ზოდიაქოს ნიშნები და ჯანმრთელობის წესები
16:21 სამ. 17 იანვარი, 2023 წელი
რომელი დაავადება ახასიათებს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და რა უნდა გააკეთოს განკურნებისთვის?
რომელი დაავადებები ახასიათებს ვერძს?
ვერძს პლანეტა მარსი მართავს, რომელიც ადამიანში აქტიურობას და საბრძოლო თვისებებს აყალიბებს.
თუ ზოდიაქოს ამ ცეცხლოვანი ნიშნით დაბადებული ადამიანი ცოტას მოძრაობს, შეიძლება სხვადასხვა ანთებითი დაავადება, კანზე გამონაყარი და დერმატიტი განუვითარდეს.
ვერძს ყველაზე ხშირად თავის ტკივილი, ცხვირის, ყურების, თვალების და ზედა ყბის დაავადებები აწუხებს.
როგორც აღვნიშნეთ, ვერძის უმოძრაობას შეიძლება სხვადასხვა დაავადების გამოვლენა მოჰყვეს. ამის გამო მუდმივი უკმაყოფილება კი ფსიქოსომატიკის მიხედვით სისხლჩაქცევებს და სხვადასხვა სახის მოტეხილობებს იწვევს. თუ ვერძის ნატალურ რუკაში მარსი პირველ სახლშია განთავსებული, სავარაუდოდ, მას სახეზე იარები აქვს.
რომელი დაავადებები ახასიათებს კუროს?
ასტროლოგიურად, კუროს მფარველი პლანეტა ვენერაა. სწორედ ის აგებს პასუხს ფულზე, სიყვარულსა და კომფორტზე. თუ კურო თავს არაკომფორტულად გრძნობს, ხშირად ავადმყოფობს.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ყველაზე ხშირად ქვედა ყბა, კბილები, ყელი და ფარისებრი ჯირკვალი აწუხებს.
კუროს გამოჯანმრთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტის ზონაში ყოფნა, სადაც ყველაფერი საკმარისია: საკვები, ფული, უსაფრთხოება და ა.შ.
მეორე მხრივ, თუ კურო მუდმივად კომფორტის ზონაშია, მას შეიძლება რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას. ასე, რომ კუროსთვის მნიშვნელოვანია კომფორტის და დისკომფორტის ზონებს შორის ბალანსი.
რომელი დაავადებები ახასიათებთ ტყუპებს?
ტყუპების მმართველი პლანეტა მერკურია. ის პასუხისმგებელია მეტყველებაზე, ინფორმაციის მიღებაზე, დამუშავებასა და გადაცემაზე.
ტყუპებს ყველზე ხშირად ქრონიკული ხველა, ბრონქიტი და ასთმა აწუხებთ.
ხშირად, სტრესის დროს ტყუპები დუმდებიან, თითქოს სიტყვები არ ჰყოფნით. თუ დაბადებისას ტყუპების ნატალურ სქემაში მერკური მზესთან ახლოს მდებარეობს, შესაძლებელია მეტყველების ხარვეზები.
ტყუპების დაავადებების პრევენციისთვის რეკომენდებულია სირბილი, ცურვა, ლოგოპედთან ვიზიტები და საჯარო გამოსვლის კურსები.
რომელი დაავადებები ახასიათებთ კირჩხიბებს?
კირჩხიბებს მთვარე მართავს. ის პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ქალის ენერგიას უკავშირდება.
შესაბამისად, კირჩხიბებში მოსალოდნელია მკერდის დაავადებები, მასტიტები და შეშუპებები.
მთვარის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა კუჭისა და მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მართვაა. თუ კირჩხიბის ნატალურ რუკაზე მთვარის პოზიცია სუსტია, მაშინ მოსალოდნელია გასტრიტის, კუჭის წყლულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.
სპეციალური დიეტის გარდა, კირჩხიბებისთვის მნიშვნელოვანია დაავადებების ფსიქოსომატური მიზეზების ცოდნა და მონაცემების დამუშავება.
რომელი დაავადებები ახასიათებთ ლომებს?
ლომი ნადირთა მეფეა, რომელიც ათბობს საყვარელ ადამიანებზე ზრუნავს და თავისი სითბოთი ათბობს. ლომის მმართველი პლანეტა მზეა, ხოლო ორგანო, რომელზედაც მზე პასუხს აგებს - გული.
ამრიგად, ლომებს ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე ხშირად აწუხებთ გულის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
თუ ლომებს ადამიანებზე ზრუნვის და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ აქვთ, შეიძლება ისეთმა დაავადებებმა იჩინონ თავი, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება და სტენოკარდია.
რომელი დაავადებები ახასიათებთ ქალწულებს?
ქალწული ზოდიაქოს მიწიერი, მატერიალური ნიშანია. ქალწული ყოველდღე ისე აწესრიგებს თავის სამყაროს, როგორც პატარა ეგზიუპერის უფლისწული ზღაპრიდან.
ქალწული შრომისმოყვარეა და მისი ავადმყოფობა გადაღლას უკავშირდება. ქალწულისთვის სამუშაოსა და ჯანმრთელობას შორის პირდაპირი კავშირია.
თუ ქალწულისთვის სამუშაოს სიამოვნება არ მოაქვს, ის ავად ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია სამუშაოსა და დასვენების ბალანსის დაცვა.
ქალწულის მმართველი პლანეტა მერკური პასუხისმგებელია გონებაზე, პლანეტა ნეპტუნი კი ქალწულს უსაფუძვლო შიშებს ანიჭებს. ეს შიშები მას სიფრთხილეს და წინდახედულობას აიძულებს, რასაც ხშირად მოუსვენრობა, უძილობა და დეპრესია უკავშირდება.
ყველაფრისთვის წინასწარ მომზადება შეუძლებელია, ამიტომ უსაფუძვლო შიშებისგან უნდა გათავისუფლდეთ და გწამდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
რომელი დაავადებები ახასიათებთ სასწორებს?
სასწორი ორმაგი ნიშანია, რომელსაც ცხოვრების გზის მარტო გავლა უჭირს. ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს გამუდმებით პარტნიორი სჭირდება. სულ ერთია, ეს მეუღლე იქნება თუ ბიზნესპარტნიორი, მთავარია, რომ სასწორს ავსებდეს.
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ჰარმონიული პარტნიორული ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ამას ვერ მიაღწია, სასწორი ავად ხდება. პირველ რიგში თირკმელები ზარალდებიან. წყენა, ბრაზი, პარტნიორში ან საკუთარ თავში იმედგაცრუება თირკმელებში გროვდება.
საკითხის ფსიქოლოგიურ მხარესაც ყურადღება უნდა მიაქციოთ - თუ საკუთარი თავის ან პარტნიორის არასრულყოფილებას მშვიდად მიიღებთ და წყენას და შეურაცხყოფას აპატიებთ, დაავადება გაქრება.
რომელი დაავადებები ახასიათებთ მორიელებს?
მორიელის მმართველი პლანეტა პლუტონი პასუხისმგებელია ცვლილებაზე, ძალაუფლებასა და კონტროლზე, მანიპულაციებზე.
თუ მორიელი თავის უძლიერეს ენერგიას არ განავითარებს ან საკუთარი თავის და ადამიანების საზიანოდ მიმართავს, მენჯის ორგანოები - შარდის ბუშტი და რეპროდუქციული სისტემა ზიანდება.
შეიძლება სხვადასხვა სახის ვენერიული დაავადებებიც გამოვლინდეს. ამ დროს მორიელი ხშირად ბოროტდება და გარშემომყოფებს უპირისპირდება.
გაჯანსაღებისთვის საჭიროა, რომ თქვენი უძლიერები ენერგია ადამიანების სასარგებლოდ მიმართოთ. მაგალითად, სამართალდამცავ ორგანოებში ან სამართლებრივ სფეროში მუშაობა დაიწყოთ, სექსუალობა განავითაროთ და სამყაროს საიდუმლოებები გამოავლინოთ.
რომელი დაავადებები ახასიათებთ მშვილდოსნებს?
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მასშტაბური მიზნის არსებობა. თუ მშვილდოსანი გეგმებისა და მისწრაფებების გარეშე დარჩა, უკიდურესად ტოქსიკური და კრიტიკული ხდება.
მშვილდოსნის სუსტი წერტილი ღვიძლია. ცეცხლის სტიქიის ამ წარმომადგენლებს ხშირად ციროზი, ქოლეცისტიტი და ჰეპატიტი აწუხებთ.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველთვის გახსოვდეთ და ჭამა-სმის დროს ზომიერება გამოიჩინოთ. მშვილდოსნის სუსტი ადგილებია ასევე, მენჯი, თეძო და საჯდომის ნერვი.
თქვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია კვებაში ზომიერება და მასშტაბური მიზნის დასახვა. როდესაც ასეთ მიზანს დაისახავთ, დაავადებები თავისთავად გაქრება.
რომელი დაავადებები ახასიათებთ თხის რქებს?
თხის რქებს პლანეტა სატურნი მართავს. ბევრი მას ბოროტად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ეს დისციპლინის, თავშეკავებისა და წესრიგის პლანეტაა. ძალიან ბევრ თხის რქას ბავშვობაში ზღუდავდნენ, უკრძალავდნენ ემოციების გამოვლენას, არ აძლევდნენ სიყვარულს და მათგან ზრდასრულ ქცევას მოითხოვდნენ.
ყველაზე ხშირად მათ ხერხემლისა და სახსრების დაავადებები აწუხებთ.
ასეთი თხის რქები ზედმეტად სერიოზული, უემოციო ადამიანები ხდებიან, რომლებიც მუდმივად მუშაობენ.
რომელი დაავადებები ახასიათებთ მერწყულებს?
მერწყულის მმართველია პლანეტა ურანი, რომელიც ადამიანის ელექტროენერგიასთან და ადამიანის ნერვულ ქსოვილებთან ასოცირდება.
ამიტომ, მერწყულს ზოდიაქოს ყველა ნიშანზე ხშირად აწუხებს უძილობა, ნევროზი და ეპილეფსიამდე მისული ნერვული სისტემის გადატვირთვა.
ყველა დაავადება ნერვებიდან იწყება, ამიტომ თუ მერწყულები გონებრივ დატვირთვას არ აკონტროლებენ, ეს გულის დაავადებებს, საჯდომის ნერვის დაჭიმვას და ფეხების დაავადებებს იწვევს.
რჩევა მერწყულისთვის - ნუ გადაიტვირთებით ზედმეტი ინფორმაციით, ნაკლები დრო გაატარეთ სოციალურ ქსელებში და ხშირად დაისვენეთ გონებრივი სამუშაოსგან.
რომელი დაავადებები ახასიათებთ თევზებს?
თევზებს კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ, ნამდვილი ემპათები არიან და ადამიანებს შესანიშნავად გრძნობენ. თევზებს ოცნებებში ცხოვრება უყვართ და პლანეტა ნეპტუნი მართავთ. ის პასუხისმგებელია ილუზიებზე, ფანტაზიებზე, რწმენაზე, შიშებზე და ტყუილებზე.
ხშირად, ოცნებების სამყაროდან გამოსული თევზი ცხოვრების უხეშ რეალობას ეჯახება და ისევ ილუზიურ სამყაროს უბრუნდება. სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად, ამას აკრძალული საშუალებების დახმარებით აკეთებს.
ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, შიზოფრენია - თევზების დაავადებებია. ამის გამოსწორება დაძაბულობის წყაროს მოხსნით ან ფსიქოთერაპიის დახმარებით შესაძლებელია.
რაც შეეხება სხვა დაავადებებს, ხშირად თევზებს ტერფებთან დაკავშირებული დაავადებები აწუხებთ: ბრტყელტერფიანობა, ფეხის სოკო, ფეხის დეფორმაცია და დაბზარული ქუსლები. ამ შემთხვევაში, პრობლემას ორთოპედთან ვიზიტი გამოასწორებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან