თემატური ჰოროსკოპი

გემოვნებიანი ქალების ხუთეული ზოდიაქოს მიხედვით

fun time

16:00 ორშ. 13 სექტემბერი, 2021 წელი

გემოვნებიანი ქალი
ზოდიაქოს ნიშნებში

14
დაკოპირებულია

გამონაკლისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა, როგორც წესი, ვარსკვლავები არ ცდებიან... 

ტყუპი

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები განსაკუთრებული კოპწიობით არ გამოირჩევიან. თუმცა, ქალურობა და შარმი მათში იმდენად დიდი დოზითაა, რომ ისინი ყველაზე უბრალო სამოსშიც კი ახერხებენ, უზადოდ, მომხიბვლელად და სექსუალურად გამოიყურებოდნენ.

ტყუპ ქალს უყვარს კომფორტული და მარტივი სამოსი, ამიტომ უპირატესობას ანიჭებს მაისურებს, მოკლე ქვედაბოლოებს, ტრიკოტაჟის სამოსს, კედებსა და ა.შ.

იგი იშვიათად ხმარობს ზედმეტ კოსმეტიკას და ვარცხნილობის მხრივაც დაუდევარი დამოკიდებულებით გამოირჩევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, აქვს ქარიზმა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ სამოსში გამოწყობილი მამაკაცს თავბრუს ახვევს.

ლომი

ქალი ლომი ეპატაჟის დედოფალია. არა აქვს მნიშვნელობა, ბუნებამ იდეალური სხეულის ფორმებით დააჯილდოვა, თუ ტანმორჩილი აღნაგობა არგუნა. იგი ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს, საკუთარი, განუმეორებელი სტილი მონახოს, რომლითაც არა მხოლოდ თავად მოიწონებს თავს საზოგადოების წინაშე, არამედ მიმდევრებიც ეყოლება.

ლომები გრაციოზულები, დახვეწილები და ელეგანტურები არიან. მათ უყვართ ოქროს სამკაული, თუმცა, ამ მხრივ, მათ ვიზუალში ზედმეტობა არასდროს შეიმჩნევა. ისინი ყოველთვის დოზირებულად იყენებენ ოქროს სიდიადეს.

ჩალისფერი და ოქროსფერიც ლომის საყვარელი ფერია. შესაბამისად, ხშირად შეხვდებით ქალ ლომს მსგავს ტონალობებში. მათ უყვართ ძვირფასი საათების, გულსაკიდებისა და ბროშების ტარება, რაც არა თვალში საცემად, მაგრამ მაინც მკვეთრად უსვამს ხაზს მათ დახვეწილ გემოვნებას.

სასწორი

სასწორი ქალი გლამურისა და დახვეწილობის განსახიერებაა. სხვაგვარად როგორ? ამ ზოდიაქოს ხომ სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა მფარველობს. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ სასწორ ქალებს სტილისა და ფერის შეგრძნება თანდაყოლილი აქვთ.

მათი უმრავლესობა აღმერთებს სხვადასხვა ტიპის პატარ-პატარა აქსესუარებს, ფერად მძივებსა და სამაჯურებს, ბაფთებსა და მაქმანებს.

ქალი სასწორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფერთა გამას. ისინი იშვიათად სწყალობენ სუფთა ტონალობებს და, ძირითადად, პასტელური ფერების პალიტრით იმოსებიან. მათ სტილს შეგვიძლია, ერთდროულად გლამურული, პრაქტიკული და დახვეწილი ვუწოდოთ.

ვერძი

ვერძ ქალს ექსპერიმენტები უყვარს, როგორც ჩაცმა-დახურვის, ისე ვარცხნილობის კუთხით. ნუ დაგვავიწყდება, ვერძი თავით იმართება. აქედან გამომდინარე, მისი სისუსტე შეიძლება იყოს თმა და თმასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. შესაბამისად, თმის ფერის, ფორმისა და სტრუქტურის ცვლაში ქალ ვერძს ვერავინ გაეჯიბრება.

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, ძალზე ოსტატურად ირგებენ ულტრათანამედროვე სამოსსა და აქსესუარებს. ვერძს არ აშინებს „პიონერის“ როლი ცხოვრების არცერთ სფეროში, მით უმეტეს, თუ ეს მოდასა და გლამურს ეხება.

მას მოსწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და ხშირად თავად გვევლინება სტილისა და მოდის კანონმდებლად. თუმცა, მმართველი პლანეტა მარსის გავლენით, ქალი ვერძის იმიჯი ზოგჯერ ცოტა აგრესიული და ზედმეტად თამამია, რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებენ სუსტი სქესის წარმომადგენლები. სამაგიეროდ, მამაკაცებს პირიქით, ხიბლავთ ვერძის ამგვარი იმიჯი.

თევზები

იგი დახვეწილი, ქალური, სათუთი და ნაზია. ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტი ქალი. არ აქვს მნიშვნელობა, მსუქანია თუ გამხდარი, ქალი თევზი ნებისმიერ შემთხვევაში ქალურად და მომხიბვლელად გამოიყურება.

მას ოსტატურად ეხერხება ერთი შეხედვით უბრალო აქსესუარების დახმარებით – იქნება ეს შარფი, ბროში, ყელსაბამი თუ სათვალე, შექმნას განუმეორებელი იმიჯი და სხვებისგან გამოირჩეოდეს საკუთარი ვიზუალით.

თევზი ქალები ნებისმიერი ფაქტურის სამოსს ატარებენ, თუმცა განსაკუთრებულად უყვართ რბილი, სრიალა და დამყოლი მასალისგან შეკერილი კაბები. ამიტომ მათი ძირითადი ნაწილი აბრეშუმის, ტრიკოტაჟისა და მაქმანის დიდი მოტრფიალეა.

ისინი არანაკლები ოსტატობით იხდენენ მამაკაცურ სამოსსა და აქსესუარებს, თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი საკუთარ უჩვეულოდ ქალურ იმიჯზე აქვთ მორგებული. ამასთანავე, თავად სამოსი არ კარგავს ინდივიდუალიზმსა და გამომსახველობას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024