ურთიერთობა

60 წლის „უბრალოდ მარია“ - რატომ არ ტირის რეალურ ცხოვრებაში ყველაზე „მტირალა როლების“ შემსრულებელი?

fun time

20:16 ოთხ. 25 იანვარი, 2023 წელი

ვიქოტრია რუფოს ცხოვრება

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ მისი ნამდვილი ცხოვრება ყველა მექსიკურ სერიალზე უფრო ბობოქარი და საინტერესო იყო, თუმცა სერიალებში გამუდმებით მტირალ ლამაზმანს ნამდვილ ცხოვრებაში ცრემლი არასოდეს გადმოუგდია... 

„უბრალოდ მარია“ 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი იყო. მექსიკელი პროვინციელი გოგონას ცხოვრების შესახებ გადაღებულმა სერიალმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა, მთავარი როლის შემსრულებელი ვიქტორია რუფო კი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად იქცა.

დღეს ვიქტორია 60 წლისაა და მას პოპულარობა დღემდე არ დაუკარგავს.

ვიქტორია, გაბრიელა და მარსელა რუფოები უბრალო მოსამსახურეების ოჯახში გაიზარდნენ, თუმცა სამივე გოგონა მექსიკაში ცნობილი ადამიანი გახდა - ვიქტორია ცნობილი მსახიობია, გაბრიელა მსახიობი და მომღერალი, მარსელა კი ტელეპროდიუსერია.

ფოტოზე: ვიქტორია, გაბრიელა და მარსელა რუფოები

ვიქტორია რუფო 1962 წლის 31 მაისს დაიბადა. 7 წლის ასაკში ის სატელევიზიო რეკლამებში გამოჩნდა, 17 წლის ასაკში კი კინოში გადაიღეს. პარალელურად, გოგონამ თეატრალურ აკადემიაში გამოცდები ჩააბარა.

რვა მხატვრულ ფილმში გადაღების შემდეგ ვიქტორია რუფო სერიალებში გამოჩნდა, მალე კი „საპნის ოპერების“ დედოფლადაც იქცა. 1980 -დან 2022 წლამდე ვიქტორიამ 20 მექსიკურ სერიალში ითამაშა.

ფოტოზე: კადრი სერიალიდან „უბრალოდ მარია“

პირველი ქმარი

პოპულარობის გარდა, „უბრალოდ მარიამ“ ვიქტორიას სიყვარულიც მოუტანა.

1989 წელს მან სერიალის ერთ-ერთი მსახიობის, სილვია დერბესის შვილი, მსახიობი და რეჟისორი ეუხენიო დერბესი გაიცნო. ის მსახიობის პირველ ქმრად ითვლება, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ საქორწილო ცერემონია ფიქტიური იყო, რაც ვიქტორიამ არ იცოდა.

ფოტოზე: ვიქტორია რუფო და ეუხენიო დერბესი

1992 წელს, 30 წლის მსახიობს ვაჟი - ხოსე შეეძინა, 1996 წელს კი ვიქტორია და ეუხენიო ერთმანეთს დასცილდნენ.

ფოტოზე: ვიქტორია რუფო და ეუხენიო დერბესი თავიანთ ვაჟთან ხოსესთან ერთად

საქმე ისაა, რომ ეუხენიო სერიოზული ურთიერთობისთვის არ იყო შექმნილი. ვიქტორიასთან შეხვედრის დროს ის კაპიკებს გამოიმუშავებდა და ორ შვილს ალიმენტს გაჭირვებით უხდიდა.

დაშორების შემდეგ ერთმანეთს პრეტენზიები წაუყენეს - რუფო ყოფილ ქმარს ფიქტიურ ქორწილს ვერ პატიობდა, ეუხენიოს კი მესამე შვილისთვის ალიმენტი არ ჰყოფნიდა, თუმცა გამუდმებით ბიჭუნასთან შეხვედრას ითხოვდა.

მსახიობი განშორებას ძალიან განიცდიდა, თავს მიტოვებულად და უბედურად მიიჩნევდა და ფსიქოთერაპევტის დახმარებაც კი დასჭირდა.

შვილის გაჩენის შემდეგ ექიმებმა ვიქტორიას ენდომეტრიოზი აღმოუჩინეს. ოპერაციისა და მკურნალობის კურსის შემდეგ, ვიქტორია მეორედ გათხოვდა.

მეორე ქმარი

ვიქტორიას მეორე ქმარი პოლიტიკოსი ომარ ფაიადი გახდა. 2001 წელს ვიქტორიას მეორე და ამჯერად, ნამდვილი ქორწილი შედგა. სამი წლის შემდეგ 42 წლის ასასკში ვიქტორიამ ტყუპი - ანუარი და ვიქტორია გააჩინა.

ფოტოზე: ვიქტორია რუფოს და ომარ ფაიადის ქორწილი

ფოტოზე: ვიქტორია, ომარ ფაიადი, ხოსე, ანუარი და ვიქოტირა

დღეს ვიქტორიას უფროსი ვაჟი 30 წლისაა. ის მსახიობი და ტელეწამყვანი გახდა. ტყუპები 18 წლის არიან.

ფოტოზე: ვიქტორია და მისი უფროსი ვაჟი ხოსე

ვიქტორია რუფოს ახალი სერიალი

2022 წელს ვიქტორიამ სერიალის - „ცრემლების გვირგვინი“ მეორე სეზონში ითამაშა. სერიალის სახელწოდებითაც ჩანს, რომ მსახიობს ემოციურ სცენებში ბევრი ტირილი მოუწია.

„რეალურ ცხოვრებაში, ყველაზე ძლიერი განცდების დროსაც კი არასოდეს ვტირი. ჩემი ცრემლები თითქოს ძვირფას ჭურჭელში გროვდება, რომელსაც მაშინ ვხსნი, როცა ფილმში ტირილი მჭირდება,“ - ამბობს მსახიობი.

სურათზე: ვიქტორია რუფო სერიალში „ცრემლების გვირგვინი“


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!