევანდელი დღე მშვიდი და ზომიერი იქნება. შესანიშნავი შანსი გაქვთ, საკუთარი შეცდომები გააანალიზოთ და რაც შეიძლება მალე გამოასწოროთ. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული გამოცდილება ნაკლებად სასიამოვნოა, ის ძალიან ინფორმაციულია. გახსოვდეთ, რომ ღირებული გაკვეთილები შეიძლება იმ სიტუაციებიდანაც კი მიიღოთ, რომელთა დავიწყება გსურთ. თუ დიდი ხანია, ოჯახში ახალი წევრის მომატებაზე ოცნებობთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.
ქალწული
ეს დღე საქმიანობის შედეგს გამოაჩენს. ეცადეთ, უსიამოვნო ამბებზე ნაკლები იფიქროთ და ყურადღება იმ საქმიანობაზე გადაიტანოთ, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
დღევანდელი დღე მოულოდნელი შეხვედრებითა და სასიამოვნო ნაცნობობით იქნება სავსე. ეს შესაძლებლობები ხელიდან რომ არ გაუშვათ, ვარსკვლავები გირჩევენ, დროებით დაივიწყოთ საყოფაცხოვრებო სირთულეები, რომლებმაც მორალური ძალა მთლიანად გამოგაცალათ. ეს დღე იდეალურია რომანტიკული აღმოჩენებისთვის.
სასწორი
ამ დღეს შეიძლება რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, თუმცა გამოსავალს სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით იპოვით. თუ ურთიერთობებში არ იაქტიურეთ, კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობებში უარყოფითი ცვლილებები გელით. დღის პირველ ნახევარში დამატებითი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის თავიდან აცილება გსურთ. უმჯობესია, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ. ამ დღეებში აუცილებელია გრაფიკი ისე დაგეგმოთ, რომ სამუშაო პროცესებმა პირად ურთიერთობებს ხელი არ შეუშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საყვარელი ადამიანი დაკარგოთ.
მორიელი
ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, რომ ამ დღეს ლიდერული თვისებები და ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინოთ. თავდაჯერება თქვენი საუკეთესო მოკავშირე იქნება. თქვენ გაქვთ შანსი, რომ გავლენიანი ადამიანი მოხიბლოთ და მნიშვნელოვან საკითხებში თქვენი პოზიციის სისწორეში დაარწმუნოთ. ეცადეთ, ეს შანსი არ დაკარგოთ.
მშვილდოსანი
ეს დღე წარმატებით ჩაივლის, თუ სამყაროსა და ადამიანების მიმართ გახსნილი იქნებით. თუ დღეს ვინმეს თქვენი დახმარება დასჭირდება, არავითარ შემთხვევაში გვერდით არ უნდა ჩაუაროთ. თუ ადამიანების მიმართ კეთილ სიტყვებსა და მზრუნველობას არ დაიშურებთ, კეთილი ენერგიის შემოდინებას და ძალების მატებას იგრძნობთ. თუ გარშემო ყურადღებით მიმოიხედავთ, შეიძლება დაინახოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაალამაზებს.
თხის რქა
ამ დღემ შეიძლება არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში, არამედ პირად და ოჯახურ ურთიერთობებშიც კონფლიქტები და უთანხმოება მოგიტანოთ. ეცადეთ ტაქტი, თავშეკავება და სიბრძნე გამოიჩინოთ. ნუ ჩაერთვებით დისკუსიებში, თუ ეს აუცილებელი არ არის და პოლიტიკური თემების განხილვას ერიდეთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება შეიძინოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.
მერწყული
პლანეტების არასახარბიელო განლაგების გამო ამ დღეს ახალი პროექტებისა და საქმეების დაწყებას უნდა მოერიდოთ. ეს გაფრთხილება მხოლოდ პროფესიულ სფეროს კი არა, პირადსაც ეხება. ადამიანმა, რომელსაც ახლობლად მიიჩნევთ და სრულიად ენდობით, შეიძლება თქვენი მოტყუება სცადოს. გაფრთხილდით და ყურადღება არ მოადუნოთ. იმ საკითხებში, სადაც ყველაზე მეტ დაბრკოლებას შეხვდებით, გირჩევთ, ინტუიციას მოუსმინოთ და ბედის მინიშნებები არ უგულებელყოთ.
თევზები
ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ, რომ ამ დღეს დაპირებების გაცემისგან თავი შეიკავოთ. პროექტების დაწყება, რომლებიც თქვენთვის ბოლომდე გასაგები არ არის, უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ. დღევანდელი დღე შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობას მოგცემთ, თუმცა მიღებული თანხის ძირითადი ნაწილი მაინც ოჯახის საჭიროებებზე დაიხარჯება. ინვესტიციებთან დაკავშირებული გეგმები ჯერჯერობით განუხორციელებელი დარჩება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან