თვის ჰოროსკოპი

2024 წლის იანვრის თვის ჰოროსკოპი

fun time

17:00 ოთხ. 3 იანვარი

იანვარი

14
დაკოპირებულია

იანვრის პირველ ოც დღეში ჩვენი პლანეტის ბიოსფერო საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იქნება - კოსმოსური ენერგიები პოლიტიკურ და სოციალურ საქმიანობაზე გავლენას არ მოახდენს. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდება მესამე დეკადის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ვერძი

ვერძისთვის დრაკონის წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ ემოციები აკონტროლოთ და მიღწეულს არ დასჯერდეთ.

პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურადაა, თუმცა პროფესიული საქმიანობა და მუდმივი მოუცლელობა შეიძლება ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე აისახოს და საყვარელ ადამიანთან ჩხუბის მიზეზი გახდეს.

ფინანსური მდგომარეობა არა მხოლოდ სტაბილური, არამედ მზარდია. იანვრის ხარჯები გონივრული იქნება და შემოსავალს არ გადააჭარბებს.

იანვრის მეორე დეკადა ხელსაყრელია პროფესიული საქმიანობისთვის. თვის შუა რიცხვებში შესაძლებლობა გექნებათ ძველი პრობლემები მოაგვაროთ და მიზნისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგათ. ავტომობილის მართვის და მგზავრობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

გაითვალისწინეთ, რომ მუდმივი დაღლილობის შეგრძნებამ და აქედან მომდინარე უყურადღებობამ შეიძლება სამსახურში შეცდომები გამოიწვიოს.

ხელსაყრელი დღეები: 4, 9, 13, 17, 21, 25, 31

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 11 15, 19, 23, 29.

კურო

2024 წლის იანვარში იუპიტერი ისევ კუროსთანაა, რაც ნიშნავს, რომ ნანატრი გამარჯვებები ახლოსაა. გაზრდილი ემოციური ფონის გამო საყვარელ ადამიანთან დაპირისპირების თავიდან აცილება ძნელი იქნება. განსაკუთრებით - თვის დასაწყისში. კამათის მიზეზი შეიძლება ჩვეულებრივი ეჭვიანობა ან უბრალო გაუგებრობა იყოს.

საბედნიეროდ, იანვრის ბოლოს ვნებები დაცხრება და ურთიერთობები მოგვარდება, თუმცა ბევრ კუროს ვალების გადახდა და ხელისუფლებასთან, პარტნიორებთან ან ძველ მეგობრებთან სადავო ფინანსური საკითხების მოგვარება მოუწევს. არ ინერვიულოთ, თებერვალში თქვენი ბიუჯეტი ახალი რესურსებით შეივსება და უფულოდ ნამდვილად არ დარჩებით.

უცხოელ ან სხვა ქალაქში მცხოვრებ კოლეგებთან კავშირების დამყარება და განმტკიცება მეწარმეების მთავარი ამოცანა იქნება.

საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებს ჰოროსკოპი უაღრესად მიმზიდველ პერსპექტივებს ჰპირდება, მაგრამ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ და ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

ენერგეტიკული პოტენციალი არასტაბილურია, ამიტომ გირჩევთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიყვაროთ.

ხელსაყრელი დღეები: 1.6, 10, 14, 18, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 22, 26, 30.

ტყუპები

წლის დასაწყისი წინააღმდეგობრივი იქნება, თუმცა საბოლოოდ, მოვლენები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე იზრუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. წარმატება ძალიან ახლოსაა!

ოჯახში მშვიდობა და კეთილგანწყობა სუფევს. ოჯახის წევრები თქვენს ნებისმიერ წამოწყებას, როგორც სიტყვით, ისე ქმედებით მხარს უჭერენ, მაგრამ ერთ-ერთ ნათესავთან ურთიერთობაში შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოიშვას.

ფინანსური პროგნოზის მიხედვით, იანვარში საკმაოდ არათანაბარი და გაურკვეველი ვითარებაა, თუმცა უფულოდ დარჩენა არ გემუქრებათ და სამომავლო პერსპექტივებიც მშვენიერია. გარდა ამისა, შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერის იმედიც გქონდეთ. ამიტომ, თებერვლამდე ფინანსური პრობლემების/ვალდებულებების უმეტესობისგან შეიძლება საბოლოოდ გათავისუფლდეთ.

იანვარში თავს იჩენს ფარული მტრების ინტრიგები და მაქინაციები. ეს პრობლემა შესაძლოა თებერვლის დასაწყისამდე აქტუალური იყოს. ფრთხილად იყავით და ეცადეთ, მსგავსი სიტუაციებისთვის წინასწარ მზად იყოთ.

იანვარში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. ჯანსაღი კვება, სრულფასოვანი ძილი და გამაჯანსაღებელი პროცედურები ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ხელსაყრელი დღეებია: 4, 9, 13, 17, 21, 25, 31

არახელსაყრელი დღეებია: 6, 11, 15, 19, 23, 29

კირჩხიბი

ამ თვეში მნიშვნელოვანია ახალი მეგობრების საიმედო მხარდაჭერა და არსებული კავშირების გაძლიერება.

კირჩხიბისთვის 2024 წლის იანვარი იდეალური დროა საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებისა და რომანტიკული ურთიერთობების დასამყარებლად. სწორედ ახლა შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ.

იანვრის მოგზაურობებს მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოეკიდოთ, რადგან ბევრი მოულოდნელობა გელით - გაფრთხილება ძირითადად, უცხოურ ტურებს ეხება. სამშობლოდან მოშორებით ფორსმაჟორული სიტუაციების რისკი ამ თვეში მაღალია.

იანვარში შემოსავალი სტაბილური იქნება, თუმცა ხარჯიც ბევრი გელით. გარდა ამისა, წყლის ზოდიაქოს ნიშნის ზოგ წარმომადგენელს ვალების გადახდა მოუწევს.

ბევრი კირჩხიბი მთელ იანვარს სამსახურს და ძველი პრობლემების გადაჭრას დაუთმობს. ეს შეიძლება იურიდიულ საკითხებს ან კოლეგებთან ურთიერთობაში წარმოქმნილ სირთულეებს ეხებოდეს. თანამდებობის პირების მხარდაჭერა სწრაფი, ეფექტური და დროული იქნება. ამრიგად, საერთო ძალისხმევით, თვის ბოლომდე პრობლემების უმეტესობას წარმატებით მოაგვარებთ

22-იდან 31 იანვრამდე პერიოდში შესაძლოა, ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ გირჩევთ პრევენციულ მკურნალობას მიმართოთ და თავი დაიზღვიოთ.

ხელსაყრელი დღეები: 1.7, 11, 14, 18, 24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 9, 12, 16, 21, 26, 30

ლომი

იანვარში პროფესიულ საქმიანობა სასიამოვნო და წარმატებული იქნება, სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში პრობლემებია მოსალოდნელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ ნუ შეშინდებით.

შეყვარებულებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა, თვის ბოლომდე დაასკვნათ, რომ შემდგომი სიახლოვე უაზროა. არ არის გამორიცხული ფინანსებთან დაკავშირებული უთანხმოებაც.

დაოჯახებული წყვილებს შვილების წარმატება აბედნიერებთ და ცდილობენ, მათ განვითარებასა და სამომავლო წარმატებებში როგორც მორალური, ისე ფინანსური მონაწილეობა მიიღონ.

მენეჯერებსა და ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მქონე ქვეშევრდომებს დაეყრდნონ. მოსალოდნელია პერსპექტიული წინადადებებიც, მაგრამ დათანხმებას ნუ იჩქარებთ - ამ დროისთვის უმჯობესია უპირატესობა კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს მიანიჭოთ.

ხელსაყრელი დროა პრევენციული მკურნალობისთვის. გარეგნობის შეცვლასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები შესანიშნავ შედეგებს მოიტანს. ახლა ბევრად უფრო ადვილი იქნება ცუდი ჩვევების მიტოვება.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 22, 27

არახელსაყრელი დღეები: 1.6, 10, 14, 20, 24, 29

ქალწული

საქმე მოიცდის - ამ დევიზით ჩაივლის 2024 წლის დასაწყისი ქალწულების უმრავლესობისთვის. ახლა თქვენთვის ოჯახი და სახლი ყველაზე მნიშვნელოვანია.

დროა, პირად ცხოვრებას უფრო სერიოზულად მოეკიდოთ. მარტოხელებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო ადამიანს შეხვდნენ და სასიყვარულო ურთიერთობა გააბან. ეს რომანი ქორწილით რომც არ დასრულდეს, ის მაინც დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებთ.

იანვრის ფინანსური ტენდენციები ძალიან წინააღმდეგობრივია და დიდწილად თქვენს საქმიანობაზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, გონებრივი მუშაობა ფულის შოვნის ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა იქნება, თუმცა შეგიძლიათ ბედი სხვადასხვა სახის ლატარეასა და გათამაშებაშიც მოსინჯოთ.

ქალწულების უმეტესობისთვის იანვრის დასაწყისში ყველაზე პრიორიტეტული ოჯახური მოვლენები და საყოფაცხოვრებო საქმეები იქნება. სავარაუდოდ, პროფესიული აქტივობა მნიშვნელოვანი იანვრის ბოლოს გახდება.

თითქმის მთელი თვის განმავლობაში, ქალწულის ენერგეტიკული პოტენციალი დამაკმაყოფილებელია. ასე რომ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

თვის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გარდერობის განახლებისა და იმიჯის შეცვლისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 1, 7,11,15,19,23,28

არახელსაყრელი დღეები: 4.9, 13, 17,21,25,31

სასწორი

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ძალიან მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად, საბედისწერო მოვლენები. სახლის კეთილმოწყობის სამუშაოები კვლავაც აქტუალურია, დაქორწინებულ წყვილებს შორის სულ უფრო გახშირდება საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული საუბრები.

ფინანსური თვალსაზრისით იანვარი ზომიერად სტაბილურია, თუმცა ეს ასპექტი დიდწილად საქმიან პარტნიორებზე, მეუღლეზე ან უახლოეს გარემოცვაზეა დამოკიდებული.

სავსებით შესაძლებელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული წარმატებული გარიგებები, მაგალითად, მოგებიანი შეძენა ან გაყიდვა ხელსაყრელი პირობებით.

ბიზნესმენებს, რომლებიც თავისი საქმის გაფართოებას გეგმავენ, უძრავი ქონების სხვადასხვა წარმატებული ტრანზაქცია ელით. ეს შეიძლება იყოს მიწის შეძენა, სამშენებლო სამუშაოების დაწყება და ა.შ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, სერიოზული დაავადებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა დაღლილობის გრძნობა, სისუსტე და სეზონური ვირუსები ისევ აქტუალურია და თავს გაუფრთხილდით.

ხელსაყრელი დღეები: 5, 9, 12, 16, 22, 27

არახელსაყრელი დღეები: 2, 7, 10, 14, 20, 24, 29

მორიელი

იანვარში ბევრი საოცარი და მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსალოდნელი. დადებითი ცვლილებები თქვენს კარიერაზე და ბიზნესზე გავლენას მოახდენს და თქვენს პირად ცხოვრებაშიც შემოიჭრება. ეს განსაკუთრებით მარტოხელა მორიელებს ეხება.

მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა შეიძლება მშობლიური ადგილებიდან მოშორებით ან შორიდან ჩამოსულებს შორის მოხდეს. სავარაუდოდ, ეს ნაცნობობა ბედნიერი ქორწინებით ან ხანგრძლივი და სასარგებლო ურთიერთობით დასრულდება.

იანვრის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია - შემოსავლები, დაახლოებით, იგივეა, მაგრამ ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ძირითადად, ეს იქნება საახალწლო ღონისძიებებთან, ბავშვების ან ნათესავების საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები.

თვის პირველი ნახევარი იდეალურია ყველა სახის პროფესიული საქმიანობის, საქმიანი შეხვედრებისა და მოგზაურობისთვის.

ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია, ასე რომ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეცადეთ, საკუთარ ნერვულ სისტემაზე იზრუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 15, 19, 23, 28

არახელსაყრელი დღეები: 4.8, 12.17, 21, 25, 31

მშვილდოსანი

წარმატებული და ნაყოფიერი თვეა, მაგრამ თავს უნდა გაუფრთხილდეთ და არ უნდა გადაიღალოთ. სამსახურში ვითარება მშვიდი და სტაბილურია, თუმცა პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები გელით. ეს შეიძლება მშობლებთან ან უფროს ნათესავებთან ურთიერთობას ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდებოდეს. ასეა თუ ისე, იძულებული იქნებით პრობლემების აღმოფხვრაზე იზრუნოთ.

მზად იყავით იმისთვის, რომ ახლო ნოათესავთან ურთიერთობა გაუარესდება. გამუდმებული კამათი და დაძაბულობა თითქოს ტრადიციად იქცა, თუმცა პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ - ექვსი თვის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება.

ფინანსური პროგნოზი ოპტიმისტურია. შემოსავალი სტაბილური გახდება და, ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაიზრდება. ხარჯები კიმ ძირითადად, პირად ცხოვრებას უკავშირდება. შესაძლოა სამსახურში ახალი თანამდებობა ან ახალ ორგანიზაციაში მუშაობა შემოგთავაზონ.

იანვარში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო, განსაკუთრებით თუ ბევრს მუშაობთ. სრულფასოვან დასვენებას და ჯანსაღ ძილს ნუ დაივიწყებთ და ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 5, 9, 12, 16, 21, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 1, 7, 10, 14, 18, 23, 28

თხის რქა

იანვარში მოსაწყენად ვერ მოიცლით - წინ ახალი სიმაღლეები, საინტერესო შეხვედრები და შესანიშნავი პერსპექტივები გელით. ასე გააგრძელეთ!

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მოვლენები ოჯახში და უახლოეს გარემოცვაში გელით. თხის რქების მშობლები სამართლიანად იამაყებენ შვილების მიღწევებით, რადგან მათ ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა.

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა საკმაოდ სტაბილურია. მცირე უთანხმოება საერთო პოზიტიურ ფონზე გავლენას არ მოახდენს და იანვრის ბოლოს თავისთავად დასრულდება.

2024 წლის იანვრის ფინანსური პროგნოზი ოპტიმისტურია, თუმცა ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან ჯერჯერობით თავი უნდა შეიკავოთ.

იანვარში შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს - მუსიკოსებს, მხატვრებს, მომღერლებს და ა.შ. პროფესიული საქმიანობის მიმართულებით განსაკუთრებული წარმატება ელით. პოპულარობის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, შემოსავალიც გაიზრდება.

ხელსაყრელი დროა ფასიანი ქაღალდების ხელმოწერისა და ოფიციალური ხელშეკრულებების გაფორმებისთვის.

თვის დასაწყისში ჯანმრთელობის მცირე პრობლემები გელით. გარდა ამისა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მანქანის მართვის დროს.

ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 15, 20, 24, 29

არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 13, 17, 22, 27

მერწყული

იანვრის ძირითადი მოვლენები ოჯახში გელით. გამორიცხული არ არის ფინანსების გამო ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება, თუმცა სირთულეებს ერთობლივი ძალისხმევით მოერევით.

ფინანსური პროგნოზი წინააღმდეგობრივია. იანვრის პირველ ნახევარში შესაძლოა, შემოსავალს ხარჯებმა გადააჭარბოს. საბედნიეროდ, თვის ბოლომდე ფინანსური მდგომარეობა მოწესრიგდება.

გამორიცხული არ არის, რომ უძრავი ქონების გარიგებიდან მოგება მიიღოთ. ფინანსური სირთულეების შემთხვევაში შეგიძლიათ, უახლოესი გარემოცვის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

თვის ბოლოს დაღლილობა თავს შეგახსენებთ, ამიტომ ეცადეთ, ფიზიკური დატვირთვა შეამციროთ და უპირატესობა მასაჟს, ცურვას და სეირნობას მიანიჭოთ.

მოერიდეთ გარეგნობის შეცვლას - უმჯობეისი იქნება, თუკი პლასტიკურ ექსპერიმენტებს ამ თვეში არ დაგეგმავთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 21, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 6, 10, 14, 18, 23, 28

თევზები

თევზების ნაწილს საცხოვრებლად სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლა ელის. გარდა ამისა, მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები უცხოეთში მცხოვრებ ნათესავებთან. სავარაუდოდ, თქვენი ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება.

ფინანსურ ოპერაციებში ნუ გარისკავთ - ახლა რისკისთვის არახელსაყრელი დროა, მაგრამ კარგი პერიოდია დაგეგმვისთვის. განსაკუთრებული ყურადღება სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების გაფორმებისას უნდა გამოიჩინოთ. საფუძვლიანად შეისწავლეთ ყველა წვრილმანი, რათა შეცდომა არ გაგეპაროთ და ფინანსურად არ დაზარალდეთ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად სავარაუდოა - მთელი იანვრის განმავლობაში ბიოენერგეტიკული პოტენციალი დამაკმაყოფილებელია. და მაინც - განსაკუთრებული ყურადღება ხერხემალსა და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას უნდა მიაქციოთ. მოერიდეთ გაციებას.

ხელსაყრელი დღეები: 2, 7, 11, 15, 20, 24, 29

არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 13, 17, 22, 27


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

2024 წლის აპრილის თვის ჰოროსკოპი

აპრილი

2024 წლის მარტის თვის ჰოროსკოპი

მარტი

2024 წლის თებერვლის თვის ჰოროსკოპი

თებერვალი

2023 წლის დეკემბრის თვის ჰოროსკოპი

დეკემბერი

2023 წლის ნოემბრის თვის ჰოროსკოპი

ნოემბერი

2023 წლის ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი

ოქტომბერი

2023 წლის სექტემბრის თვის ჰოროსკოპი

სექტემბრის ზოგადი
ჰოროსკოპი

2023 წლის აგვისტოს თვის ჰოროსკოპი

აგვისტო

2023 წლის ივლისის ჰოროსკოპი ზოდიაქო...

ივლისი