თემატური ჰოროსკოპი

ყველაზე მშვიდობიანი და ყველაზე კონფლიქტური წყვილები ზოდიაქოს მიხედვით

fun time

17:00 სამ. 20 ივლისი, 2021 წელი

ზოდიაქო - ჰარმონიული და
კონფლიქტური წყვილები

14
დაკოპირებულია

გაიგეთ, საყვარელ ადამიანთან მუდმივად ჩხუბი მოგიწევთ თუ კონფლიქტების თავიდან არიდებას შეძლებთ. ასევე, შეამოწმეთ თქვენს ბიზნესპარტნიორთან თავსებადობა!

ყველაზე მშვიდობიანი და უკონფლიქტო წყვილები - წყალი და მიწა, ცეცხლი და ჰაერი

მიწისა და წყლის ადამიანთა ურთიერთობა მსუბუქად ვითარდება. ისინი თითქმის არ ჩხუბობენ, ვინაიდან მათ ერთმანეთის ყველაფერი მოსწონთ. შესაძლოა, გარეგნულად ასეთი წყვილი მოსაწყენად გამოიყურებოდეს, მაგრამ ამგვარი ურთიერთობა მათ აწყობთ. ისინი მშვიდობით და თანხმობით ცხოვრობენ.

ცეცხლისა და ჰაერის ადამიანები საუკეთესო პარტნიორები არიან. მათ ბევრი რამ საერთოც აქვთ, მაგრამ იმავდროულად იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ ავსებენ ერთმანეთს და ამით კავშირში მშვიდობას ინარჩუნებენ. განსაკუთრებული შემთხვევაა - საპირისპირო ნიშნების წყვილები (ვერძი-სასწორი, ლომი-მერწყული, მშვილდოსანი-ტყუპები). მათ ცეცხლ-ჰაერის წყვილებში ყველაზე უფრო უჭირთ. ისინი საერთო ენას ვერ პოულობენ, მაგრამ თუკი ერთად არიან, მაშინ ამგვარ წყვილში კამათი პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

განსაკუთრებით ბედნიერი წყვილები

ძალიან კარგი თავსებადობა აქვთ იმ ნიშნებს, რომლებსაც ერთი და იგივე პლანეტა მფარველობს. ესენია:

ვერძი - მორიელი

კურო - სასწორი

ტყუპები - ქალწული

მშვილდოსანი - თევზები

თხის რქა - მერწყული.

ისინი საერთო ენას ყოველთვის ვერ პოულობენ, მაგრამ ერთმანეთს გასაოცარი ძალით იზიდავენ. ამ წყვილებს ჰარმონიულს ვერ უწოდებ - მათში ბევრი შინაგანი წინააღმდეგობაა, მაგრამ ეს ხელს არ უშლით, იყვნენ ბედნიერები.

კუროებსა და სასწორებს ერთნაირად უყვართ კომფორტი, კუროს - გარეგანი, სასწორს კი - შინაგანი. ამ წყვილში კურო მატერიალურ ბაზას უზრუნველყოფს, ხოლო სასწორი გარე სამყაროსთან კომფორტულ ურთიერთობას აგვარებს.

ტყუპები და ქალწული - ინტელექტუალები არიან. პირად ცხოვრებაში მსგავსი წყვილი მყარი არაა, სამაგიეროდ საქმიან ურთიერთობაში მათ წარმატებული და ნაყოფიერი კავშირი აქვთ.

ვერძი და მორიელი, მშვილდოსანი და თევზები, თხის რქა და მერწყული წყვილებად რომ გაერთიანდნენ, ამისთვის გარე პირობებია საჭირო. სხვაგვარად ეს ადამიანები მშვიდად აუვლიან გვერდს ერთმანეთს. და მხოლოდ მაშინ, როცა ბედი შეახვედრებს, მიხვდებიან, როგორ გაუმართლათ. თუმცა ეს, როგორც წესი, ხანგრძლივი ფიქრისა და სხვადასხვა სირთულის კონფლიქტების შემდეგ ხდება.

ყველაზე კონფლიქტური წყვილები

ნამდვილი პრობლემაა იმ ნიშნების ურთიერთობა, რომლებიც მეზობლად არიან ანდა 150 გრადუსით ერთმანეთისგან დაცილებულები. მათი კავშირი დიდხანს არ გრძელდება. თუ მაინც ერთად დარჩნენ, თითოეულს თავისი ცხოვრება ექნება, ამას კი ხშირი კამათი და მუდმივი დაძაბულობა მოსდევს.

ასეთი წყვილების მაგალითებია:

ვერძი - თევზები, კურო, ქალწული;

კურო - ვერძი, ტყუპები, მშვილდოსანი;

ტყუპები - კურო, კირჩხიბი, მორიელი, თხის რქა;

კირჩხიბი - ტყუპები, ლომი, მშვილდოსანი, მერწყული;

ლომი - კირჩხიბი, ქალწული, თხის რქა, თევზები;

ქალწული - ლომი, სასწორი, მერწყული, ვერძი;

სასწორი - ქალწული, მორიელი, თევზები;

მორიელი - სასწორი, მშვილდოსანი, ტყუპები;

მშვილდოსანი - მორიელი, თხის რქა, კურო, კირჩხიბი;

თხის რქა - მშვილდოსანი, ტყუპები, ლომი;

მერწყული - თევზები, კირჩხიბი, ქალწული;

თევზები - მერწყული, ვერძი, ლომი, სასწორი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც 2025 წე...

ზოდიაქოს 4 ნიშანი,
რომელსაც 2025 წელს დიდი
ცვლილებები ელის

გველის წელი 2025 - რას მოგვიტანს მწ...

გველის წელი 2025

ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელიც სიბერ...

ბავშვობა სიბერემდე

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ