თვის ჰოროსკოპი

2024 წლის თებერვლის თვის ჰოროსკოპი

fun time

19:00 ორშ. 5 თებერვალი

თებერვალი

14
დაკოპირებულია

მოსალოდნელია, რომ 2024 წლის თებერვალი ცვლილებებისა და სიახლეების პერიოდად იქცეს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო თვის პირველი ნახევარი იქნება, რომელიც იანვრის უარყოფითი ტენდენციების დაძლევის საშუალებას მოგცემთ. 

 

ვერძი

ახალი ურთიერთობები სიამოვნებას მოგიტანთ, მაგრამ ნუ მისცემთ ადამიანებს უფლებას, თქვენი სიკეთით ისარგებლონ.

თებერვალში ვენერა და მარსი ერთმანეთს ყველაზე არასტაბილურ ზოდიაქოს ნიშანში - მერწყულში ხვდებიან, ამიტომ პირადი ცხოვრება არასტაბილური და მოულოდნელობებით სავსე იქნება. ფინანსური უთანხმოების საფუძველზე მოსალოდნელია დაპირისპირებები. თანაც ეს პრობლემა არა მხოლოდ სასიყვარულო და ოჯახური, არამედ მეგობრული ურთიერთობებისთვისაც აქტუალური იქნება.

ფინანსური პროგნოზი წინააღმდეგობრივია - ბევრი ხარჯი გელით, მაგრამ შემოსავალიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. ასე რომ, უფულოდ დარჩენა არ გემუქრებათ.

პროფესიულ სფეროში მატერიალური ხასიათის პრობლემების გამო შეიძლება გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა დაიძაბოს. ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლება ერთ-ერთ პარტნიორს ან თანამოაზრეს დაემშვიდობოთ.

თვის ბოლოს თავს ძალაგამოცლილად იგრძნობთ, ამიტომ ბევრი უნდა დაისვენოთ და კარგად გამოიძინოთ. ასევე ეცადეთ, "მავნე" ნახშირწყლების მოხმარება შეამციროთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 13.17, 22.27

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 15, 19, 24, 29.

კურო

ინტუიციის, სიბრძნისა და შინაგანი ძალის დახმარებით თებერვალში ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ, თუმცა იუპიტერის გავლენით შესაძლოა, თქვენში განდიდების მანიამ გაიღვიძოს. ეცადეთ უარყოფითი ემოციები აკონტროლოთ, რომ ყველაფერი მოსალოდნელზე ადრე და ცუდად არ დასრულდეს.

ზოგმა დაოჯახებულმა მამაკაცმა შეიძლება საიდუმლო რომანი გააბას. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ამბავი ძალიან მძიმე შედეგით დასრულდება. ამიტომ დაფიქრდით, სანამ ძალიან გვიან არაა.

ფინანსური შემოსავალი სტაბილურია, უფრო მეტიც, მოსალოდნელია მისი ეტაპობრივი მატება.

ამ თვეში სამსახურებრივი მივლინებები სასურველ შედეგებს მოგიტანთ. მთავარია, საკუთარი მიღწევები არ გააზვიადოთ და საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. ეს საქმიანი კავშირების გაძლიერებასა და კონფლიქტების დასრულებაში დაგეხმარებათ.

მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. 13 თებერვლამდე განსაკუთრებით უნდა იფრთხილოთ, რადგან ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი სისუსტეს და ძლიერ დაღლილობას იგრძნობს და ვირუსული ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარე გახდება. თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გეცნოთ, ექიმს ვიტამინებს შერჩევა უნდა სთხოვოთ და არც ფეხით სიარულის შესახებ დაივიწყოთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12,16,21,25

არახელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 18, 23, 27.

ტყუპები

ეს თვე თავისი „შავ-თეთრი ეტაპებით“ ზებრას ჰგავს - ზოგ საკითხში გაგიმართლებთ, მაგრამ ხშირად იმედგაცრუებული დარჩებით. რას იზამთ, ეზოგჯერ ასეთია ცხოვრება!

თებერვალში ვენერა და მარსი იუპიტერს დაუპირისპირდებიან, რაც შეყვარებულებს შორის კონფლიქტებს გამოიწვევს. განსაკუთრებული სირთულეები სხვადასხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრებ წყვილებს ელით. ამის მიზეზი შეიძლება ბანალური ეჭვიანობა გახდეს. დამშვიდდით, ეს დროებითი პრობლემებია და მალე დასრულდება.

ფინანსური მდგომარეობა უცვლელია - განსაკუთრებულ ხარჯებს ან შემოსავალს არ უნდა ელოდოთ. ზოგ სიტუაციაში შეიძლება უახლოესი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ.

თებერვალში რამდენიმე წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევთ. მაგალითად, საკანონმდებლო ორგანოებთან გარკვეული დაპირისპირება და იურიდიული სირთულლები გელით. სიტუაციის გაუმჯობესებას მხოლოდ მარტში შეძლებთ

ჰოროსკოპი გირჩევთ, გზაზე და მანქანის მართვის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 17, 22, 28

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 15, 19, 24.

კირჩხიბი

ამ თვეს იღბლიანს ვერ ვუწოდებთ. ახლა ყველაზე მეტად სიფრთხილე და გამძლეობა გჭირდებათ. სასიყვარულო და ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობა და დაპირისპირება. მიზეზი ზოგ შემთხვევაში ფულია, ზოგ შემთხვევაში განსხვავებული შეხედულებები თუ ღირებულებები, მაგრამ სიყვარული ყველა დაბრკოლებას გადალახავს.

მაგრამ თუ სასიყვარულო ურთიერთობა ახლახან დაიწყეთ, თებერვალში შეყვარებულის შესახებ შეიძლება ბევრი საინტერესო რამ შეიტყოთ.

თებერვალში ბევრი ფინანსური ხარჯი გელით, რაც ძველ ვალებს, მიმდინარე გადახდებს ან საყოფაცხოვრებო საკითხებს უკავშირდება.

გირჩევთ ექსტრემალურ გართობას და ტრავმის შემცველ აქტივობებს მოერიდოთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 21, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 18, 23, 27.

ლომი

წინააღმდეგობრივი პერიოდი იქნება, როდესაც შეიძლება განსხვავებულ მოსაზრებებს და შეხედულებებს შეეჯახოთ, თუმცა ჭეშმარიტება კამათში იბადება.

პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები გელით. მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან კონფლიქტური და არასტაბილურია. ფინანსური სირთულეების გამო უთანხმოება მეგობრულ წყვილებსაც კი ელით. მით უმეტეს, რომ ამ თვეში ფინანსური მდგომარეობა არათანაბარია. გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო ბევრი ლომი კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

თებერვლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შესაძლოა გაზრდილი კონკურენცია იყოს. თუმცა, საბოლოოდ ეს მოგებიანი იქნება და ახალი სიმაღლეების დაპყრობაში დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა გადაღლა მაინც თავს იჩენს. ეცადეთ, აქტივობა შეამციროთ და დასვენების დრო გამონახოთ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 14, 18, 22, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 20, 26

ქალწული

ამ თვის სასიამოვნო მოვლენები შეიძლება წვრილმანმა დაბრკოლებებმა დაჩრდილოს, თუმცა ლოგიკური აზროვნება და გონიერება დაგეხმარებათ, რომ ახალი უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ.

პირად ცხოვრებაში პოზიტიური ტენდენციები იკვეთება. განქორწინებულმა ან ნაჩხუბარმა წყვილებმა შეიძლება დაზავება და გაერთიანება გადაწყვიტონ. ბევრ შემთხვევაში ბავშვები დამაკავშირებელ როლს შეასრულებენ, თუმცა შენდობისა და პატიების გარეშე ქალწულების მხრიდან შერიგება არ შედგება.

თებერვალში დიდი ფინანსური ხარჯი გელით, მაგრამ უფულოდ დარჩენა ნამდვილად არ გემუქრებათ.

ხელსაყრელი დროა პროფესიულ სფეროში ძველი კავშირების აღდგენისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის.

ზოგი სადავო საკითხის მიგვარებას მხოლოდ მარტში შეძლებთ. ასევე, არახელსაყრელი დროა სწავლისთვის, განსაკუთრებით - სხვა ქვეყნებში.

მანქანის მართვისა და მოგზაურობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ეს განსაკუთრებით 17-იდან 27 თებერვლამდე პერიოდს ეხება.

ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 15, 19, 24, 29

არახელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 17, 22, 27.

სასწორი

ამ თვის მთავარი ამოცანა რეალობისა და სასურველის ერთმანეთისგან გარჩევაა.

მარტოხელა სასწორებს თებერვალში ლამაზი რომანის დაწყების უამრავი შანსი ექნებათ, თუმცა, თქვენი მმართველი ვენერას მარსთან შეჯახება წყვილების ურთიერთობაში ხელშემშლელი ფაქტორია.

თებერვალში მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზად შეიძლება ფინანსები იქცეს. ზოგი სასწორისთვის თებერვალი 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იქნება, რადგან ფული ჯიბეში არ გიჩერდებათ. თუმცა, პრობლემების დროს შეიძლება ახლობელი ადამიანების ან ბიზნესპარტნიორების იმედი გქონდეთ. ასე რომ, უფულოდ დარჩენა არ გემუქრებათ.

თებერვალში ხელმძღვანელ პირებს და ბიზნესის მფლობელებს რთული ფინანსური სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა მოუწევთ. საბედნიეროდ, ქვეშევრდომები, კოლეგები და პარტნიორები პრობლემას პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და საერთო წარმატებას მოიპოვებთ.

ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ დიეტა და ფიზიკური აქტივობა უნდა დაივიწყოთ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 14, 18, 22, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 20, 26

მორიელი

შინაგანი ჰარმონია როგორც პირად ურთიერთობებში, ისე პროფესიულ საქმიანობაში სტაბილურობის გარანტია.
თებერვალში ბევრი მორიელი სახლის რემონტს, აგარაკის მშენებლობას ან სხვა საყოფაცხოვრებო სამუშაოების განხორციელებას დაიწყებს.

გამორიცხული არ არის, რომ ამ თემაზე კამათი გქონდეთ, თუმცა შესაძლოა მთელ თვეს გაგრძელდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უთანხმოების მშვიდად დაძლევას შეძლებთ, მაგრამ ბავშვების ან ნათესავების ძალისხმევის წყალობით, შესაძლოა, მდგომარეობა მარტამდე გამოსწორდეს.

მორიელების უმეტესობისთვის თვის მთავარი მოვლენები სახლს, ოჯახს და ყოველდღიურ პრობლემებს უკავშირდება.

თებერვლის ფინანსური სურათი ნეიტრალურია. ძირითადი ხარჯები პირად ცხოვრებას უკავშირდება, ამასთან დიდი ფინანსური წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ.

ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა, გარემოს შეცვლა, სათანადო დასვენება და სრულყოფილი ძილი ნამდვილად გჭირდებათ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 15, 19, 24, 29

არახელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 17, 22, 27

მშვილდოსანი

ამ თვეში თანდაყოლილი გამჭრიახობის და გონიერების წყალობით თავს გამოიჩენთ, თუმცა, შესაძლებლობა, რომელსაც მიიღებთ, ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ.

თებერვალში შეიძლება პირადი ცხოვრება ისეთივე მნიშვნელოვანი გახდეს, როგორც სამუშაო. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობის შანსი მიეცემათ. თქვენი ცხოვრება ახალი ფერებით აივსება, რაც უკვე კარგია.

თუ სამსახურში არ იზარმაცებთ, ფინანსური პრობლემა არ შეგექმნებათ. სამაგიეროდ, ელექტრო ტექნიკისა და მანქანების მიმართულებით უამრავი სირთულე გელით. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ტექნიკა შეიძლება უეცრად გამოვიდეს მწყობრიდან.

სამუშაო არსად გაგექცევათ! გახსოვდეთ, რომ დაღლილობას მხოლოდ სრულფასოვანი ძილითა და დასვენებით გაუმკლავდებით.

ხელსაყრელი დღეები: 5, 10, 14, 18, 23, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 16, 21, 25

თხის რქა

მას, ვინც საკუთარ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება, ფანტასტიკური წარმატება ელის - ყველაფერს მიიღებთ, რისი მიღებაც გსურთ.

მეოჯახე თხის რქებს მთელი ყურადღება შვილების კეთილდღეობაზე აქვთ გადატანილი. ისინი შთამომავლობას როგორც მორალური, ისე ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფენ. ნათესავებთან დაძაბული ურთიერთობა თანდათან გაუმჯობესდება.

ბიზნესსაქმიანობა მშვენივრად ვითარდება, თუმცა ფინანსური ხარჯები თებერვლის მუდმივი მოვლენა გახდება.

სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში მცხოვრებ კოლეგებთან სტაბილური ურთიერთობა კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში და ახალი პროექტების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

გარდა ამისა, თებერვალი იღბლიანი პერიოდია სხვადასხვა შემოქმედებითი პროფესიის თხის რქებისთვის.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, ის თქვენს შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 20, 26

არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 14, 18, 22, 28

მერწყული

გრძნობთ, რომ ძველი ენერგია და გამჭრიახობა გიბრუნდებათ. ეცადეთ, ეს თვისებები კეთილი საქმეებისკენ მიმართოთ და აუცილებლად დადებითი შედეგი დადგება.

რომანტიკული ურთიერთობები დროებით მეორეხარისხოვანი გახდება, რადგან მთელი ყურადღება ყოველდღიურ პრობლემებზე, ორგანიზაციულ და ფინანსურ საკითხებზე გაქვთ გადატანილი.

ამ თვეში ფინანსურ შემოსავლები შეიძლება როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური წყაროებიდან მიიღოთ. აუცილებლობის შემთხვევაში, ფინანსურ დახმარებას საქმიანი პარტნიორები ან ახლობლები გაგიწევენ.

თვის მეორე ნახევარში გარშემომყოფების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. პარტნიორების ან კოლეგების კრიტიკას და ცინიკურ შენიშვნებს უნდა მოერიდოთ, რათა მოგვიანებით საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ.

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ნაკლებად მოსალოდნელია. თებერვალი შესანიშნავი დროა ვარჯიშებისა და დიეტის დასაწყებად. იზრუნეთ საკუთარ სხეულზე და ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცავით.

ხელსაყრელი დღეები: 5, 9, 13, 17, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 15, 21, 25, 29

თევზები

თებერვალში აუცილებლად გამოადგებათ ანდაზა „შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდი“. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, პროფესიულ ასპარეზსა და პირად ცხოვრებაში ზედმეტ პრობლემებს აიცილებთ.

თევზებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავენ, შესაძლოა, საბუთებთან დაკავშირებული პროცედურების შეფერხება ჰქონდეთ, თუმცა გირჩევთ, ნებისმიერ შემთხვევაში მოთმინება გამოიჩინოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

ამ თვეში ფინანსური შემოსავალი შეიძლება შემცირდეს და ხარჯი გაიზარდოს. ამიტომ, გირჩევთ, დროებით ქამარი შემოიჭიროთ. სიტუაცია მალე შეიცვლება უკეთესობისკენ.

გაითვალისწინეთ, რომ თებერვალში, თქვენს ღირსებებსა და უნარებზე მეტად, თქვენს სუსტ მხარეებს შენიშნავენ.

მთელი თვის განმავლობაში მგზავრობისა და მანქანის მართვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, ქრონიკულმა დაავადებებმაც თავი შეგახსენოთ. სეზონის შესაბამისად ჩაიცვით, რათა გაციება თავიდან აიცილოთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 20, 26

არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 10, 14, 18, 22, 28.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

2024 წლის აპრილის თვის ჰოროსკოპი

აპრილი

2024 წლის მარტის თვის ჰოროსკოპი

მარტი

2024 წლის იანვრის თვის ჰოროსკოპი

იანვარი

2023 წლის დეკემბრის თვის ჰოროსკოპი

დეკემბერი

2023 წლის ნოემბრის თვის ჰოროსკოპი

ნოემბერი

2023 წლის ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი

ოქტომბერი

2023 წლის სექტემბრის თვის ჰოროსკოპი

სექტემბრის ზოგადი
ჰოროსკოპი

2023 წლის აგვისტოს თვის ჰოროსკოპი

აგვისტო

2023 წლის ივლისის ჰოროსკოპი ზოდიაქო...

ივლისი