2023 წლის ნოემბრის თვის ჰოროსკოპი
16:23 ხუთ. 2 ნოემბერი, 2023 წელი
ნოემბერი მოვლენებით ძალიან დატვირთული თვე იქნება - ამაში დარწმუნებულები არიან ასტროლოგები. ზოგიერთი ჩვენგანი ამ თვეში პროფესიულ სფეროში ახალი „კარის შეღებას“ შეძლებს, ზოგს კი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება. ნოემბერი ზოგადად ტრავმული თვე იქნება, ამიტომ ფრთხილად იყავით როგორც საჭესთან, ასევე ვარჯიშის ან მძიმე სამუშაოს შესრულების დროს.
ვერძი
ნოემბრის პირველ ნახევარში ვერძი ფინანსური საკითხების მოგვარებას შეძლებს. ნუ შეგეშინდებათ სირთულეების, სწორედ რთული სიტუაცია გიკარნახებთ იდეას, როგორ გამოიმუშაოთ მეტი. მაქსიმალურად მოერიდეთ ვალის ან კრედიტის აღებას.
და კიდევ - მთავარია, არ მიიღოთ იმპულსური ქმედებები, რასაც ფინანსების სწრაფი ხარჯვა მოჰყვება - როგორიცაა სპონტანური შესყიდვები ან რაიმე ბიზნესში ინვესტირება. სჯობს ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ პირიქით აკეთებთ ხოლმე.
წყვილებს მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებების გამო კამათი ელით. თუ ადამიანი ძვირფასია თქვენთვის, ეცადეთ კომპრომისზე წასვლა ისწავლოთ.
თუ წარმატებაზე ხართ ორიენტირებული, ნოემბერში შეძლებთ მიზნის მიღწევას და ნებისმიერი საკითხის მოგვარებას. მთავარია, ბრმად არ დაუჯეროთ სხვების რჩევებს.
ჯანმრთელობამ რომ არ გიღალატოთ, ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს, რომლებსაც ორგანიზმი გიგზავნით. უფრთხილდით გაციებას და სეზონურ ინფექციებს, ასევე ექსტრემალურ სიტუაციებს.
ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 14, 19, 23, 27
არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 21, 25, 29.
კურო
ნოემბერში გამოცდილ ადამიანებთან თანამშრომლობა შესანიშნავი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. არ უნდა დახარჯოთ ენერგია წვრილმანი პრობლემების გადასაჭრელად, უმჯობესია სწორად განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები.
ნოემბერში ცხოვრება ბევრ სიურპრიზს მოგიტანთ - განსაკუთრებით 30 აპრილიდან 14 მაისამდე დაბადებულებს. ძველი პრობლემებს ახალი კუთხით შეხედავთ და მათი გადაჭრის მოკლე გზებიც გამოჩნდება.
ყველაზე მტკიცე ოჯახურ წყვილებშიც კი პრობლემებია მოსალოდნელი. შესაძლოა, ერთმანეთს ძველი წყენა გაუხსენოთ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და შესაძლო პროვოკაციებს არ აჰყვეთ.
ნოემბერში ფინანსური შემოსავალი მოკრძალებულია, ამიტომ ამ თვეში მაქსიმალური თვითკონტროლი გმართებთ, რათა დაუფიქრებელი ხარჯები თავიდან აიცილოთ.
პარტნიორებთან სერიოზული პრობლემების შემთხვევაში, შეგიძლიათ, შუამავლის როლი სანდო მეგობრებს დააკისროთ, რაც სიტუაციას გადაარჩენს.
მაქსიმალურად ერიდეთ ძლიერ ემოციური დატვირთვას. ეცადეთ ხშირად გახვიდეთ ბუნებაში და დღეში, მინიმუმ, 8 საათი იძინოთ.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 17, 22, 26, 30
არახელსაყრელი დღეები: 5, 11, 15, 19, 24, 28.
ტყუპები
ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ამ თვეში ოჯახის წევრების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ წინა თვეების პრობლემები ისევ ძალაშია და შესაძლოა, მოულოდნელად თავი შეგახსენოთ.
გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ფინანსური მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია.
პროფესიულ სფეროში ხელსაყრელი პერიოდი დგება, როცა უკვე დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით შეგიძლიათ ახალი საქმის დაგეგმვა, საინტერესო ადამიანების გაცნობა და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება. იყავით ღია ახალი თანამშრომლობისთვის.
ტყუპებს სიყვარულშიც გაუმართლებთ: თუ მარტოხელა ხართ, ნოემბრის ბოლოს რომანის დაწყებას გელით. მთავარია, ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ და სიტუაციას ფხიზლად შეხედოთ.
ახალი მთვარის პერიოდი (12-იდან 14 ნოემბრამდე) განსაკუთრებით საფრთხილოა ინფექციებისა და ვირუსების თვალსაზრისით. ამ დღეებში იზრდება ქრონიკული დაავადებების გამწვავებისა და გართულებების რისკი. შეეცადეთ, კარგ ამინდში მეტი დრო გაატაროთ გარეთ, თუ ეს შესაძლებელია.
ხელსაყრელი დღეები: 4, 10, 14, 20, 24, 28
არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 22, 26, 30.
კირჩხიბი
ნოემბერში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა იჩქაროთ. შეეცადეთ საქმის დადებითი და უარყოფითი მხარეები - როგორც პროფესიულ საკითხებში, ასევე პირად ცხოვრებაში - კარგად აწონ-დაწონოთ.
ზოგადად კი შემოდგომის თვე საშუალებას მოგცემთ, გაიხსნათ პროფესიულ სფეროში. მთავარია გაიაზროთ, სწორი მიმართულებით მიდიხართ მიდიხართ თუ არა, რათა არასწორ გზაზე დრო არ დაკარგოთ.
ნოემბერში კირჩხიბი მშობლების მთელი ყურადღება შვილებისკენ არის მიმართული. სავარაუდოდ, ბევრს მოუწევს გაუმკლავდეს ბავშვებთან დაკავშირებულ კლასიკურ პრობლემას - თაობათა შორის ურთიერთობების გარკვევას.
რაც შეეხება წყვილებს, ვარსკვლავები კატეგორიულად გაფრთხილებენ, არ ჩარიოთ თქვენს საქმეში ნათესავები ან მეგობრები, რადგან შედეგი უარყოფითი იქნება.
ამ თვეში კირჩხიბების უმეტესობას ძველი ვალების, კრედიტების ან სესხების გადახდა მოუწევს. ნოემბრის შემოსავალი მოკრძალებულია, ხარჯი კი - საგრძნობი, მაგრამ დეკემბერი ფინანსურ პრობლემებს ნაწილობრივ მოგიხსნით.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ნოემბრის მესამე კვირაში შეიძლება ემოციური გადაღლა გამოვლინდეს. უნდა დაისვენოთ, რადგან შინაგანი ბალანსი სტაბილურობის საფუძველია როგორც ურთიერთობებში, ასევე მიმდინარე საქმეებში.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 17, 21, 25, 29
არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 15, 19, 23, 27.
ლომი
ამ თვეში ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ბევრი რთული ამოცანა გელით, თუმცა თუ მოინდომებთ, მათთან გამკლავება მარტივად შეგიძლიათ. თქვენი ქარიზმა და ლიდერის თვისებები განსაკუთრებით გაძლიერდება ნოემბერში.
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენები და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებთ ემოციების კონტროლს. სტაბილური წყვილები ახალ პრობლემებს მშვიდად და გონივრულად აგვარებენ, პრობლემური წყვილები კი შესაძლოა, ქონებასთან დაკავშირებით სერიოზულ სკანდალში გაეხვნენ.
ნოემბრის ძირითადი ხარჯები ბავშვებს, საყვარელ ადამიანებს და ახლობლებს უკავშირდება.
თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, თუ რამდენიმე საინტერესო პროექტს აიღებთ, რომლებიც შესაძლოა პროფესიულ სფეროში შემოგთავაზონ. ნუ დაელოდებით იღბალს, თავად შექმენით შესაძლებლობები.
ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ამ თვეში მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და თუნდაც უმნიშვნელო გაციების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 15, 20, 24, 28
არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 17, 22, 26, 30.
ქალწული
ქალწულებს წინ საკმაოდ წინააღმდეგობრივი პერიოდი ელით. მთავარია, რომ საკუთარი გარემოცვის განწყობების და ინიციატივების მიმართ უფრო მგრძნობიარე იყოთ და ამ არასტაბილური თვიდან მეტი სარგებელი მიიღოთ.
არ არის გამორიცხული სირთულეები უახლოეს ნათესავებთან ურთიერთობაში. შესაძლოა, უწყინარი კამათი სერიოზულ სკანდალში გადაიზარდოს. საყვარელი ადამიანების შესარიგებლად ქალწულს მშვიდობისმყოფელის როლის შესრულება მოუწევს.
ამ თვეში ფინანსური ვითარება არაპროგნოზირებადია, თუმცა უფულოდ დარჩენა არ გემუქრებათ.
პარტნიორებთან რთული ურთიერთობა თანდათან გაუმჯობესდება, თუმცა ჯერჯერობით ყველა საკითხი არ მოგვარებულა.
ნოემბრის შუა რიცხვები ხელსაყრელი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის - კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღებას ერთობლივი ძალით შეძლებთ.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, მთელი ნოემბრის მანძილზე შფოთვა და ნერვიულობა თან გდევთ. ამ დისკომფორტისგან სრულფასოვანი ძილი გიხსნით.
ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვისა და მოგზაურობის დროს. ეს რჩევა განსაკუთრებით აქტუალურია თვის მეორე დეკადაში.
ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 21, 25, 29
არახელსაყრელი დღეები: 4, 9, 14, 20, 23, 27.
სასწორი
ნოემბრის განმავლობაში ბევრ სასწორს საკუთარი შეხედულებებისა და პრინციპების დაცვა მოუწევს.
ოჯახში პასუხისმგებლობების გადანაწილება შეიძლება მეგობრულ მეუღლეებს შორისაც კი უთანხმოების მიზეზად იქცეს. მოთმინება გამოიჩინეთ და სიტუაციას ნუ გაამწვავებთ - ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა.
ფინანსური პროგნოზი წინააღმდეგობრივია, თუმცა უფულოდ დარჩენა არ გემუქრებათ. ნოემბრის მეორე ნახევარში ფულთან განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ, რათა ფინანსური ზარალი თავიდან აირიდოთ.
ამ თვეში მენეჯერებმა ქვეშევრდომებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. თუ რამე საეჭვო შენიშნეთ, დროს ნუ დაკარგავთ და სასწრაფოდ იმოქმედეთ.
ნოემბერში სასწორის ბიოპოტენციალი დაბალია, ამიტომ დასვენებისა და ძილის ხარისხი უნდა აკონტროლოთ და სწორად იკვებოთ. ეს რჩევა განსაკუთრებით ახალი მთვარის პერიოდს 12-იდან 14-ნოემბრამდე დღეებს ეხება.
ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 11, 15, 19, 23, 28
არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 13, 17, 21, 26.
მორიელი
მორიელებს წინ წინააღმდეგობრივი და უკიდურესად ემოციური თვე ელით. ნოემბრის აურზაურში რომ არ ჩაიკარგოთ, სიბრძნე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ.
ნოემბერში ბევრ მორიელი იგრძნობს, რომ მეუღლე ან პარტნიორი აღიზიანებს და არ არის გამორიცხული მტკივნეული დაპირისპირება. ამ თვალსაზრისით ყველაზე საშიში დღეები ახალი მთვარის პერიოდშია (12-იდან 14-მდე).
მარტოხელებმა შესაძლოა ყოფილ შეყვარებულებთან ურთიერთობა განაახლონ და რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრონ.
ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, მოემზადეთ ქამრების შემოჭერისთვის. სავარაუდოდ, თვის ძირითადი ხარჯები ოჯახს, შვილებს და პირად ცხოვრებას უკავშირდება.
ნოემბერში უცხოელ და სხვა ქალაქში მცხოვრებ კოლეგებთან საქმიანი კავშირები ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.
მარსის კეთილგანწყობა საშუალებას მოგცემთ მთელი ნოემბრის განმავლობაში ბობოქარი ენერგია შეინარჩუნოთ. მთავარია, ენერგია მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენოთ.
ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 22, 26, 30
არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 14, 20, 24, 28.
მშვილდოსანი
პირქუში ნოემბერი სევდას გგვრით, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. დეკემბერში ახალი გრძნობები გაგახალისებთ, მომაბეზრებელი პრობლემები კი გაქრება!
ახალი მთვარის დღეებში (12-14 ნოემბერი) შეყვარებულებს ურთიერთობებში სირთულეები ელით. შეიძლება ვიღაცის ტყუილი და საიდუმლო გაცხადდეს და ეცადეთ, ამ დროს სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
პროფესიულ სფეროში გარკვეული პრობლემების მიუხედავად, ფინანსების თვალსაზრისით სირთულეები არ გელით.
მოვლენებს ნუ დააჩქარებთ.
ნოემბერში საკმაოდ მაღალია გაციების, ინფექციების და ვირუსების რისკი. ეს განსაკუთრებით ნოემბრის პირველ ნახევარს ეხება. იზრუნეთ საკუთარ თავზე და ყურადღება მიაქციეთ საკუთარი სხეულიდან მომდინარე სიგნალებს.
ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 15, 19, 24, 28
არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 13, 17, 22, 26.
თხის რქა
თხის რქებო მომავლის კიდევ ერთი კარი თანდათან იხსნება. ამ თვეში საშუალება გექნებათ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლება და წინააღმდეგობა გადალახოთ.
2023 წლის ნოემბერი შეყვარებულებს გრძნობების, ვნებებისა და ემოციების ქარიშხალს ჰპირდება. ეს განსაკუთრებით ახალმთვარეობის დღეებს (12-იდან 14-მდე) ეხება. ამ თვეში ყველა კამათი და დაპირისპირება საერთო მომავლის გარკვევას ეხება.
ფინანსურ სფეროში ჯერჯერობით მატება მოსალოდნელი არ არის, თუმცა უფულობის საფრთხე ნამდვილად არ გემუქრებათ.
ამ თვეში განსაკუთრებული სიფრთხილე მგზავრობის და მანქანის მართვის დროს უნდა გამოიჩინოთ.
ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 21, 25
არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 14, 19, 23, 28.
მერწყული
მერწყულებს რთული და საპასუხისმგებლო თვე ელით. უმეტესობისთვის ნოემბერში პირადი ცხოვრება მეორეხარისხოვანი გახდება, რადგან სამსახურის საქმეები დიდ დროს მოითხოვს.
სწორედ ეს შეიძლება გახდეს წყვილებს შორის კამათის მიზეზი. გამოსავალი მხოლოდ მშვიდი და გულწრფელი საუბარია, რომელიც დამატებით პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.
საჯარო სექტორში დასაქმებული მერწყულები ოფიციალური პირებთან კამათისთვის უნდა მოემზადონ. გაითვალისწინეთ, რომ კარგად გააზრებული არგუმენტები ნებისმიერ პრობლემას აღმოფხვრის ან თითქმის ნებისმიერს... ნოემბერში შეიძლება ზოგი საკითხი გადაუჭრელი დარჩეს, მაგრამ მერწყული ყველაფერს დეკემბრის ბოლოს მოაგვარებს.
გახსოვდეთ, რომ ყველა პრობლემა ნერვებისგან მომდინარეობს - შეეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ, რადგან ფულით ჯანმრთელობას ვერ იყიდით.
ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 15, 20, 23, 27
არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 13, 17, 22, 25, 29
თევზები
თევზებს წინ რთული პერიოდი ელით. სამოგზაუროდ 15 ნოემბრამდე არ გაემგზავროთ - ამ პერიოდში არაპროგნოზირებადი ურანი აგრესიულ მარსს უპირისპირდება, რითაც იზრდება საგზაო შემთხვევების რისკი.
გარდა ამისა, 1-იდან 14 ნომბრამდე პერიოდში, ოჯახში მოსალოდნელია კონფლიქტი. სავარაუდოდ, კონფლიქტის მიზეზი უახლოეს წარსულში უნდა ეძებოთ.
ნოემბერში ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ სტაბილურია - არც სასიამოვნო და არც უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ.
ნოემბრის ბოლოს სამსახურში უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან დებატებში ჩართვას - გაცილებით გონივრული იქნება საკუთარი შეცდომების დეტალურად გაანალიზება და მათი დროულად გამოსწორება.
მთელი ნოემბრის განმავლობაში ავტომობილის მართვისა და მგზავრობისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გაფრთხილება განსაკუთრებით ახალი მთვარის დღეებს (12-იდან 14-მდე) ეხება. იმავე თარიღებში შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენონ.
ხელსაყრელი დღეები: 2, 8, 12, 16, 21, 26
არახელსაყრელი დღეები: 4, 10, 14, 18, 23, 28.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან