თემატური ჰოროსკოპი

რომელი ქვაა თქვენი ზოდიაქოს თილისმა 2023 წელს?

fun time

15:33 ორშ. 9 იანვარი, 2023 წელი

2023 წლიოს თილისმა

14
დაკოპირებულია

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2023 წლის სიმბოლო შავი წყლის კურდღელი ან კატაა. ასტროლოგები მშვიდ, ყოველმხრივ სასიკეთო, პერსპექტიულ და ჰარმონიულ წელს გვპირდებიან -  ყველამ ვიცით კატების გაზომილი ცხოვრების შესახებ!

ამ დრომდე, ბოლო შავი წყლის კურდღლის (კატის) წელი 1963 წელს იყო. ამ წელმა მსოფლიოს თავი საოცარი წარმატებებითა და აღმოჩენებით დაამახსოვრა: პირველი კოსმონავტი ქალის კოსმოსში გაფრენა, The Beatles-ის მსოფლიო ტურნე და ა.შ.

კურდღელი-კატა კეთილდღეობას ყველა ოჯახს მოუტანს, თუმცა უპირატესობა მაინც განსაკუთრებული თილისმების მფლობელებს ექნებათ. ნახეთ, 2023 წელს ზოდიაქოს რომელ ნიშანს რომელი თილისმა შეეფერება.

ვერძი - ძოწი

ამ წელს ვერძებმა თილისმად ძოწისგან დამზადებული სამკაულები უნდა აირჩიონ. ეს ქვა თავდაჯერებას და სიმტკიცეს შეგმატებთ, სასარგებლო გავლენას მოახდენს ოჯახის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.

ძოწი ცეცხლოვანი ძალით სავსეა, ამიტომ იმ ადამიანების დახმარება უყვარს, ვინც საქმის კეთების სურვილით „იწვის“.

კურო - ზურმუხტი

წელს კუროს თილისმა ზურმუხტია. მისი ღრმა და მდიდარი ფერი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ და ყოველგვარი ნეგატივისგან დაგიცავთ.

ზურმუხტის ქვას ზღვის წყლების უნიკალური ღრმა ფერი აქვს, რომელიც ნებისმიერ ნეგატივს შთანთქავს.

ტყუპები - ტოპაზი

ტყუპებს ამ წელს ნაზი ტოპაზი დაიცავს. ეს ქვა სასიყვარულო და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას ეხმარება.

ტოპაზს ლაჟვარდისფერი ცის ელფერი აქვს, რომელსაც შეუძლია თავის მფლობელს სიმშვიდე დ ნეტარება მოუტანოს.

კირჩხიბი - მარგალიტი

კირჩხიბებო, წელს თქვენი თილისმა მარგალიტია. სიწმინდისა და გულწრფელობის სიმბოლოა თავის მფლობელს ელვარებითა და ენერგიით დაასაჩუქრებს, ნეგატიური გავლენისგან დაიცავს და და სწორ გზაზე დააყენებს.

მარგალიტი შეყვარებულების უცვლელი დამხმარეა და ცხოვრებას რომანტიკით ავსებს.

ლომი - ბრილიანტი

ნადირთა მეფეს მხოლოდ ბრილიანტი შეეფერება. ის დაგეხმარებათ, რომ ყველასგან გამორჩეული იყოთ და ადამიანები საკუთარი ბრწყინვალებით მოხიბლოთ. ის დაწყებული საქმის დასრულებაში დგეხმარებათ, ენერგიითა და პოზიტივით აგავსებთ.

ბრილიანტი ბრწყინვალება ლომს საყოველთაო ყურადღების ცენტრად აქცევს.

ქალწული - რაუხტოპაზი

2023 წელს ქალწულების მფარველი ქვაა რაუხტოპაზი (ბოლისფერი კვარცი). მინერალის ფერის სიღრმე ყველა შფოთვას შთანთქავს და თავის მფლობელს ბოროტი თვალისგან დაიცავს.

სასწორი - ამეტრინი

სასწორებო, წელს თქვენი თილისმა ამეტრინია. წარმოუდგენელი სილამაზის კრისტალი მზის ჩასვლას განასახიერებს. იისფერისა და ყვითელი ფერების ერთმანეთში გადასვლა მომაჯადოებელ სილამაზეს ქმნის. ამეტრინს თავისი მფლობელისთვის სიმშვიდისა და ჰარმონიის განცდა მოაქვს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

ამეტრინი მშვიდობისა და წონასწორობის ქვად ითვლება. გადმოცემით, საუკუნეების წინ ეს კრისტალი ომის დასრულების თილისმა გახლდათ.


მორიელი - ლალი

ასტროლოგები მორიელებს ურჩევენ, რომ ყურადღება ლალზე შეაჩერონ. ეს ძვირფასი ქვა ცნობილია, როგორც ვნებისა და სიყვარულის სიმბოლო და წარმატებას სწორედ ამ მიმართულებით მოგიტანთ.

მშვილდოსანი - ციტრინი

წელს მშვილდოსნების თილისმა ციტრინია. ეს ქვა ხალისის, პოზიტივისა და ბედნიერების განსახიერებაა, რომლითაც თავის მფლობელს დაასაჩუქრებს. გარდა ამისა, თავისი სიმტკიცით ცნობილი ციტრინი იმუნურ და ნერვულ სისტემას აძლიერებს.

თხის რქა - ალექსანდრიტი

ასტროლოგები თხის რქებს ურჩევენ, რომ თილისმად ალექსანდრიტი შეარჩიონ. ალექსანდრიტს შეუძლია ფერი განათების მიხედვით შეიცვალოს. ეს უნიკალური ძვირფასი ქვაა, რომელიც მფლობელს ძალას, ბიზნესში წარმატებას და ფინანსურ სტაბილურობას მოუტანს.

მერწყული - საფირონი

2023 წელს მერწყულის მფარველი ქვა საფირონია. კამკამა ლურჯი ფერის ქვა თავის მფლობელს ყოველგვარი უარყოფითი აზრისა და გავლენისგან დაიცავს და გამოავლენს შემოქმედებით პოტენციალს.

სწორედ ცისფერი შეფერილობის გამო მიიღო საფირონმა სახელი "sapphire", რაც "ლურჯ ქვას" ნიშნავს.

თევზები - ამეთვისტო

2023 წელს თევზების თილისმა ამეთვისტო გახდება. ის თავის მფლობელს ბოროტი თვალისგან და მავნე ჩვევებისგან დაიცავს და სასიცოცხლო ენერგიას მიანიჭებს.

საუკუნეების წინ ღვინის თასებს ამეთვისტო ამშვენებდა, რაც ადამიანებს ღვინის ზედმეტი დალევისგან იცავდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი