ურთიერთობა

საინტერესო ისტორიები სოკრატეს ცხოვრებიდან

fun time

21:00 შაბ. 6 მარტი, 2021 წელი

სოკრატე სიბრძნე

14
დაკოპირებულია

იმ უდიდეს გენიოსებს შორის, რომლებიც მრავლად ჰყავდა ძველ საბერძნეთს, ძნელად თუ მოიძებნება სოკრატეზე გენიალური. 23 საუკუნე გავიდა იმ დღიდან, როცა ციხის საკანში ფილოსოფოსმა შხამი დალია. მას შემდეგ კაცობრიობამ გრძელი გზა განვლო, მაგრამ სოკრატეს საოცარი ნააზრევი ვერავინ გადაფარა. თავად მეოცე საუკუნის ნათელი გონება სტივ ჯობსი ამბობდა: „ჩემს ყველა ტექნოლოგიას გავცვლიდი სოკრატესთან შეხვედრაზე“.

სოკრატეს ცხოვრება


დიდი ბერძენი ფილოსოფოსი დაუღალავად ამხელდა თავისი თანამედროვეების სიცრუეს, სიხარბესა და პატივმოყვარეობას.

სოკრატე მოქანდაკე სოფრონისკის და ბებიაქალ ფენარეტას ბებიაქალი იყო. იგი დაიბადა ათენში ჩვ.წ. 469 წელს და სიკვდილით დასაჯეს ჩვ.წ. 399 წელს.

მისი ბავშვობს შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ისტორიკოსები იმდროინდელი საბერძნეთის ცხოვრების მიხედვით ვარაუდობენ, რომ პატარა სოკრატე მიიღებდა ზოგად განათლებას, რომელიც ყველასთვის სავალდებულო იყო.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ასწავლიდნენ ორ საგანს - ტანვარჯიშს და მუსიკას. ძველი ბერძნებისთვის ჯანმრთელი სხეული ჯანმრთელი სულის ნიშანი იყო, ხოლო რაც შეეხება მუსიკას - ის ითვალისწინებდა არა მხოლოდ ინსტრუმენტზე დაკვრასა და სიმღერას, არამედ ისეთი ეროვნული პოეტების ნაწარმოებთა დაზეპირებას, როგორებიც იყვნენ ჰომეროსი და ჰესიოდე - უდიდესი ავტორიტეტები რელიგიისა და მორალის სფეროებში.

ახალგაზრდობაში სოკრატე მამის ხელობით იყო დაკავებული, მაგრამ 30 წლის ასაკში ხელობა მიატოვა და მას შემდეგ სიღარიბეში ცხოვრობდა.
ისევე, როგორც ათენის ყველა მოქალაქე, სოკრატეც მონაწილეობდა მისი სამშობლოს მიერ წარმოებულ ომებში და გულმხურვალედ უყვარდა თავისი ქვეყანა;

სოკრატეს ოჯახურ ცხოვრებასა და მის „ავ ცოლზე“ ბევრი ანეკდოტია შთხზული, მაგრამ სოკრატესა და ქსანტიფეს ასეთ ურთიერთობაზე ისტორიულ წყაროებში არაფერია ნათქვამი. მხოლოდ ერთგან სოკრატეს მოწაფე და მეგობარი ქსენოფონტე წერს, რომ მართალია, ქსანტიფე ცოტა კაპრიზული ხასიათის ქალი იყო და ერთხელ იჩხუბა კიდეც ქმართან, მაგრამ სოკრატე ცოლს დიდ პატივს სცემდა და უყვარდაო.

სოკრატემ ღრმად შეისწავლა მათემატიკა, ფიზიკა, გრამატიკა, მუსიკა, პოეზია და ფილოსოფიური მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებები. გაეცნო სოფისტების ხელოვნებას.

სოკრატეს მთავარი მიზანი იყო - ჭეშმარიტების შეცნობა. ის ისე არ აზროვნებდა, როგორც იმდროინდელ ფილოსოფოსთა უმრალესობა; მას არ დაუარსებია სკოლები; არ იჩენდა თავს ორატორობით; არ ცდილობდა სოფისტებივით სიმდიდრის დაგროვებას საკუთარი განათლებით. ამით იყო სოკრატე გამორჩეული და ამან გაიყვანა იგი ახალ გზაზე.

სოკრატეს მიზანი იყო, შეესწავლა ადამიანის ხასიათი და მორალი და თავისი ფილოსოფია ყოველდღიურ ცხოვრებაში შეეტანა. და მართლაც, მისი მარტივი სწავლებები გასაგები და ახლობელი იყო ნებისმიერისთვის.

როგორ ციცერონი ამბობდა, სოკრატემ „ფილოსოფია ციდან ჩამოიტანა და თითოეული ადამიანის სახლში შეიტანა.“

სხვათა შორის, სოკრატეს თავისი მოღვაწეობის განმავლობაში საკუთარი ხელით არცერთი სტრიქონი არ დაუწერია, დიდი ფილოსოფოსის ნააზრევს მისი მოწაფეები ქსენოფონტე და პლატონი იწერდნენ და ასე მოაღწია ჩვენამდე.

სოკრატეს სიკვდილი


ჩვ. წ. 399 წელს საბერძნეთის სასამართლომ სოკრატეს სიკვდილი მიუსაჯა. მისი დანაშაულის მთავარ მიზეზად ერთღმერთიანობის (მონოთეიზმი) სწავლება და ახალგაზრდობის „გარყვნა“ დასახელდა.

როგორც პლატონი აღწერს, სიცოცხლის ბოლო დღეები სოკრატემ მოწაფეების გარემოცვაში გაატარა, რომლებიც ყოველდღე აკითხავდნენ ციხის საკანში. ბრძენი სულის სიმტკიცეს ინარჩუნებდა და ბოლო წუთამდე თავისი წესებისა და რწმენის ერთგული დარჩა.

სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთმა სტუდენტმა ფილოსოფოსს ციხიდან გაქცევა შესთავაზა. სოკრატემ არ ისურვა ამ შესაძლებლობით ესარგებლა, რადგან იგი თავად მუდამ იმას ასწავლიდა მოწაფეებს, რომ არაფერია ისეთი, რაც ხალხს უფლებას მისცემს, არ დაემორჩილონ სახელმწიფოს კანონებს.

როცა დრომ მოუწია, სოკრატემ მშვიდად აიღო შხამიანი თასი და მოსწავლეების თვალწინ დალია. ამრიგად, ამ საოცარმა ფილოსოფოსმა არა მხოლოდ ცხოვრებით, საკუთარი სიკვდილითაც დამოძღვრა ყველა.

სოკრატეს სიბრძნე

მე ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი;

ბუნებამ მოგვცა ორი ყური, ორი თვალი და მხოლოდ ერთი ენა, რათა უფრო მეტი დავინახოთ და მოვისმინოთ, ვიდრე ვილაპარაკოთ;

უმჯობესია იმუშაო კონკრეტული მიზნის გარეშე, ვიდრე არაფერი აკეთო.

დაქორწინდი ყველაფრის მიუხედავად: თუ კარგი ცოლი შეგხვდა, გამონაკლისი გახდები, თუ ცუდი - ფილოსოფოსი;

სურვილი თუ გაქვს - ეძებ გზას, თუ არ გაქვს - ეძებ მიზეზს;

მე ვჭამ იმისთვის, რომ ვიცოცხლო, ზოგიერთები ცოცხლობენ იმისთვის, რომ ჭამონ;

სიმთვრალე მანკიერებას არ შობს, ის მას ავლენს;

ცოდნა ჭკუა არ არის;

როცა სიტყვა არ ურტყამს, ჯოხიც არ გამოდგება;

მზეს ერთი ნაკლი აქვს - საკუთარ თავს ვერ ხედავს;

ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია;

არსებობს მხოლოდ ერთი სიკეთე - ცოდნა და მხოლოდ ერთი ბოროტება - უცოდინარობა;

არაფერია სანდო, რასაც ადამიანი საკუთარი გამოცდილებით არ ამბობს, თუნდაც ჩემს სიტყვებს ციტირებდეს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად