თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები და მათი იდეალური სახლები

funtime

11:00 ოთხ. 30 დეკემბერი, 2020 წელი

იდელაური სახლი
14
დაკოპირებულია

საცხოვრებელი, სადაც ადამიანი კომფორტულად და დაცულად იგრძნობს თავს, თურმე, ზოდიაქოს მიხედვითაც შეიძლბა განისაზღვროს. სიმშვიდისთვის ზოგს სქელი კედლები სჭირდება, ზოგს - ხის ღობეც აკმაყოფილებს. ჰოდა ვნახოთ, ვისთან როგორ არის ეს:

 

ვერძი

ვერძს, თავისი ფიცხი ხასიათის მიუხედავად, ძალიან უყვარს სახლში ყოფნა. მისი სახლი ქალაქშიც შეძლება მდებარეობდეს, თუმცა უნდა იყოს თანამედროვე და მაქსიმალურად აკმაყოფილებდეს ვერძების მოთხოვნილებას კომფორტის მიმართ.

კურო

კუროს ხმაურიდან შორს ყოფნა ურჩევნია. მისთვის იდეალური ვარიანტია ქალაქგარეთ კოტეჯი, დიდი მიწის ნაკვეთით. აი, იქ ყველაფერს მეტი სიამოვნებით გააკეთებს - ოჯახისთვისაც და კარიერისთვისაც.

ტყუპები

ტყუპებს სულაც არ უჭირთ ადგილის შეცვლა, თუნდაც წელიწადში რამდენჯერმე. მას არ ახასიათებს სახლთან მიჯაჭვულობა, ისევე როგორც არც სხვა დანარჩენ საგნებთან. მთავარია, სადაც ტყუპები იცხოვრებენ, ის ადგილი უნდა იყოს ნათელი, ექსტრავაგანტული და ლამაზი.

კირჩხიბი

კირჩხიბებს კლასიკა უყვართ. ეს ასტროლოგიური ესთეტები შესანიშნავად გრძნობენ ავს მაშინ, როცა მათი სახლი რაღაცით მაინც წააგავს მუზეუმს. დეკორატიული ელემენტები, მდიდრული ავეჯი, დახვეწილი დიზაინი - ეს არის კირჩხიბის კომფორტის პირობები. და რა თქმა უნდა - კედლებზე საყვარელი ადამიანების ფოტოები.

ლომი

ლომებს თავისუფლება და სივრცე სჭირდებათ. მათი ოცნების სახლი იმხელა ფართობისაა, რომ წარმოუდგენელია, რაში უნდა გამოიყენოს. ლომებს სურთ, რომ ყველა სტუმარი აღფრთოვანებული დარჩეს, ამიტომ მათ სახლში, რომელიც დახვეწილი გემოვნებით აქვთ მოწყობილი, ყოველთვის ნახავთ გამორჩეულ ნივთებს.

ქალწული

ქალწული პრაქტიკულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის სახლში უფუნქციო სამშვენისებს და ნახატებს იშვიათად ნახავთ. მათთვის სახლში აუცილებელია ყველანაირი ტექნიკა და მყუდრო პატარა ბაღი ფანჯრების ქვეშ.

სასწორი

სასწორებისთვის ირგვლივ სილამაზე სასიცოცხლოდ აუცილებელია. მათ სახლში მკვეთრი ფერები უნდა ჭარბობდეს და კედლებიც კი ოპტიმიზმს ასხივებდეს. სასწორის ირგვლივ ყველაფერი სითბოთი და სიმყუდროვით უნდა იყოს სავსე.

მორიელი

მორიელს სული არ ენანება არაფრისთვის, რაც კი მის პიროვნული „მეს“ უსვამს ხაზს. ამიტომ მისი სახლიც მისი სულის სარკე უნდა იყოს. ჰო, და კიდევ - აუცილებლად უნდა მოიძებნოს ადგილი მისი საყვარელი კოლექციისთვის.

მშვილდოსანი

ენერგიული და თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსანი დაუფიქრებლად გაცვლის ქალაქის ცენტრიდან ფეშენებელურ ბინას ქალაქგარეთ პატარა კოტეჯზე. მისი კომფორტისთვის აუცილებელი პირობაა სუფთა ჰაერი, მზე და მცენარეები.

თხის რქა

თხის რქას სჭირდება ისეთი სახლი, რომელსაც ხანგრძლივი და შთამბეჭდავი წარსული აქვს, სახლი, რომელიც ბევრ საიდუმლოს ინახავს და რომელსაც სული აქვს. თხის რქის სახლში ანტიკვარული ნივთებისთვისაც არის ადგილი. მას ვინმე თავადის სახლი შეეფერება, როელიც სიძველით არის „გაჟღენთილი“.

მერწყული

უპრეტენზიო მერწყული იცხოვრებს ნებისმიერ ადგილას, სადაც მხიარული გარემოა და თან ადგილიც მოიძებნება ფიქრისა და განმარტოებისთვის. მერწყულისთვის იდეალურ სახლი კი ერთდროულად უნდა იყოს პრაქტიკული, ტექნოლოგიებით აღჭურვილი და თანამედროვე სტილის. და კიდევ - ძალიან ბედნიერი იქნება, თუკი სახლში ცელკე ექნება სახელოსნო ან კაბინეტი.

თევზები

თევზებს მზის სინათლე და წესრიგი უყვართ - ეს არის მათი კომფორტი. თევზებისთვის იდეალურია ქალაქგარეთ მდებარე კომპაქტური და აუცილებლად ლამაზი სახლი, ნატურალური მასალით გაწყობილი. მთავარია, მთელი ოჯახისთვის ეყოთ სივრცე და ირგვლივ სასიამოვნო მეზობლები ჰყავდეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის მორიელი ქალი საუკეთესო პ...

მორიელი ქალი

რატომ არის კურო ყველაზე კომფორტული...

კურო დახასიათება

ზოდიაქოს ნიშნების სამი ყველაზე დიდი...

ზოდიაქოს ნიშნები
სიყვარულში

ვინ არ გამოგადგებათ პარტნიორად - გა...

როგორ ეწყობიან ერთმანეთს
ზოდიაქოს ნიშნები

რა უნდა იცოდეთ, თუ კაცი მერწყული გი...

კაცი მერწყულის თვისებები

მშვილდოსანი - 10 გამორჩეული თვისება...

მშვილდოსანი დახასიათება

რატომ არიან თხის რქები საუკეთესოები...

თხის რქა თვისებები

რა სამკაული ვაჩუქოთ გოგოს ზოდიაქოს...

კრეატიული საჩუქარი

ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანი, რომელსაც...

ზოდიაქოს ნიშანი სასწორი