ადამიანის ხელით შექმნილი 6 საოცრება, რომელიც კოსმოსიდან მოჩანს
15:49 ორშ. 2 მაისი, 2022 წელი

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან, რომელიც დედამიწის გარშემო, 400-420 კმ-ის სიმაღლეზე, მოძრაობს, ჩვენი პლანეტა პატარა მოჩანს. რა თქმა უნდა ასეთი სიმაღლიდან შეუძლებელია სახლების, გზებისა და შენობების დანახვა, თუმცა არსებობს ადამიანის ხელით შექმნილი 6 რამ, რაც კოსმოსიდანაც კი მოჩანს.
გიზის პირამიდები
ხედავთ კადრის ცენტრში პატარა, სამკუთხა ჩრდილებს? ეს ჩრდილები და მათ ქვეშ არსებული პატარა ლაქები ძველი ეგვიპტური პირამიდებია. ამ სამიდან ყველაზე მაღალი პირამიდას სიმაღლე 140 მეტრზე მეტია, მაგრამ კოსმოსიდან წერტილივით მოჩანს.
ღამის განათება
ამ ფოტოს მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ კოსმოსიდან ზოგი ქალაქის ღამის განათება მშვენივრად მოჩანს.
კენეკოტის სპილენძის მაღარო
სოლტ ლეიკ სიტიდან სამხრეთ-დასავლეთით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ღია მაღარო მდებარეობს. მისი დიამეტრი დაახლოებით ოთხი კილომეტრია, ხოლო სიღრმე 1200 მეტრზე მეტი. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს ამ მაღაროში სპილენძს მოიპოვებდნენ. 1925 წელს რეგიონში სპილენძის მარაგი ამოიწურა. ამას სპილენძის ფასების დაცემაც დაემატა და 1938 წლისთვის მაღაროელთა ქალაქი მოჩვენებათა ქალაქად იქცა. ახლა დასახლება ტურისტული ადგილია.
ხიდები
კაცობრიობა ხიდებს უძველესი დროიდან აშენებს. ყველაფერი უმარტივესი, საცალფეხო ხიდებიდან დაიწყო და რკინა-ბეტონის უზარმაზარ ხიდებით გაგრძელდა, რომლებიც წელიწადში მილიონობით ავტომობილის დატვირთვას უძლებენ. კოსმოსიდან გადაღებულ სურათზე სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის ხიდი მოჩანს.
პალმის კუნძულები დუბაიში
პალმის ფორმის ხელოვნური კუნძულებზე დუბაის მნიშვნელოვანი კომერციული და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა მდებარეობს. ამ კუნძულების ასაშენებლად ადამიანებს სპარსეთის ყურის ფსკერიდან ათასობით ტონა ქვიშის ამოზიდვა მოუწიათ, თუმცა შედეგმა მოლოდინი გაამართლა - პალმის კუნძულები კოსმოსიდანაც კი მოჩანს.
ალმერიას სათბურები
ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, ალმერიის პროვინციაში სათბურების მთელი რაიონია, რომელიც კოსმოსიდან მოჩანს. 259 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ სათბურებში მილიონობით ტონა ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აგზავნიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან