თემატური ჰოროსკოპი

ვინ არიან ზოდიაქოს ყველაზე მატყუარა ნიშნები და, ძირითადად, რას მალავენ ისინი?

fun time

18:00 სამ. 12 იანვარი, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნების
შესახებ

14
დაკოპირებულია

ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი მუდმივად იტყუება. უფრო მეტიც, მათი ტყუილი ერთი და იმავე საგნის გარშემო ტრიალებს. მოდით გავერკვეთ, ვინ იტყუება სხვებზე ხშირად და რატომ...

ტყუპები - ქარაფშუტა და ცვალებადი ტყუპები ხშირად არასერიოზულად და დაუფიქრებლად იქცევიან. საკუთარი დაუდევრობის გამო ხშირად ავიწყდებათ სხვებისთვის მიცემული დაპირებები, ამიტომ იგონებენ ზღაპრებს, რომ დანაპირების შესრულებაში ხელი რაღაცამ შეუშალათ.

კირჩხიბი - კირჩხიბებს გულწრფელობა არ ახასიათებთ. მიაჩნიათ, რომ მათი ოჯახური და პირადი ცხოვრება სხვების განხილვის საგანი არ უნდა იყოს. ისინი არასდროს საუბრობენ პირადი ცხოვრების დეტალებსა და ნიუანსებზე. მეტიც - ურთიერთობის დასაწყისში ხშირად მალავენ პარტნიორებს, რადგან სჯერათ, რომ ამ გზით შურიანი ადამიანებისგან თავს იცავენ.

სასწორი - სასწორები ცნობილი მატყუარები არიან. ისინი ბევრს იტყუებიან, მაგრამ ამას ძალიან ლამაზად აკეთებენ. მათ უყვართ თავიანთი ისტორიების გაფორმება და ყველაზე პრიმიტიული სიმართლის ფანტასტიკურ ამბად ქცევა.

ლომი - ლომები სიცრუეში ნამდვილი ვირტუოზები არიან. მათი სიცრუე ნეგატივს არ შეიცავს და მხოლოდ საკუთარი იმიჯის გადარჩენისკენ არის მიმართული. ლომებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარშემო მყოფებმა მათი განსაკუთრებულობა აღიარონ. ყველაზე აშკარა ტყუილსაც კი დამაჯერებლად და ღირსეულად წარმოთქვამენ. ადრე თუ გვიან ლომის ტყუილს ყველა იჯერებს და მხარსაც კი უჭერს.

მორიელი - მზაკვარი მორიელები ტყუილს მხოლოდ საკუთარი სარგებლისთვის მიმართავენ. მათ საკუთარი უპირატესობის შეგრძნება ხიბლავთ. მორიელის ტყუილში გამოჭერა თითქმის შეუძლებელია. უფრო მეტიც, ისინი კი არ იტყუებიან, არამედ თამაშობენ და მანიპულირებენ. მანიპულირების უმაღლესი ოსტატობით ნებისმიერი ადამიანის გაცურება შეუძლიათ.

თევზები - თევზები ზოდიაქოს ყველაზე მატყუარა ნიშნად აღიარეს. ისინი არა მხოლოდ სარგებლის მისაღებად, არამედ შელახული თვითშეფასების აღდგენისთვისაც იტყუებიან. ოცნებობენ შეუძლებელზე და სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებენ. სწორედ ამიტომ ისინი ხშირად ფაქტებს შელამაზებული სახით წარმოადგენენ და არარსებულ დეტალებს ამატებენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას აკეთებს ზოდიაქოს თითოეული ნიშან...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის...

რომელია თქვენი ზოდიაქოს
ნიშნისთვის მნიშვნელოვანი
ასაკი

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 2,...

2, 11, 20 და 29 რიცხვში
დაბადებულებისთვის

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადა...

დაბადების საათი და
ადამიანის ბედი

შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამი...

7-წლიანი ციკლები

რატომ ახდენს რიცხვი „7“ ადამიანზე გ...

რატომ ახდენს რიცხვი „7“
ადამიანზე განსაკუთრებულ
გავლენას?

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 1,...

ნუმეროლოგია 1

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 3,...

ნუმეროლოგია 3

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 4,...

4 რიცხვი - ნუმეროლოგია