რომელი შედევრი ემთხვევა თქვენი ზოდიაქოს ნიშანს?
21:18 ოთხ. 7 აპრილი, 2021 წელი
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი უნიკალური ხასიათი აქვს. იგივე შეიძლება ითქვას ფერწერის შედევრებზე. მხატვრები ცდილობენ, ტილოზე მხოლოდ ადამიანის გარეგნობა კი არა, მისი რთული შინაგანი სამყაროც ასახონ. ზოგი სურათი შესანიშნავად ასახავს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს. ნახეთ, თქვენს ხასიათს შედევრი შეესაბამება.
ვერძი - კარლ ბრიულოვის „ცხენოსანი ქალი“
ამ ნიშნის წარმომადგენლები მამაცი, თავდადებული ადამიანები არიან, რომლებსაც მტკიცე ხასიათი აქვთ. დააკვირდით, რა აღფრთოვანებული უყურებს პატარა გოგონა მხედარს. ვერძისთვის ასეთი მზერა უცხო არაა. ის თამამადუმკლავდება ურთულეს დავალებებს და პრობლემებს ღიმილით ხვდება, რომლის უკან უჩვეულო სიცოცხლისუნარიანობა იმალება.
კურო - ბორის კუსტოდიევის „ვაჭრის ცოლი ჩაისთან“
უბრალოდ შეხედეთ ამ სახეს! მასში კუროს მთელი ხასიათი ჩანს. ის მხიარული და კმაყოფილია, რადგან პრობლემებს არ უშინდება. კუროს მიზანდასახულობა და სიმტკიცე მიზნის მიღწევაში ეხმარება, რის შემდეგაც კურო მშვიდად ჯდება ჩაის დასალევად. კურო ყველაზე მეტად აფასებს სახლის სიმყუდროვეს, კომფორტს და ჰარმონიას.
ტყუპები - ვიქტორ ვასნეცოვის „სიხარული და მწუხარება“
ამ ნახატის მეორე სახელი „სიხარულისა და მწუხარების სიმღერაა“. ამაზე უკეთ ტყუპების წინააღმდეგობრივ ბუნებას ვერაფერი გადმოსცემს. სირინი დარდის და მწუხარების ფრინველია, ალკონოსტს კი სიხარული და ბედნიერება მოაქვს. თუ ტყუპები კარგ ხასიათზეა, მის გარშემო მხიარულებისა და პოზიტივის ატმოსფეროა, მაგრამ უფრთხილდით თუ ხასიათზე არაა - მისი ცუდი განწყობა ძალიან გადამდებია. არავინ იცის, როდის რომელი ჩიტი გაიღვიძებს, ასე, რომ ტყუპებთან არასოდეს მოიწყენთ.
კირჩხიბი - რაფაელ სანტის „სიქსტის მადონა“
ღვთისმშობლის მზერა ამ ნიშნის სიკეთეს, მგრძნობიარობას, თანაგრძნობასა და თავგანწირვას განასახიერებს. კირჩხიბები ადამიანებს თითქოს რენტგენით ხედავენ. მათ ძალიან ხშირად ანდობენ საკუთარ საიდუმლოს, პრობლემებსა და განცდებს. მოცდილებას. კირჩხიბს შესანიშნავად ეხერხება ადამიანების დაწყნარება და გამხიარულება. ამავე დროს, თავად უახლოესი მეგობრების წინაშეც კი იშვიათად გულახდილობს.
ლომი - სანდრო ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“
ეს ნახატი ლომების ბუნებას საუკეთესოდ გადმოსცემს. დიდებული და იდეალური ლომი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. თუნდაც რაღაც არასწორად მოხდეს, ეს ლომების თვითშეფასებაზე პრაქტიკულად არ მოქმედებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ნებისმიერ სიტუაციაში თავს ვარსკვლავად გრძნობენ. შესაძლოა, ყველას სწორედ ამიტომ უყვარს.
ქალწული - სიმონ ვუეს „დიანას დასვენება“
ქალწული ნამდვილი ქალღმერთია. მის შინაგან სამყაროს ყველაზე უკეთ ნადირობისა და ნაყოფიერების ქალღმერთი დიანა ასახავს. მა და დედამიწაზე მთელი ცხოვრების მფარველმა. ამ ნიშნით დაბადებულებს შეუძლიათ გარშემომყოფებს როგორც თბილად და პატივისცემით, ისე უმოწყალოდ და ცივსისხლიანად მოექცნენ. ქალწული ადამიანებს სიამოვნებით ეხმარება, მაგრამ თუ სანადიროდ გამოვიდა, უმჯობესია, ერიდოთ.
სასწორი - ლეონარდო და ვინჩის „ჯოკონდა“
სასწორი ყველაზე იდუმალი ადამიანია, რომელიც საკუთარ გრძნობებში ზოგჯერ თავადაც ვერ ერკვევა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი საიდუმლოს ამოხსნა შეძლოთ, მაგრამ სწორედ ეს იდუმალება იზიდავს სხვების ყურადღებას სასწორისკენ. სწორედ ამიტომ არის მონა ლიზა სასწორების საუკეთესო განსახიერება.
მორიელი - ივან კრამსკოის „უცნობი ქალი“
აი, სასწორის გარდა, ვის შეუძლია იამაყოს იდუმალებით! მორიელებში იდუმალება მბრძანებლობასთან და საკუთარი უპირატესობის გრძნობასთან არის შერწყმული. ეს ხალხი წვრილმანებზე დროს არ კარგავს. ისინი ყველას ჩრდილავენ, შემდეგ კი უჩინარდებიან და თავიანთ გზაზე გატეხილ გულებს ტოვებენ. ამბობენ, რომ ამ სურათს მრავალი აუხსნელი დამთხვევა უკავშირდება, ქალები კი გამუდმებით ჩიოდნენ, რომ „უცნობი ქალი“ მათ სილამაზეს იპარავდა.
მშვილდოსანი - ეჟენ დე ლაკრუას „თავისუფლება ხალხს მიუძღვება“
თავისუფლების გამოსახულება მშვილდოსანს მშვენივრად აღწერს. ამ ადამიანს სამართლიანობის მომატებული განცდა და ლიდერობის შესანიშნავი თვისებები აქვს. ადამიანები მას სიხარულით მიჰყვებიან, რადგან მშვილდოსანი ქარიზმით და დარწმუნების უნარით გამოირჩევა. ამ ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია საკუთარი მაგალითით აჩვენოს, თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი ბედნიერებისთვის.
თხის რქა - ჯონ კოლიერის „ლედი გოდივა“
ლეგენდის თანახმად, გოდივას მეუღლე გრაფმა ქვეშევრდომებს უზარმაზარი გადასახადების გადახდა დააკისრა, მაგრამ ქალმა უბრალო ადამიანების დაცვა გადაწყვიტა და ქმარს თანხის შემცირება სთხოვა. გრაფმა უპასუხა, რომ ამის მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდებოდა - თუ გოდივა ქალაქში შიშველი გაივლიდა და მან ეს გააკეთა! გოდივა თხის რქის სიმბოლოა, რომლებიც დაჩაგრული ადამიანების დამცველებად და უსამართლობასთან მებრძოლებად გვევლინებიან.
მერწყული - პაბლო პიკასოს „გოგონა ბურთზე“
ამ გოგონას ოპტიმიზმი სურათის პირქუშ ფონთან მკვეთრ კონტრასტს ქმნის. დიახ, მერწყულები ყოველთვის ოპტიმიზმს განასახიერებენ და სამყაროს დასასრულიც კი ვერ შეძლებს მათი სულის გატეხვას. ნათელი მომავლის რწმენა, წინსვლის სურვილი და წონასწორობის შენარჩუნების უნარი - ეს თვისებები დამახასიათებელია მერწყულისთვის, რომლებიც მიეჩვიენ სირთულეების გადალახვას ნებისმიერ ფასად.
თევზები - მიხეილ ვრუბელის „გედების პრინცესა“
მიხეილ ვრუბელმა ამ ნახატში თევზის ხასიათი შესანიშნავად განასახიერა. თევზის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული დახვეწილი ბუნების ადამიანია, რომელიც ბრწყინვალე გონებითა და საოცარი ქარიზმით გამოირჩევა, მაგრამ ამავე დროს მოკრძალებული და იდუმალია. მის თვალებში განსხვავებული სამყარო ირეკლება, რომელიც ჯადოსნური სურათებით გხიბლავს. თევზები ბოლომდე არასოდეს იხსნება, მხოლოდ უახლოეს ადამიანებს შეუძლიათ მისი ნიჭის ამოცნობა. თუ თევზებმა საკუთარ ცხოვრებაში შეგიშვეს, დარწმუნებული იყავით, რომ არასდროს მოისურვებთ მის დატოვებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან