ურთიერთობა

მსოფლიოში პირველი ინჟინერი ქალი და თავგანწირვა ბრუკლინის ხიდის ასაგებად

fun time

16:00 ორშ. 25 ივლისი, 2022 წელი

ბრუკლინის ხიდის ისტორია

14
დაკოპირებულია

ამ გრანდიოზული ხიდის მშენებლობა 1870 წლის 3 იანვარს დაიწყო და ცამეტი წელი გაგრძელდა... თუმცა რომ არა ინჟინერ რებლინგის ოჯახის თავგანწირვა, დღეს ნიუ იორკს ეს მშვენება არ ექნებოდა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი „დაკიდებული“ კონსტრუქცია მდინარე ისტ-რივერის თავზე, 1825 მეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული და ნიუ-იორკის ბრუკლინისა და მანჰეტენის რაიონებს ერთმანეთთან აკავშირებს.

როცა გერმანელმა ინჟინერმა ჯონ რებლინგმა ქალაქის მმართველებს ხიდის კონსტრუქციის იმ დროისთვის რევოლუციური იდეა შესთავაზა, ჩინოვნიკები ნებართვის გაცემას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ბედავდნენ.

ბოლოს და ბოლოს ნებართვა გაიცა, მაგრამ ამ დროისთვის ჯონ რებლინგი ცოცხალი აღარ იყო.
ერთი ვერსიით, მას უბედური შემთხვევის დროს დაშავებულ ფეხზე განგრენა დაემართა და დაიღუპა, ხოლო მეორე და უფრო დამაჯერებელი ვერსიის თანახმად, რომ ნავს, რომელზეც ინჟინერი იმყოფებოდა და მდინარეზე მშენებლობის ადგილს ათვალიერებდა, ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის ბორანი შეეჯახა. მებორნეებისთვის ხიდი გაკოტრებას ნიშნავდა და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ მის მშენებლობას.

***

ინჟინერის გარდაცვალების შემდეგ მშენებლობას სათავეში მისი შვილი - პოლკოვნიკი ვაშინგტონ რებლინგი ჩაუდგა. მან ხიდის საყრდენებად მაღალ წნევაზე მომუშავე კომპრესორები გამოიყენა, თუმცა მალე მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს დეკომპრესიის ავადმყოფობა დაეწყოთ. მათგან ბევრი გარდაიცვალა, რებლინგი კი სამუდამოდ დაინვალიდდა.

ინვალიდის სავარძელში მჯდომი პოლკოვნიკი მშენებლობის მიმდინარეობას ფანჯრიდან, ტელესკოპით აკვირდებოდა და მითითებებს თავისი ცოლის დახმარებით გადასცემდა.

***

საბოლოოდ, ხიდის მშენებლობის გაგრძელება მაინც პოლკოვნიკის ცოლს ემილის მოუწია. კონსტრუქციის გამძლეობის დასადგენად ის მათემატიკურ გათვლებს აწარმოებდა და ოპტიმალურ სამშენებლო მასალას შედეგებზე დაყრდნობით არჩევდა.

მშენებლობის დასრულების შემდეგ ემილი რებლინგი (Emily Warren Roebling) ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ინჟინერი ქალი, ვინც მსოფლიოში პირველი, ლითონის ბაგირებით დაკიდებული ხიდი ააშენა.

1883 წლის მაისში ხიდი საზეიმოდ გახსნეს. ჯონი, ვაშინგტონ და ემილი რებლინგების სახელები კი ხიდის კონსტრუქციაზე დაატანეს.

გახსნის ცერემონიაზე რამდენიმე ასეულმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ამერიკის პრეზიდენტმა ჩესტერ არტურმა და ნიუ-იორკის მერმა ფრანკლინ ედსონმა.

***

ვაშინგტონ რებლინგმა ხიდის ცერემონიაზე დასწრება ვერ შეძლო, თუმცა პრეზიდენტი მას სახლში ეწვია, რათა ამ საოცრების შემოქმედისთვის პირადად ჩამოერთვა ხელი.

ქალაქის ხიდის გახსნის დღე ნიუ-იორკელებისთვის დასვენების დღედ გამოცხადდა, რათა ყველას შეძლებოდა მსოფლიოში უდიდესი დაკიდებული ხიდის მონახულება.
პირველივე დღეს ხიდის მომსახურებით 150 300-მა ადამიანმა და 1800-მა ეკიპაჟმა ისარგებლა. ფეხით მოსიარულესთვის ხიდზე გავლის საფასური - 1 ცენტით, ხოლო ეკიპაჟისთვის 5 ცენტრით განისაზღვრა;

***

თუმცა გახსნიდან ერთი კვირის შემდეგ კატასტროფა მოხდა - ერთ-ერთ გამვლელს მოეჩვენა, რომ ხიდი ვარდებოდა და პანიკა ატეხა.

მაშინ ჭყლეტაში უამრავი ადამიანი მოჰყვა. მათ შორის, თორმეტმა სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.
მოსახლეობა რომ დაეწყნარებინათ, ქალაქის ხელმძღვანელობამ უახლოესი ცირკიდან 12 სპილო გამოიყვანა და ხიდზე ერთდროულად გაატარა. ამით ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ბრუკლინის ხიდი საიმედოდ აგებული კონტრუქციაა, რომელიც მრავალ თაობას მოემსახურება.

ამჟამად ხიდი ნიუ იორიკელთა საყვარელი დასასვენებელი და სასეირნო ადგილია. ჰოლივუდის ფილმების წყალობით კი ნიუ-იორკის სიმბოლოდაც იქცა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!