თემატური ჰოროსკოპი

2023 წლის პროგნოზი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

fun time

16:00 კვი. 22 იანვარი, 2023 წელი

ჩინური ჰოროსკოპი 2023 წელს

14
დაკოპირებულია

აღმოსავლური მთვარის კალენდრის მიხედვით კურდღლის წელი 22 იანვარს დგება და 9 თებერვლამდე გრძელდება. სწორედ ამ საკრალური დღისთვის ჩვენ გიამბობთ როგორია ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე მიწიერი და ზეციური ენერგიების გავლენა. 

ვირთხა - 12-წლიანი მთვარის ციკლში ზოდიაქოს პირველი ნიშანი

ვირთხის წლებია: 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020...

ვირთხის წელში დაბადებული ადამიანების სტიქია წყალი.

სივრცეში - ეს არის ჩრდილოეთის მიმართულებაა. სახლის ან ოფისის ჩრდილოეთი ნაწილი ვირთხის წელში დაბადებული ადამიანებისთვის იღბლიანი ადგილია.

ვირთხისთვის იღბლიანი და წარმატების მომტანი სიმბოლოა დეკორატიული შადრევანი ან ჩანჩქერის სურათი, ვერცხლის ან ოქროს მონეტა.

ვირთხის წელს დაბადებულებს ვურჩევთ სახლის ჩრდილოეთ მხარეს ან ოთახში, სადაც ყველაზე ხშირად ხართ, დეკორატიული შადრევანი ან შადრევნის სურათი მოათავსოთ, ხოლო ჯიბით ყოველთვის იღბლიანი მონეტა ატაროთ.

ზოგადად, 2023 წელს ვირთხის წელს დაბადებულ ადამიანებს წარმატება, გამარჯვება და ფინანსური კეთილდღეობა ელით.

ხარი - ჩინური ზოდიაქოს მეორე ნიშანი

ხარის წლებია: 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021...

ხარის წელში დაბადებული ადამიანების სტიქიაა მიწა.

სივრცეში - ეს არის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაა. ხარის წელში დაბადებულთათვის ყველაზე ხელსაყრელი სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია.

ხარის წელში დაბადებულებისთვის წარმატებისა და იღბლის მომტანი სიმბოლოებია: მონეტაზე გამოსახული ხარის ფიგურა, თიხისა და ფაიფურისგან დამზადებული ხარისა და ძროხის ფიგურები ან ნახატები.

თუ ვინმეს ხარის ან ძროხის გამოსახულებები არ მოსწონს, შეუძლია ისინი დედამიწის სტიქიის სხვა სიმბოლოებით ჩაანაცვლოს. მაგალითად, შეგიძლიათ სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ან საყვარელ ოთახში, კარგად განათებულ ადგილზე ფაიფურის ან ბროლის ლარნაკი, კრისტალები, ბროლის ბურთი ან ლარნაკში ჩაწყობილი პიონები განათავსოთ. ასეთი სიმბოლოებით თქვენს ცხოვრებაში სიყვარულს და წარმატებებს მოიზიდავთ.

წელს ხარის ცხოვრება მისტიკით იქნება სავსე. შეიძლება სხვადასხვა მეტაფიზიკური ცოდნით, ასევე უცხო ენების შესწავლით დაინტერესდეთ.

2023 წელი ხარებს ზეციურ იღბალს და უზენაესი ძალების მხარდაჭერას ჰპირდება. ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალი სამყაროს მინიშნებებს და ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

თქვენი სანუკვარი ოცნებების ასრულების დრო დგება. მთავარია, დრო შეიგრძნოთ და საჭირო დროს საჭირო ადგილზე იყოთ.

ვეფხვი - ჩინური ზოდიაქოს მესამე ნიშანი

ვეფხვის წლებია: 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010...

ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანების სტიქიაა ხე.

სივრცეში - ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაა (ხარის წლის მსგავსად). ვეფხვის წელში დაბადებულებისთვის სახლის ეს ნაწილი ყველაზე ხელსაყრელია.

თუ ბინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ვეფხვის ფიგურას ან სურათს განათავსებთ, საკუთარ ცხოვრებაში იღბალს მიიზიდავთ. იღბლიანი სიმბოლოებია ასევე ხეებით დაფარული მთების ფოტო ან ნახატი.

ვეფხვებთან წარმატება ისე სწრაფად არ მოვა, როგორც მათ სურთ, მაგრამ თანდათან აუცილებლად მიაღწევს. მთავარია, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ.

2023 წელს მეგობრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან, რომლებიც თქვენს საუკეთესოს თვისებებს გამოავლენენ.

კურდღელი ან კატა ჩინური ზოდიაქოს მეოთხე ნიშანი

კურდღლის ან კატის წელში დაბადებული ადამიანების სტიქიაა ხე.

კურდღლის წლებია: 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023...

სივრცეში - ეს არის აღმოსავლეთის მიმართულებაა. კურდღლის წელში დაბადებულთათვის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ოთახი ყველაზე ხელსაყრელია.

განათავსეთ ბინის აღმოსავლეთის მხარეს წყვილი კურდღლის ფიგურა (სასურველია ხისგან დამზადებული) და ამით სასიყვარულო იღბალს გაააქტიურებთ. ბინის აღმოსავლეთ მხარეს დადგით ლარნაკი ბამბუკის ტოტებით ან ჩამოკიდეთ ბამბუკის სურათი - ეს ჯანმრთელობას მოგიტანთ.

სასურველია, ბინის აღმოსავლეთ ნაწილში მწვანე, ფირუზისფერი და ღია მწვანე ფერი ჭარბობდეს.

კურდღელი 2023 წლის მმართველი ნიშანია, რომელსაც იუპიტერის ძლიერი მხარდაჭერა აქვს და ღვთიური იღბლით არის უზრუნველყოფილი.

დრაკონი - ჩინური ზოდიაქოს მეხუთე ნიშანი

დრაკონის წელში დაბადებული ადამიანების სტიქიაა მიწაა.

დრაკონის წლებია: 1940, 952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012...

სივრცეში დრაკონის მიმართულება სამხრეთ-აღმოსავლეთია.

სახლის ან საყვარელი ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს დრაკონის ფიგურის განთავსებით, თქვენ წარმატებას და სიყვარულს მიიზიდავთ.

სასურველია დრაკონის ფიგურები ისეთი მიწიერი მასალებისგან იყოს დამზადებული, როგორიცაა თიხა, ფაიფური, ბროლი და ნეფრიტი.

მოულოდნელი იღბლის მიზიდვაში მთებისა და ჩანჩქერის სურათი ან ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული დრაკონის ფიგურა დაგეხმარებათ.

2023 არის წელი, რომელიც უდიდეს იღბალს გპირდებათ. ასე რომ, არ გამოგრჩეთ შესაძლებლობები, რომლებსაც ბედი გაძლევთ.

გველი - ჩინური ზოდიაქოს მეექვსე ნიშანი

გველის წელში დაბადებული ადამიანების სტიქიაა ცეცხლი.

გველის წლებია: 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013...

სივრცეში გველის მიმართულება სამხრეთ-აღმოსავლეთია. სწორედ ამ სექტორში უნდა დადგათ გველის ფიგურა, რომელიც სასურველია, ხისგან დამზადებული და წითლად შეღებილი იყოს. იღბლისა და წარმატების მოსაზიდად, ასევე შეგიძლიათ ხეებისა და ყვავილების სურათი დაკიდოთ.

2023 წელს ყველა ის მიზანი, რომელიც საკუთარ თავს დაუსახეთ, ახდება.

ცხენი - ჩინური ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანი

ცხენის წელში დაბადებული ადამიანების სტიქიაა ცეცხლი.

ცხენის წლებია: 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014...

სივრცეში ცხენის მიმართულება სამხრეთია.

2023 წელი შესაძლებლობას მოგცემთ, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. გირჩევთ, თქვენი რესურსები ინვესტიციებისკენ მიმართოთ. სასურველია, ბინის ყიდვა, სახლის ან აგარაკის აშენება.

თუ ბინის სამხრეთ ნაწილში ხისგან დამზადებულ ცხენის ფიგურას დადგამთ, სიყვარულსა და სიმდიდრეში იღბალს გაააქტიურებთ. ასევე ხელსაყრელია სურათი მორბენალი ცხენების გამოსახულებით. ასეთი სურათი სხვაფდასხვა სფეროში იღბლის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

ცხენების გამოსახულების გარდა, სახლის სამხრეთ კუთხეში სასურველია ნებისმიერი ცეცხლოვანი ობიექტის განთავსება (სანთლები, ბუხარი). არ დაგავიწყდეთ, რომ ბინის სამხრეთი კუთხე ან ოთახი, სადაც დიდ დროს ატარებთ, მუდმივად განათებული იყოს.

ცხვარი ან თხა - ჩინური ზოდიაქოს მერვე ნიშანი

ცხვრის წელში დაბადებული ადამიანების სტიქიაა მიწა.

ცხვრის ან თხის წლებია: 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015...

სივრცეში ცხვრის მიმართულება სამხრეთ-დასავლეთია. თქვენი იღბლის გასააქტიურებლად სწორედ სახლის ამ ნაწილში უნდა განათავსოთ ცხვრის ან თხის ფიგურა. უმჯობესია, თუ ფიგურები დედამიწის სტიქიის მასალისგან - ფაიფურისგან, თიხისგან ან ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული იქნება. თუ თხებისა და ცხვრების გამოსახულებები არ მოგწონთ, შეგიძლიათ ვარდისფერი ან იასამნისფერი სანთლებით ან მაგიდის სანათურით ჩაანაცვლოთ. მთავარია, ეს ყველაფერი ბინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ან საყვარელ ოთახში განათავსოთ.

2023 წელი ცხვრებისთვის ტრიუმფის წელი იქნება - თქვენ ძალიან დიდი ხანია მიდიხართ გამარჯვებისკენ და ეს მცდელობა აუცილებლად დაგიფასდებათ.

2023 წელს წინა პლანზე პირადი ურთიერთობები გამოვა. ეცადეთ, მტრები მოკავშირეებად აქციოთ, ნაცნობები კი საუკეთესო მეგობრებად.

მაიმუნი - ჩინური ზოდიაქოს მეცხრე ნიშანი

მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანების სტიქიაა მეტალი.

მაიმუნის წლებია: 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016...

სივრცეში მაიმუნის მიმართულება სამხრეთ-დასავლეთია. იღბლის გასააქტიურებლად გირჩევთ, სახლის ამ ნაწილში ვერცხლის, ბრინჯაოს ან სპილენძისგან დამზადებული მაიმუნის ფიგურა დადგათ. თუ მაიმუნების გამოსახულება არ მოგწონთ, შეგიძლიათ დაწყვილებული ლითონის ვაზებით, ლითონის ზარდახშით, წყვილი მტრედის ან ქრიზანთემების სურათით ჩაანაცვლოთ.

მაიმუნს ზღაპრული წელი ელოდება. 2023 წელი უამრავ ახალ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ. მიჰყევით იმ გზას, რომელიც გაინტერესებთ. საკუთარ ოცნებებსა და სურვილებს ნუ უღალატებთ.

ძლიერი სასიცოცხლო ძალის წყალობით, 2023 წელს თქვენ შეძლებთ ჩვეულებრივი იდეებიც კი ზღაპრულ რეალობად გადააქციოთ.

მამალი - ჩინური ზოდიაქოს მეათე ნიშანი

მამლის წელში დაბადებული ადამიანების სტიქიაა მეტალი.

მამლის წლებია: 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017...

სივრცეში მამლის მიმართულება ოთახის დასავლეთ სექტორს შეესაბამება. ბინის დასავლეთ ნაწილში მამლის სურათის ან ფიგურის განთავსებით იღბალს მიიზიდავთ. ყველაზე ხელსაყრელია თიხის, ქვის, მინის, ფაიფურის ან ლითონისგან დამზადებული ფიგურები.

თუ მამლის გამოსახულება არ გხიბლავთ, შეგიძლიათ სხვადასხვანირი ზარებით, მეტალის ქანქარებით ან ორიგინალური საათებით ჩაანაცვლოთ. ისინი იდეალურია ენერგიის გასაძლიერებლად.

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეცადეთ, საკუთარი მიზნები და მათი მიღწევის სტრატეგია კარგად გაიაზროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ შეადგინოთ სამოქმედო გეგმა. მოსალოდნელია სხვადასხვა ლიცენზიისა და სერტიფიკატის მოპოვება.

ძაღლი - ჩინური ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშანი

ძაღლის წელში დაბადებული ადამიანების სტიქიაა მიწა.

ძაღლის წლებია: 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018...

სივრცეში ძაღლის მიმართულება ოთახის ჩრდილო-დასავლეთ სექტორს შეესაბამება. ბინის ამ ნაწილში კერამიკული ძაღლის ფიგურის განთავსებით თქვენს იღბალს გაააქტიურებთ და წარმატებას მიიზიდავთ.

2023 წელს შეგიძლიათ მკაფიო, გრძელვადიანი მიზნები დაისახოთ. ეს ხომ შესანიშნავი წელია მომავლისთვის „საფუძვლის“ შესაქმნელად.

2023 წელი ძაღლებისთვის სიუხვისა და კეთილდღეობის პერიოდია. გაზაფხულიდან შემოდგომამდე სოლიდური ანაზღაურება გელით. ასევე მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნა.

ვარსკვლავები გირჩევენ დიდ შენაძენზე იფიქროთ. 2023 წელი საამისოდ ყველაზე შესაფერისი დროა.

ტახი ან ღორი - ჩინური ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანი

ტახის ან ღორის წელში დაბადებული ადამიანების სტიქიაა წყალი

ტახის ან ღორის წლებია: 1947, 1959, 1972, 1984, 1996, 2008, 2020...

სივრცეში ღორის მიმართულება ოთახის ჩრდილო-დასავლეთ სექტორს შეესაბამება. იღბლის გააქტიურებაში ბინის ამ მონაკვეთში, წყლის გვერდით დადგმული ტახის სურათი ან ფიგურა დაგეხმარებათ. თუ ტახის გამოსახულება არ მოგწონთ, შეგიძლიათ მის ნაცვლად მთების სურათი, წყლიანი ლარნაკი ან ფერადი კრისტალები მოათავსოთ.

2023 წელი ღორისთვის ის დროა, როდესაც სიმშვიდეს უნდა გაუფრთხილდეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს და იმოქმედეთ როგორც მშვიდობისმყოფელმა. შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება და წვრილმანებს ნუ მისცემთ უფლებას სიმშვიდე დაგირღვიონ.

გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი იდეალური სამყარო თქვენსავე სახლში მოაწყოთ, სადაც თქვენი ენერგია დომინანტური და სამკურნალოა.

Funtime ბედნიერებას გისურვებთ!

ასევე, დაგაინტერესებთ:

როგორ გავზარდოთ სახლის ენერგეტიკული ვიბრაცია და რისთვის არის ეს საჭირო?

ნივთები, რომლებიც ფენშუის „შავ სიაშია“

გამოთვალეთ თქვენი ენერგეტიკა თქვენი კალიგრაფიის მიხედვით

როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?