თვის ჰოროსკოპი

2023 წლის სექტემბრის თვის ჰოროსკოპი

fun time

17:31 პარ. 1 სექტემბერი, 2023 წელი

სექტემბრის ზოგადი
ჰოროსკოპი

14
დაკოპირებულია

2023 წლის სექტემბრის დასაწყისი საშუალებას მოგცემთ, რომ ამოისუნთქოთ და  სიმშვიდის ატმოსფეროთი დატკბეთ. თვის ბოლოს კი დედამიწაზე დისჰარმონიული მდგომარეობაა მოსალოდნელი, მაგრამ არა - აგვისტოს ენერგეტიკული ქარიშხლის მასშტაბის.

ვერძი

უნდა შეეგუოთ, რომ სექტემბერში მნიშვნელოვანი გეგმებისა და საქმეების განხორციელებას გარკვეული შეფერხებები ახლავს. მთავარია, ნერვებს გაუფრთხილდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მაშინ აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ!

მზად იყავით, რომ ბავშვების საჭიროებები დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.
შესაძლოა, შეყვარებულებმა ერთმანეთს წარსულის წყენა გაუხსენონ, მაგრამ სექტემბრის ბოლომდე ვნებები ჩაცხრება.

სექტემბერში უფულობა არ გემუქრებათ - გამორიცხული არ არის, რომ ხელფასის გარდა, დაუგეგმავი შემოსავალიც მიიღოთ.

რეტროგრადული მერკური გამო სექტემბრის პირველი ნახევარი სავსეა შეცდომებითა და გაუგებრობებით, ამიტომ ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია გულმოდგინედ უნდა შეამოწმოთ.

ეს თვე ხელსაყრელია კოსმეტოლოგთან ვიზიტისა და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 16, 21, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 13, 18, 23, 27.

კურო

საეჭვოა, რომ შემოდგომის პირველი თვე მშვიდი და სტაბილური იყოს, მაგრამ ამის მიუხედავად, ცხოვრების ყველა სფეროში გაუმჯობესება გელით. მთავარია შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

მშობლებს შვილების პრობლემებთან გამკლავება მოუწევთ - საუბარია როგორც მორალურ, ისე მატერიალურ დახმარებაზე. ბევრ კუროს სექტემბრის პირველ ნახევარში ოჯახური თუ პირადი პრობლემების მოსაგვარებლად მცირე შვებულების აღებაც კი მოუწევს.

ფინანსური თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული პერიოდი თვის მეორე ნახევარში გელით.

თვის ბოლოს მიმდინარე საქმეებში პროგრესი და შესაბამისად, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.

სექტემბრის მესამე კვირას კუროების ენერგეტიკული პოტენციალი შემცირდება. გირჩევთ ამინდის შესაფერისად ჩაიცვათ. რაც მთავარია, ძილი და დასვენება არ უნდა მოიკლოთ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 15, 18, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 17, 21, 26, 30.

ტყუპები

ტყუპებო, წინ მოვლენებით დატვირთული და ძალიან აქტიური პერიოდი გელით, სადაც პირველ ადგილზე პირადი ცხოვრება და საყოფაცხოვრებო სამუშაოები დადგება. ტყუპების უმეტესობა სექტემბერში საბინაო საკითხების გადაჭრას ან სახლის კეთილმოწყობას შეძლებს.

საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად, უმჯობესია, თვის მეორე ნახევარი აირჩიოთ, როდესაც რეტროგრადული მერკური დასრულდება.

უფულობა არ გემუქრებათ. ბევრი ტყუპი მშობლის, მეუღლის ან ახლობლების მატერიალური მხარდაჭერით ისარგებლებს, ზოგი მემკვიდრეობას ან სესხს ხელსაყრელი პირობებით მიიღებს.

თვის პირველ ნახევარში სიფრთხილე გამოიჩინეთ საბუთებზე ხელის მოწერის დროს - თქვენი ასტროლოგიური მმართველი -მერკური 15 სექტემბრამდე რეტროგრადულია, ამიტომ შეცდომების ალბათობა წარმოუდგენლად მაღალია.

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა, არსებობს წონის მომატების რისკი.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 12, 16, 22, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 14, 18, 24, 28.

კირჩხიბი

შესაძლოა, ისეთ საქმეს და იდეებს შეეჭიდოთ, რომლებსაც ვერ განახორციელებთ. უბრალოდ, ეცადეთ, მოვლენები ფრთხილად და ობიექტურად შეაფასოთ - სექტემბერში ამის გარეშე არაფერი გამოვა.

მკაცრი პლუტონის გავლენა შეიძლება სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებზე უარყოფითად აისახოს, ამიტომ ემოციები უნდა აკონტროლოთ და ურთიერთობების გარკვევისგან თავი შეიკავოთ.

ფინანსური პროგნოზი წინააღმდეგობრივია - შემოსავალი და ხარჯი ერთმანეთს აბალანსებს, ამასთან სწორედ სექტემბერში მოგიწევთ ძველი ვალების დაბრუნება.

რეტროგრადული მერკურის გამო, 15 სექტემბრამდე შეცდომების დაშვების რისკი საკმაოდ მაღალია. უმჯობესია მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა სხვა დროისთვის გადადოთ.

მთელი სექტემბრის მანძილზე მანქანის მართვის და გზაზე გადასვლის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 13, 18, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 16, 21, 25, 29.

ლომი

ლომებო, ბევრი თქვენგანი სექტემბერში გლობალური იდეებით და მასშტაბური პროექტებით იქნება დაკავებული, თუმცა პლანეტები გირჩევენ, რომ მიწაზე დაეშვათ და ცხოვრების მატერიალურ მხარეს მიხედოთ.

თვის ბოლოს ოჯახური კავშირები გაძლიერდება. მოსალოდნელია სხვა ქალაქებში ან სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ნათესავებთან შეხვედრა.

რაც შეეხება წყვილებს, რომანტიკული მოგზაურობა თქვენს ურთიერთობას უფრო მყარს და საიმედოს გახდის.

ფინანსური რისკების მიუხედავად, წინდახედული და მონდომებული ლომებისთვის სექტემბერი შეიძლება წლის ერთ-ერთი საუკეთესო თვე იყოს.

თუ ეკონომიურად იცხოვრებთ, ძველი ვალების გადახდას ან დანაზოგის შექმნას შეძლებთ. დიახ, შემოდგომის დასაწყისი რთული იქნება, თუმცა, თვის ბოლოს ბევრი ლომი სასურველი წარმატების მოახლოებას იგრძნობს.

ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, მთავარია, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ და ფიზიკური დატვირთვა არ დაივიწყოთ.

სექტემბერი შესანიშნავი დროა კოსმეტიკური პროცედურისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 16, 22, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 14, 20, 24, 28.

ქალწული

შემოდგომის პირველი თვე ძალიან ხელსაყრელი პერიოდია, მთავარია წარსულთან ურთიერთობა გაწყვიტოთ.

თუ დიდი ხანია, სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში გადასვლას ცდილობთ, მიზანს მიაღწევთ. გაითვალისწინეთ, რომ შემდეგი 3 თვე მსგავსი საქმისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი იქნება.

ამ თვეში იღბალმა შეიძლება ქალწულ მეწარმეებს გაუღიმოს, რომლებიც ბიზნესის გახსნას გეგმავენ. სავარაუდოდ, თვის დასაწყისში ან სექტემბრის ბოლოს ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის და მაინც, თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა, ნერვიულობა და აურზაური. შეეცადეთ ყველაფრის მიუხედავად სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 4, 8, 13, 18, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 3, 6, 11, 16, 21, 25, 29.

სასწორი

აქტიური და დაძაბული ზაფხული დასრულდა. სექტემბერში გაცილებით დინჯად და გონივრულად იმოქმედებთ, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები შეცდომა და პრობლემები იქნება!

ბევრ სასწორს სექტემბერი სახლის რემონტით ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებით დაამახსოვრდება.

თვის დასაწყისში წყვილებს შორის შესაძლოა, უთანხმოება ჩამოვარდეს, მაგრამ თვის ბოლომდე ყველა გაუგებრობას აღმოფხვრით და მშვიდობა დამყარდება. პრობლემური წყვილები მშვიდად გაწყვეტენ კავშირს, რომელმაც თავი ამოწურა.

სექტემბრის მეორე ნახევარში სამსახურებრივი პრობლემა წარმატებით მოგვარდება. შესაძლოა ფინანსურ დავაშიც კომპრომისს მიაღწიოთ. თვის დასაწყისში კი ფრთხილად უნდა იყოთ, რათა კონკურენტების დაგებულ მახეში არ გაებათ, რადგან მოსალოდნელია კონკურენტების ინტრიგები და პროვოკაციები.

სექტემბერში შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ. გირჩევთ, ექიმთან ვიზიტი და პროფილაქტიკური მკურნალობა დაგეგმოთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 12, 17, 22, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 10, 15, 19, 24, 28.

მორიელი

სექტემბერში ბევრი თქვენგანს გლობალური პროექტები გაიტაცებს. გაითვალისწინოთ, რომ ასეთი საქმიანობა უამრავ პრობლემას უკავშირდება, ამიტომ რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ.

გამორიცხული არ არის, რომ ობიექტური მიზეზების გამო ახლობლებთან დროებითი განშორება მოგიწიოთ. მშობლებს შვილების პრობლემების მოგვარებისთვის დიდი თანხები დასჭირდებათ.

სექტემბერში კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა კარგად განვითარდება. თვის მეორე ნახევარში წარმატებული მოგზაურობა გელით. ამავე დროს, შესაძლოა დაწინაურებასთან ან ახალ სამუშაოსთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულოთ.

თვის ბოლოს შეიძლება დაღლილობა იგრძნოთ. გირჩევთ, ხანმოკლე შვებულება აიღოთ და სხეული და სული დაასვენოთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 8, 14, 19, 23, 28

არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 11, 17, 21, 26, 30.

მშვილდოსანი

სექტემბრისთვის ბევრ მშვილდოსანს გრანდიოზული გეგმები აქვს, თუმცა სამწუხაროდ, ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას ვერ შეძლებთ.

ამ თვეში პირადი ცხოვრებისთვის ვერ იცლით, თუმცა ჰოროსკოპი გირჩევთ, ოჯახურ ურთიერთობებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, რადგან სექტემბერში მეუღლეებს შორის შეიძლება გაუცხოება დაიწყოს, რაც კონფლიქტს მოიტანს.

სხვა პრობლემებთან ერთად, მოსალოდნელია სირთულეები ხანდაზმულ ნათესავებთან ან მშობლებთან ურთიერთობაში - ოჯახებში საკმაოდ ნერვული ატმოსფეროა.

შეყვარებულებსაც მძიმე დრო უდგათ, თუმცა თვის ბოლოს ურთიერთობები დათბება და უთანხმოება მოგვარდება. მეტიც, შეიძლება რომანტიკული მოგზაურობა მოაწყოთ.

სექტემბერში გაუთვალისწინებელი ხარჯები ნაკლებად სავარაუდოა, ფინანსური შემოსავალი კი იზრდება, ამიტომ უფულობა ნამდვილად არ გემუქრებათ.

ამ თვეში სხვადასხვა სახის ინფექციები გვერდს არ აგივლით, თუმცა თქვენი მებრძოლი სული დაღლილ სხეულზე ძლიერი აღმოჩნდება.

ეცადეთ, მუშაობა და დასვენება შეანაცვლოთ და საკუთარ თავზე მეტი იზრუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტემბრის დაძაბული მუშაობის შედეგებმა შეიძლება ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში თავი იჩინონ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 17, 21, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 15, 19, 23, 27.

თხის რქა

თხის რქებს წინ რთული, მაგრამ სტაბილური და ნაყოფიერი პერიოდი ელით. ამ თვეში მშობლებისა და შვილების ურთიერთობა გაუმჯობესდება, თუმცა ოჯახის საჭიროებებთან დაკავშირებით მოსალოდნელია დიდი ხარჯები.

ჰოროსკოპის მიხედვით, შემოქმედებითი პროფესიის და პოლიტიკოს თხის რქებს დიდი წარმატება ელით. წარმატებასთან ერთად შემოსავლებიც გაიზრდება.

საქმიან მივლინებებში გამგზავრებამდე ყურადღებით შეამოწმეთ მარშრუტები და დოკუმენტები, რათა გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ.

სექტემბერში თხის რქის ჯანმრთელობა შესამჩნევად გაუმჯობესდება, მაგრამ სამედიცინო შემოწმება მაინც უნდა გაიაროთ. თხის რქები, რომლებიც აგვისტოში დაავადდნენ, სწრაფად გამოჯანმრთელდებიან.

ხელსაყრელი დღეები: 4, 10, 14, 20, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 12, 16, 22, 26, 30.

მერწყული

მერწყულებს წინააღმდეგობრივი თვე ელით - ერთი მხრივ, აგვისტოს დაძაბულობა თანდათან იკლებს, მეორე მხრივ კი სასურველი სტაბილურობა შორსაა. და მაინც, ბევრი თქვენგანი დაგროვილი პრობლემებისგან გათავისუფლებას შეძლებს.

შეყვარებულთა ურთიერთობაში გაურკვევლობა და ნერვიულობა იჩენს თავს. ოქტომბერი გაჩვენებთ, თქვენი კავშირი გაგრძელდება თუ შეწყდება.

სექტემბერში მოსალოდნელია რთული ფინანსური მდგომარეობა, რადგან დაუსრულებელ ხარჯებთან გამკლავება გიჭირთ.

ოპონენტების პრეტენზიები ძირითადად, მატერიალურ თემას უკავშირდება. გამოსავალი ყველასთვის მისაღები კომპრომისის პოვნა იქნება, რაც ადვილი არ არის.

თუ ზაფხულში დასვენება ვერ მოასწარით, შეგიძლიათ შეცდომა სექტემბერში გამოასწოროთ. ეცადეთ, რამდენიმე დღით მაინც დაისვენოთ და თანაც სახლიდან რაც შეიძლება შორს.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 17, 21, 25, 29

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 13, 19, 23, 27.

თევზები

დროა ბევრ რამეს ახლებურად, სრულიად განსხვავებული კუთხით შეხედოთ. კარგი იქნება, თუ მომხდარს პარტნიორების, ოპონენტების და უბრალოდ ნაცნობების თვალით შეაფასებთ. ამ შემთხვევაში პრობლემების გადაჭრა უფრო ადვილი იქნება.

საყვარელი ადამიანის ან მეუღლის დამსახურებით, ნათესავებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

სექტემბერში თევზების უმეტესობის ფინანსური მდგომარეობა ძველებური დარჩება. მატერიალურ სფეროში გარღვევები აუცილებლად იქნება, მაგრამ ცოტა მოგვიანებით.

სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული თევზები კოლეგის მხრიდან ღია დაპირისპირებას შეეჯახება. ეცადეთ, ინტრიგებისგან დისტანცირება და საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება შეძლოთ.

სექტემბერში სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. ამიტომ, ეცადეთ, ყველა წვრილმანის გამო არ ინერვიულოთ და სამუშაოსა და დასვენებას შორის ბალანსი იპოვოთ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 4, 10, 15, 20, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 6, 12, 17, 22, 26, 30.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

2024 წლის აპრილის თვის ჰოროსკოპი

აპრილი

2024 წლის მარტის თვის ჰოროსკოპი

მარტი

2024 წლის თებერვლის თვის ჰოროსკოპი

თებერვალი

2024 წლის იანვრის თვის ჰოროსკოპი

იანვარი

2023 წლის დეკემბრის თვის ჰოროსკოპი

დეკემბერი

2023 წლის ნოემბრის თვის ჰოროსკოპი

ნოემბერი

2023 წლის ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი

ოქტომბერი

2023 წლის აგვისტოს თვის ჰოროსკოპი

აგვისტო

2023 წლის ივლისის ჰოროსკოპი ზოდიაქო...

ივლისი