თემატური ჰოროსკოპი

რომელი იარაღი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

fun time

12:00 პარ. 26 მარტი, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დახასიათება

14
დაკოპირებულია

ცოტა ხუმრობით და უფრო მეტი - სიმართლით ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება:

ვერძი

ყუმბარა

ვერძი ნამდვილად ფეთქებადია. არ მოკლავს, მაგრამ აფეთქების ტალღით გადაუვლის! ვერძი ხშირად ლოგიკური, პრინციპული, ბრძენი ადამიანია. როგორც წესი, მათ განსაკუთრებული ნიჭიც აქვთ და აუცილებელი არაა, რომ ეს მხატვრის ან ვოკალისტის ნიჭი იყოს. მაგალითად, მათ შეიძლება ჰქონდეთ გემრიელი ტორტის გამოცხობის, ყურადღების ცენტრში მოხვედრის ან სხვისი მოსმენის და საჭირო რჩევების მიცემის ნიჭი. თუ ვერძს რამე არ მოსწონს, არ გაჩუმდება. შეიძლება ისე იფეთქოს, რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს.

კურო

ტანკი

როცა კუროს მიზანი აქვს, დაბრკოლებებს ვერ ამჩნევს. თუნდაც უმცირესი შანსი ჰქონდეს, ის მაინც ცდილობს საჭირო შედეგს მიაღწიოს და შირად იმარჯვებს. ალკოჰოლური სასმელების სიყვარულის მიუხედავად, მას სიტუაციის ფხიზლად შეფასება და რაც მთავარია, ფხიზელი დასკვნების გამოტანა შეუძლია. კურო ჭკვიანი მანქანაა. ის საკუთარ შეცდომებს არ იმეორებს. კურო-ტანკი გამძლეა და დაბრკოლებების არ ეშინია. მას მტრების განადგურება და უკვალოდ გაქრობა შეუძლია.

ტყუპები

თვითმფრინავი

ტყუპებს აქვთ უნიკალური უნარი, რომ ემოციებზე, ვნებებზე და ქაოსზე ამაღლდნენ და ყველაზე მთავარი დაინახონ. ისინი კარგად ერკვევიან ადამიანებში, კარგი სტრატეგები და ლიდერები არიან. ტყუპებს აქვთ საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ სხვა ადამიანების თვალსაზრისს არ უგულვებელყოფენ. ისინი ენერგიულები და აქტიურები არიან და ყოველთვის მზად არიან საგმირო საქმისთვის ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი ითხოვონ. ალბათ, მხოლოდ სიყვარული და ერთგულება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

კირჩხიბი

წყალქვეშა ნავი

ძლიერი, მაგრამ ამავე დროს, ფრთხილი ადამიანია. ღია კონფრონტაციის ნაცვლად, მას ურჩევნია შეისწავლოს, დააკვირდეს და დასკვნები გამოიტანოს. ამ ყველაფერთან ერთად, კირჩხიბები ძალიან ემოციურები არიან, მაგრამ ვნებების დამალვა კარგად შეუძლიათ. კირჩხიბი ჭკვიანი, სწრაფი და ამტანია. საფრთხის შემთხვევაში, ის ნელ ნელა იხევს უკან და ფსკერზე წვება.

ლომი

მშვილდისარი

ლომი უმეტესად, დისტანციის შენარჩუნებას ცდილობს. მას შეწდეგის მისაღწევად ახლოს მისვლა არ სჭირდება, რადგან ეფექტურად და დისტანციურად მოქმედება შეუძლია. ლომს გამჭრიახი გონება და კარგი იუმორის გრძნობა აქვს. მისი ხუმრობით ნასროლ ისრებს შეუძლიათ ადამიანი ადგილზე განგმირონ. ხშირად მის გვერდით ძალიან ცოტა ახლობელი ადამიანია. ლომი არავის ენდობა საკუთარი თავის გარდა. მას უმეტესად, კარგი ჯანმრთელობა აქვს და ამტანია.

ქალწული

ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი

ქალწული ღია კონფლიქტებში იშვიათად ერთვება, სამაგიეროდ, ინტრიგების ოსტატია. ხშირად ამას არა კონკრეტული მიზნის, არამედ, გართობის გამო აკეთებს. ქალწული ყველაფრის დამახსოვრებას ახერხებს და თუ აწყენინეთ, შურისძიების შესაძლებლობას აუცილებლად იპოვის. კარგი ისაა, რომ არც სიკეთე ავიწყდება და ყოველთვის საპასუხო სიკეთით პასუხობს.

სასწორი

ხმალი

სასწორი საკუთარ თავს ძალიან დიდ პატივს სცემს და მიზნის მიღწევას ნებისმიერი ხერხით არასოდეს ცდილობს. ის საიმედო და სამართლიანი ადამიანია და ცდილობს სამურაის პრინციპით იხელმძღვანელოს - „საუკეთესო ბრძოლა ისაა, რომლის თავიდან აცილებაც შეძელი”. მაგრამ თუ სასწორის წყობიდან გამოყვანას ეცდებით, ის თქვენგან კოტლეტს გააკეთებს, შემდეგ კი ... თავის კეთილშობილურ, შემოქმედებით მისიას განაგრძობს.

მორიელი

რაკეტა

მორიელი ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი ნიშანია. ომის დაწყების მიზეზი რომ არ არსებობდეს, ისინი რაღაცას მოიფიქრებენ,ბოლოს და ბოლოს არაფრისგან შექმნიან. მორიელი ფრთოსანი რაკეტასავით მოქმედებს - ანადგურებს ისე, რომ არავისთვის შანსს არ ტოვებს! ასეთი რაკეტის დარტყმების მოგერიებას აზრი არ აქვს. უბრალოდ, უნდა დაიმალოთ და დაელოდოთ, სანამ მრისხანება შენელდება. თუ ესეც უშედეგოა, გადადით მორიელის მხარეს, საიმედო დაცვის ქვეშ იქნებით.

მშვილდოსანი

ტყვიამფრქვევი

მშვილდოსანი ცეცხლის ნიშნის წარმომადგენელია - ცხელი, სწრაფი ხასიათის და იმპულსური. ის დღევანდელი დღით და ემოციებით ცხოვრობს. სამწუაროდ, ემოციური აფეთქებები ჩვენი გმირის გამოფიტვას იწვევს. ამის შემდეგ მშვილდოსანი აქტიურობას ანელებს, მშვიდდება და ისევ ენერგიის მოზღვავებას ელის. მშვილდოსთან დაახლოებაც ადვილია და განშორებაც. ამასთან შეუძლია სერიოზულად განაწყენდეს და წყენა დიდხანს გაჰყვეს. თუ გინდათ, რომ ცეცხლის ალში არ გაეხვეთ, მშვილდოსანი არ უნდა შეურაცხყოთ.

თხის რქა

ხიშტი

თხის რქა პატიოსანი და პირდაპირი ადამიანია. არ აინტერესებს ფარული თამაშები, ინტრიგები და სკანდალები. უფრო მეტიც, ის ყოველთვის ცდილობს ასეთი საქმეების მოყვარულები თავიდან მოიცილოს. თხის რქა პირდაპირ და პატიოსან დაპირისპირებას არ გაურბის. პირდაპირობის გამო ადამიანებთან დაახლოვება და ურთიერთობა უჭირს. მისთვის მეგობრობის დაკარგვა დიდი ტრაგედია. ერთგული მეგობრები მისი საიმედო დამცველები არიან.

მერწყული

ნუნჩაკუ

მერწყულები ცვალებადი ბუნების, გამჭრიახი და ნიჭიერი ადამიანები არიან. მათ იციან, როგორ უნდა მოახდინონ ადამიანებზე შთაბეჭდილება და თუ საჭიროა, თავიც შეაყვარონ. მერწყულთან მეგობრობა კარგია, მტრობა კი ძალიან ცუდი. როგორც ჭკვიანი ადამიანი, ის უამრავ გზას მოიფიქრებს, რომ შური იძიოს. მერწყული ბლეფის ხელოვნებას ოსტატურად ფლობს. შეუძლია ადამიანი დიდხანს ატყუოს და ბოლოს, როდესაც ტყუილი გაცხადდება, თქვას, რომ ეს ხუმრობა იყო.

თევზები

პისტოლეტი

თევზები მშვიდობისმოყვარე და მხიარული ადამიანია, რომელიც ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ცდილობს. მას გარშემო მყოფებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მტრები არ ჰყავს. თუ კონფლიქტი წარმოიქმნა, თევზები პრობლემების მოგვარების წყნარ და ლეგალურ გზებს ამჯობინებენ. თუმცა, კრიტიკული სიტუაციისთვის ჯიბეში სიურპრიზს ინახავენ - რაღაც პისტოლეტის მსგავსს, რაც მოწინააღმდეგეს კონფლიქტის გაგრძელების სურვილს დაუკარგავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელიც სიბერ...

ბავშვობა სიბერემდე

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის