საკნატუნო ამბები

5 ფილმი, რომელსაც მშიერ კუჭზე არ უნდა უყუროთ

fun time

16:00 ხუთ. 2 დეკემბერი, 2021 წელი

ფილმები მზარეულებზე

14
დაკოპირებულია

ეს არის ყველაზე გემრიელი ფილმები - ფილმები კულინარიაზე. თუ გსურთ, დიდი მზარეულების მუშაობისთვის თვალის მიდევნება, მაშინ მოემზადეთ: დაიდგით წინ რამე გემრიელი კერძი და ჩაუჯექით...

ანონიმი რომანტიკოსები / Les émotifs anonymes, (2010)

რეჟისორი: ჟან-პიერ ამერი
როლებში: ბენუა პულვორდი, იზაბელ კარე, ლორელა კრავოტა, სვან არლო, პიერე ნინიე

ემოციური ისტორია ორ მორიდებულ მარტოხელაზე. მორიდებული კონდიტერის ჟან-რენეს ახალი მომხიბვლელი თანამშრომელი ანჟელიკა მსოფლიოში საუკეთესო შოკოლადს ამზადებს, მაგრამ იმდენად მორცხვია, რომ საკუთარ ოსტატობაზე არავისთან არ საუბრობს და თავის შედევრ შოკოლადებს ანონიმურად ამზადებს. კიდევ, ანჟელიკას ძალიან მოსწონს კონდიტერი ჟან-რენე, რომელიც ასევე ძალიან მორიდებულია. ვერცერთი ვერ ბედავს, პირველმა გადადგას ნაბიჯი, არადა ისინი ხომ იდეალური წყვილია - ორივე გიჟდება რომანტიკულ მუსიკაზე, პარიზულ საღამოებზე და ერთად ქმნიან შეუდარებლად „გემრიელ შედევრებს“.

სულის სამზარეულო / Soul Kitchen (2009)

რეჟისორი: ფატიჰ აკინი
როლებში: ადამ ბოუსდუკსი, მორიც ბლიაიბტროი, ბიროლ უნელი, ანა ბედერკე, ფელინა როგანი, ლუკას გრეგოროვიჩი

ზინოს ზაკანზაკისი ჰამბურგის განაპირას, არცთუ მიმზიდველ რაიონში მდებარე პატარა კაფეს მეპატრონეა. მისი კლიენტები ზეპირად იცნობენ ზინოს მენიუს და მის მიერ მომზადებულ კერძებსაც სიამოვნებით მიირთმევენ. ცხოვრება მშვიდად მიედინება, სანამ ზაკანზაკისს ყველა უბედურება ერთბაშად არ დაატყდება თავს. ზინოსი თავისი ბიზნესის გადასარჩენად ბრძოლას იწყებს და რესტორანში გლამურულ შეფ-მზარეულს იწვევს.

სანელებლის გემო / Politiki kouzina (2003)

რეჟისორი: ტასოს ბულმეტისი
როლებში: ჟორჟ კორაფასი, ტემის პანუ, Ieroklis Michaelidis, Renia Louizidou, Basak Köklükaya, მაიკლ იანატოსი, ელიას ზერვოსი

ბერძენი ბიჭი ფანისი სტამბოლში, ბაბუასთან იზრდება. ბაბუა, კულინარიის ფილოსოფოსი, ფანისს ასწავლის, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარ ცხოვრებას, ისევე როგორც საკვებს, განსაკუთრებული „გემო“ მისცეს. ფანისი შესანიშნავი მზარეული დგება. ის არა მარტო ბრწყინვალე კერძებით უმასპინძლდება თავის კლიენტებს, არამედ ცდილობს, მათი ცხოვრება პოზიტივითაც აავსოს. ფილმი მართლაც ძალიან ლამაზი და „არომატულია“.

მზარეული პრეზიდენტისთვის / Les saveurs du Palais (2012)

რეჟისორი: კრისტიან ვენსანი
როლებში: კატრინ ფრო, არტურ დიუპონი, ჟან დ’ორმესონი, იპოლიტ ჟირარდო, ჟან-მარკ რულო, ფილიპ იუშანი, ლორენ პუატრენო, ხერვ პერი, ბრაის ფორნე, როშ ლეიბოვიჩი

იცით, როგორ მზადდება ღორის ხორცი ფრანგულად? ამისთვის დაგჭირდებათ ერთი კილო ღორის ხორცი, 200 გრ დაფქული მუსკატი, ავოკადო, ქალიშვილის სისხლი, პოლარული ბუს ბუმბული და დინოზავრის სამი თვალი. აი, დაახლოებით ასეთი კერძებია ამ ფილმში.
ერთხელ ცნობილ შეფ-მზარეულს გორტეზია ლაბორის საფრანგეთის რესპუბლიკის პირად მზარეულობას შესთავაზებენ. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა სამზარეულოში მომუშავეთა ინტრიგები...

მზარეული ბორბლებზე / Chef (2014)

რეჟისორი: ჯონ ფავრო
როლებში: ჯონ ფავრო, ჯონ ლეგუიზამო, ბობი კანავეილი, ემჯეი ენტონი, სკარლეტ იოჰანსონი, დასტინ ჰოფმანი.

მას შემდეგ, რაც შეფ-მზარეული კარლ კასპერი ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რესტორანში სამსახურს კარგავს, ის და მისი შვილი, კარლის ყოფილ კოლეგასთან ერთად, საკუთარი ბიზნესის შექმნას იწყებენ. კარლი ყიდულობს ძველ ფურგონს, მასში სამზარეულოს აწყობს და ისეთ საოცარ კერძებს აკეთებს, რომ გირჩევთ, მშიერ კუჭზე არ უყუროთ.

ასევე დაგაინტერესებთ 🔰:

ფილმები მწერლებზე

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

10 საუკეთესო დეტექტიური სერიალი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები