თვის ჰოროსკოპი

2024 წლის აპრილის თვის ჰოროსკოპი

fun time

19:25 სამ. 2 აპრილი

აპრილი

14
დაკოპირებულია

2024 წლის აპრილის დასაწყისს ძნელია, ხელსაყრელი პერიოდი ეწოდოს, თუმცა, თვის მეორე ნახევარი უამრავ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში.

ვერძი

აპრილში მოსალოდნელი შეფერხებების დასაძლევად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ. ყველაფრის მიუხედავად, ახლა თქვენი დევიზია წინსვლა!

შეყვარებულთა ურთიერთობა სტაბილიზაციას უახლოვდება, თუმცა ჯერჯერობით, ჰარმონიულს ვერ ვუწოდებთ. თუ მარტში თქვენ შორის რაიმე გაუგებრობა იყო, მისი „ექო“ შესაძლოა, აპრილშიც ისმოდეს.

აპრილში ფინანსური კრიზისი მოსალოდნელი არ არის. სავარაუდოდ, თვის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებთ. ხელსაყრელი დროა დამსაქმებელთან ხელფასის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებისთვის.

ეს თვე ასევე შესაფერისია ახალ სამსახურში ან ახალ პოზიციაზე გადასასვლელად. შესაძლოა, შემოსავლის დამატებით წყაროს მიაგნოთ. მთავარია, მოთმინება არ დაკარგოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ.

თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მთავარია, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და პრობლემები მათი წარმოქმნისთანავე მოაგვაროთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 16, 21, 26

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 14, 19, 24, 28.

კურო

კუროების უმეტესობისთვის აპრილი რთული და წინააღმდეგობრივი პერიოდი იქნება. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, მაგრამ „სათადარიგოთა სკამზეც“ დიდხანს ნუ დარჩებით.

შეყვარებულთა ურთიერთობას გამოცდა ელის. სავარაუდოდ, მაისში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ და ის დადებითი იქნება.

მნიშვნელოვანი შემოსავლები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არც ცარიელი ჯიბით დარჩენა გემუქრებათ. პრობლემების დროს შეგიძლიათ, უახლოესი ადამიანების და დამატებითი შემოსავლების იმედი გქონდეთ.

თავმდაბლობა, თავაზიანობა, მოთმინება და პასუხისმგებლობა რიგითი თანამშრომლებისთვის, მენეჯერებისა თუ ბიზნესის მფლობელებისთვის თანაბრად სასარგებლოა. თუ დაპირისპირების აცილებას შეძლებთ, მიზნის მიღწევა გაგიადვილდებათ.

დროდადრო შეიძლება საშინელი დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ. ეს განსაკუთრებით ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე კუროებს ეხებათ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 14, 20, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 13, 16, 23, 27

ტყუპები

ტყუპებო, მოვლენები, რომლებიც უახლოეს მომავალში გელით, თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. ორიოდე თვე გავა და ამაში თავად დარწმუნდებით. მომავალი გამარჯვებებისთვის რომ ძლიერი საფუძველი შექმნათ, მანამდე ძველ პრობლემებს უნდა გაუმკლავდეთ.

არსებული კავშირების გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ, ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში კი სიფრთხილე გამოიჩინოთ. საეჭვოა, ამან სტაბილურ და სერიოზულ ურთიერთობამდე მიგიყვანოთ.

ფინანსური თვალსაზრისით, ხელსაყრელი დროა - აპრილში სტაბილური ხელფასის გარდა, არაოფიციალური წყაროებიდან დამატებითი შემოსავალიც გელით. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების ან სპონსორების იმედიც გქონდეთ.

აპრილში წარმატებას მიაღწევენ მშენებელი, მიწასთან და უძრავ ქონებაზე მომუშავე ტყუპები. თქვენი პოზიციები ყველა გაძლიერდება, მათ შორის - ფინანსური მიმართულებითაც.

აპრილის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ სრულფასოვან ძილს და სუფთა ჰაერზე დასვენებას.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 17, 21, 26

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 15, 19, 24, 28

კირჩხიბი

კირჩხიბებს წინ აქტიური, მაგრამ ამავდროულად, ქაოსური და მოუსვენარი პერიოდი ელით. ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. უმჯობესია, საკუთარ მიზნებს გადახედოთ და შესაბამისი ცვლილებები შეიტანოთ. როგორც ამბობენ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

აპრილში პირად ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი სამსახური გახდება, ამიტომ საყვარელი ადამიანებისა და მეუღლეების პრეტენზიების მოსასმენად უნდა მოემზადოთ.

ახალ ნაცნობებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში 25 აპრილამდე გამოჩნდებიან, სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ამ ადამიანებისგან სერიოზულ ურთიერთობას არ უნდა ელოდოთ.

აპრილში შესაძლოა, თქვენი შემოსავალი გაიზარდოს და ფინანსური სტაბილურობის პერსპექტივა გაჩნდეს. სხვა რეგიონებსა და ქვეყნებში მცხოვრებ კოლეგებთან მოლაპარაკებების შედეგს, სავარაუდოდ, მაისში მიიღებთ.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ აპრილის ყველა სადავო სიტუაციაში გადამწყვეტი როლი მეგობარს ან ხელისუფლებაში მყოფ ადამიანს ეკისრება და მათი გავლენა მხოლოდ დადებითი იქნება.

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ნერვულ სისტემაზე ზრუნვა მაინც გჭირდებათ. ეცადეთ, ფეხით ხშირად იაროთ და ბუნებაში, წყალთან ახლოს დაისვენოთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 14, 20, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 16, 23, 27

ლომი

წინსვლის მიუხედავად, აპრილში უამრავ პრობლემას შეეჯახებით და სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ.

ცვლილებების პლანეტა პლუტონი ლომებს ურთიერთობების მოსალოდნელი გაწყვეტისა და განქორწინებების შესახებ აფრთხილებს. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები ადამიანებთან დამოკიდებულებაში. თუ ამისთვის მზად არ ხართ, შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს.

ფინანსური საკითხები შეიძლება მოლაპარაკებების პროცესში დაბრკოლებად იქცეს, რაც გავლენას მოახდენს როგორც სამუშაოზე, ისე პირად ცხოვრებაზე. ყველაფრის მიუხედავად, მაისამდე სადავო საკითხების უმეტესი ნაწილი მოგვარდება.

2-იდან 25 აპრილამდე დაგეგმილი მოგზაურობებისთვის მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოემზადოთ და სიახლეებისთვის ნიადაგი შეამზადოთ.

ზოგჯერ ენერგიის ისეთ მოზღვავებას გრძნობთ, რომ ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ, ზოგჯერ კი ლოგინიდან ადგომა გეზარებათ. უსმინეთ საკუთარ სხეულს. ვიტამინები, დილის ვარჯიშები და, რაც მთავარია, ჯანსაღი ძილი დაგეხმარებათ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 17, 22, 27

არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 14, 20, 25, 30

ქალწული

ახალი მთვარისა და მთვარის დაბნელების ტანდემი გაიძულებთ, რომ შეჩერდეთ და განვლილ გზას გადახედოთ. დრო, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და „ზურგი“ გაიძლიეროთ.

აპრილის ტენდენცია ძველ მეგობრებთან და ყოფილ შეყვარებულებთან ურთიერთობის აღდგენაა. ბევრი ქალწული შეძლებს რომანტიკული ურთიერთობის განახლებას, თუმცა საბოლოო სიტყვა თქვენს პარტნიორს ეკუთვნის.

გახსოვდეთ. რომ 25 აპრილამდე ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დროა. საეჭვოა, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში რომანტიკულმა ურთიერთობებმა სიამოვნება და კმაყოფილება მოგანიჭოთ.

აპრილში დიდი ფინანსური ხარჯები გელით. შესაძლოა, ვალების ან კრედიტებს აღებაც მოგიწიოთ, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია და მალე მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებთ. განქორწინებული მეუღლეები ქონებრივ დავას, ბოლოს და ბოლოს, დაასრულებენ.

პროფესიულ საქმიანობაში შეცდომების თავიდან ასაცილებლად მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ აპრილში, თქვენი მიღწევების გარდა, შეცდომებიც თვალშისაცემი იქნება. თუ შესაძლებელია, უმჯობესია, მივლინებები მაისისთვის გადადოთ.

თავს მიხედეთ! ახლა თავი უნდა შეიკავოთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან, ექსტრემალური გართობისგან და ნებისმიერი ტრავმული აქტივობისგან.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 15, 20, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 18, 22, 26

სასწორი

ორი მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც აპრილში გაკლიათ, მოთმინება და ყურადღებაა - ეცადეთ, ეს გამოასწოროთ.

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სირთულეები. სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანი თქვენს ზოგიერთ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შეიძლება ბევრ საკითხში მართალია.

შვილებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კონფლიქტი, მაგრამ თქვენი მზრუნველი ბუნება არ დაუშვებს სიტუაცის გართულებას.

ფინანსური თვალსაზრისით ეს პერიოდი შეიძლება მოსამზადებელ პერიოდად ჩაითვალოს. ძირითადი მოვლენები აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გელით. სავარაუდოდ, საუბარია ფინანსურ ჯილდოზე, ბიზნესპარტნიორების ფინანსურ დახმარებაზე ან სესხებზე.

აპრილში ბევრი რამ სასწორის მოლოდინებს არ შეესაბამება - ეს ძირითადად ბიზნესპარტნიორს ეხება, რომელიც არათანმიმდევრულად მოქმედებს ან გადაწყვეტილების მიღება უჭირს. შეფერხებების მიუხედავად, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება.

მნიშვნელოვანია ზომიერების გრძნობა შეინარჩუნოთ. ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 8, 13, 16, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 14, 19, 25, 29

მორიელი

შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდი - მორიელების უმეტესობისთვის აპრილი ამ ლოზუნგით ჩაივლის. ამ თვეში უმარტივესი ამოცანების შესრულებაც კი ჩვეულებრივზე მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არ უნდა აჩქარდეთ.

მარტოხელა მორიელებს აპრილის მეორე ნახევარში, ასევე მაისში, ახალი ნაცნობობა ელით. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ძველ სიყვარულთან ურთიერთობა აღადგინოთ - ყველაფერი ბევრად უფრო ჰარმონიული და საინტერესო იქნება, ვიდრე ადრე.

ფინანსური თვალსაზრისით, აპრილი შეიძლება ნეიტრალურ დროდ ჩაითვალოს - არც მნიშვნელოვან შემოსავალს და არც განსაკუთრებულ ხარჯებს არ უნდა ელოდოთ.

გამორიცხული არ არის, რომ აპრილის ბოლოს წარსულის საქმიანი კავშირები განაახლოთ. ამ პერიოდში მიღებულ წინადადებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან მათ კარგი ფინანსური პერსპექტივები ახლავთ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე მორიელები მთვარის დაბნელებისა და ახალი მთვარის პერიოდში (7-იდან 9 აპრილამდე) ფრთხილად უნდა იყვნენ და ჯანმრთელობაზე გამორჩეულად იზრუნონ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 15, 20, 24,28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 18, 22, 26

მშვილდოსანი

მიუხედავად იმისა, რომ აპრილში ენერგიით სავსე ხართ და მოქმედების ძლიერი სურვილი გაქვთ, ძალები უნდა დაზოგოთ, რადგან ერთდროულად რამდენიმე „ფრონტზე ბრძოლა გელით. “

შეყვარებულებისთვის საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი პერიოდია, რისი მიზეზიც ემოციური არასტაბილურობა გახლავთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს ფაქიზად და სიყვარულით მოეპყროთ და საპასუხო რეაქცია სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

აპრილში უფულოდ ყოფნა არ გემუქრებათ, თუმცა ხარჯიც დიდი გელით. ის, ძირითადად, სამუშაოს და უახლოესი ადამიანების საჭიროებებს უკავშირდება.

თვის ბოლოს ბევრი მშვილდოსანი იმედის მომცემ შეთავაზებებს მიიღებს. სანამ დათანხმდებით, ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ და თამამად იმოქმედოთ.

აპრილი შესაფერისი დროა სეზონური გარდერობისა და იმიჯის განახლებისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 18, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 11, 20, 25, 29

თხის რქა

აპრილში პირად ფრონტზე უპირობო გამარჯვებები გელით, მაგრამ პროფესიულ ასპარეზზე შეცდომების თავიდან ასაცილებლად მშვიდად და ფრთხილად უნდა იმოქმედოთ.

მარტოხელებს აპრილის ბოლოს საინტერესო რომანის დაწყება ელოდებათ.

აპრილში ფინანსური გარღვევის იმედი ნუ გექნებათ, მაგრამ გონივრული დაგეგმვით შეიძლება წარუმატებლობა თავიდან აიცილოთ. ბევრი თხის რქისთვის ძირითადი ხარჯები პირად ცხოვრებას უკავშირდება.

საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებმა მუშაობის დროს მაქსიმალური სიზუსტე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომამ შეიძლება მთელი სამუშაო გაანადგუროს და მომავალში პრობლემები შეგიქმნათ.

ამ თვეში ნებისმიერი საქმე აუჩქარებლად უნდა აკეთოთ. რაც მთავარია, სრულფასოვანი ძილისა და დასვენების შესახებ არ დაივიწყოთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 14, 19, 24, 29

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 17, 21, 27.

მერწყული

აპრილის მოვლენებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს, რომლებიც თქვენს მომავალზე აისახება. სწორედ ამიტომ, ვარსკვლავები მერწყულს მოუწოდებენ, თავდაჯერებულად იმოქმდოს და გაუმართლებელი რისკისა და აჩქარებისგან თავი შეიკავოს.

2-იდან 25 აპრილამდე მერკური რეტროგრადული იქნება, ამიტომ ახალ ნაცნობობას ან უცნობი ადგილების მონახულებას უნდა მოერიდოთ. სამაგიეროდ, ხელსაყრელი დროა კავშირების გასააქტიურებლად.

მერწყულების უმეტესობას აპრილში საბუთებთან დაკავშირებული საქმეების მოგვარება მოუწევს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

აპრილში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ამის მიუხედავად, შეეცადეთ ზედმეტი აურზაური და ნერვიულობა თავიდან აიცილოთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 18, 22, 26

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 15, 20, 24, 30

თევზები

დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს სჯობია - თევზების უმეტესობისთვის აპრილი ამ დევიზით ჩაივლის. ეცადეთ, სასურველი რეალობაში არ აგერიოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

ოჯახში მყარი და ჰარმონიული ურთიერთობებია - მეუღლეები ფინანსურ პრობლემებს ერთად ებრძვიან და საერთო ინტერესები აქვთ.

მარტოხელა თევზებს აპრილის ბოლოს ან მაისის პირველ ნახევარში საინტერესო ნაცნობობა ელის, რომელიც მალე დიდ სიყვარულში გადაიზრდება.

თუ დიდ შესყიდვებს (მანქანა, უძრავი ქონება) გეგმავთ, ნუ აჩქარდებით - ამისთვის საფუძვლიანად უნდა მოემზადოთ.

რეტრო მერკური თქვენი ცის ფინანსურ სექტორშია, ამიტომ ფულთან დაკავშირებულ ყველა საქმეში კოლოსალური დატვირთვაა მოსალოდნელი. იზრდება შეცდომებისა და არასწორი გამოთვლების რისკი, ფინანსურ სექტორში მომუშავე თევზები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.

მარსის ძლიერი ენერგია დაგეხმარებათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები თავიდან აიცილოთ, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი პირობით - ჯანსაღი ცხოვრების წესი არ უნდა დაივიწყოთ!

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 15, 19, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 13, 17, 21, 27.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

2024 წლის მარტის თვის ჰოროსკოპი

მარტი

2024 წლის თებერვლის თვის ჰოროსკოპი

თებერვალი

2024 წლის იანვრის თვის ჰოროსკოპი

იანვარი

2023 წლის დეკემბრის თვის ჰოროსკოპი

დეკემბერი

2023 წლის ნოემბრის თვის ჰოროსკოპი

ნოემბერი

2023 წლის ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი

ოქტომბერი

2023 წლის სექტემბრის თვის ჰოროსკოპი

სექტემბრის ზოგადი
ჰოროსკოპი

2023 წლის აგვისტოს თვის ჰოროსკოპი

აგვისტო

2023 წლის ივლისის ჰოროსკოპი ზოდიაქო...

ივლისი