+18

მისაღებია თუ არა თქვენთვის ერთი ღამის სექსი? (ტესტი)

fun time

23:30 ორშ. 27 სექტემბერი, 2021 წელი

ერთი ღამის სექსი

14
დაკოპირებულია

მონიშნეთ თქვენთვის მისაღები პასუხები და ნახეთ შედეგი...

 

ყოფილხართ უიმედოდ შეყვარებული?

1. დიახ, და არაერთხელ;
2. იყო ასეთი შემთხვევა, ჯერ კიდევ სკოლაში;
3. არა, ყოველთვის ჩემზე არიან შეყვარებულები.

როგორ გგონიათ, მიმზიდველი ხართ?

1. გულწრფელად რომ ვთქვა, ბევრი კომპლექსი მაქვს, თუმცა ვცდილობ, ვებრძოლო მათ;
2. არ ვარ იდეალური, თუმცა გარშემომყოფების სიმპათიას ვიმსახურებ;
3. შეუდარებელი ვარ!

სექსი დღის შუქზე…

1. ეს ჩემთვის არ არის, თავს უხერხულად ვგრძნობ;
2. რატომაც არა. მე ხომ არაფრით ვარ სხვაზე ნაკლები;
3. აღაგზნებს მამაკაცს, თუკი ქალი იდეალურ ფორმაშია.

სექსისთვის აუცილებელი პირობები

1. სულიერი სიახლოვე;
2. პარტნიორებს შორის ვნება და სურვილი;
3. ფლირტი და კომპლიმენტები.

ხშირად ნანობთ საკუთარ საქციელს?

1. დიახ, სამწუხაროდ. ახლაც ვნანობ, ამ ტესტს რომ შევყევი;
2. ზოგჯერ ასეც ხდება, თუმცა ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო;
3. არა! ყველაფერი მხოლოდ უკეთესობისთვის ხდება!

შეგიძლიათ, პირველმა დაურეკოთ თქვენი სიმპათიის ობიექტს?

1. არა, მიჭირს ამის გაკეთება, თუმცა ხშირად გამჩენია სურვილი;
2. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ;
3. უკვე მივეჩვიე, რომ მე მომიპოვონ და არა პირიქით.

მზად ხართ ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის?

1. არა, ეს სერიოზული ნაბიჯია;
2. ვფიქრობ კი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ საგანგებოდ ვეძებ;
3. არა, რა საჭიროა ბევრის ყურადღება ანაცვალო ერთის უყურადღებობას.

მზად ხართ თამამი სექსუალური ექსპერიმენტებისთვის შემთხვევით ნაცნობთან?

1. არა, ყოველგვარი ნორმებიდან გადახვევის წინააღმდეგი ვარ;
2. დიახ, ჩვენ ხომ აღარ შევხვდებით, ამიტომ შესაძლებელია, ფანტაზიას გასაქანი მივცეთ;
3. არ ვიცი. და ეს საჭიროა?

ვინ უნდა იზრუნოს უსაფრთხო სექსზე?

1. რა თქმა უნდა, მამაკაცმა;
2. ალბათ, ორივემ, თუმცა შემთხვევით ნაცნობს ვერ მივენდობი, ამიტომ ყველაფერს თავიდან ბოლომდე გავაკონტროლებ;
3. ეს თავგადასავალია, ამიტომ გარკვეული რისკი უნდა არსებობდეს.

რის მოსმენას ისურვებდით მამაკაცისგან/ქალისგან დილით?

1. „მოდი, ხვალ სადმე წავიდეთ…“
2. „ეს არაჩვეულებრივი იყო!“
3. „მგონი, შემიყვარდი!“

ალერსის ფონზე შენ აცნობიერებ, რომ ეს სულაც არ გინდა, მაგრამ ის აგრძელებს. შენი რეაქცია...

1. ელოდები, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, რადგან უკვე გვიანია რაიმეს შეცვლა. არ მინდა, სულელი გამოვჩნდე;
2. ღიმილით ამბობ, რომ ჯერ მზად არ ხარ;
3. ვიცი, როგორ განვაწყო საკუთარი თავი სექსისთვის.


გადახედეთ ქულებს:

👉თუკი პასუხების უმრავლესობაა - 1

იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, თქვენთვის სანდო ურთიერთობები და დროა საჭირო. გსიამოვნებთ იმის გაცნობიერება, რომ შეიძინეთ ახალი ნაცნობი და უშვებთ იმ აზრს, რომ მისთვის სულაც არ ხართ სულერთი, მაგრამ გახსოვდეთ, შემთხვევითი სექსი ამას არ ითვალისწინებს.

👉თუკი პასუხების უმრავლესობაა - 2

თუ თქვენ გაიაზრეთ შემთხვევითი კავშირის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, ეს შეიძლება არცთუ ცუდ თავგადასავლად მიიჩნიოთ. თქვენ არც ელოდებით, რომ სასიამოვნო ნაცნობი მთელი ცხოვრება გიერთგულებთ, ამიტომაც მარტივად აღიქვამთ მომხდარს. და იმედია, სერიოზულადაც – უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე.

👉თუკი პასუხების უმრავლესობაა - 3

თქვენ შემთხვევითი სექსი კი არ გჭირდებათ, არამედ კიდევ ერთი თაყვანისმცემელი კოლექციაში. ფსიქოლოგების აზრით, ასეთ ადამიანს თავდაუჯერებლობა ახასიათებს და მუდმივად სჭირდება ემოციური ფონი. დაუსვი საკუთარ თავს შეკითხვა, რომელიც ტესტში არ არის: რა გინდათ - სექსი თუ მუდმივად ვინმესგან აღფრთოვანება?

დაბოლოს, ფსიქოლოგების რჩევა:

არც კი სცადოთ ერთჯერადი ურთიერთობა, თუკი…

ა) გამოძრავებთ რევანშის სურვილი საყვარელი ადამიანის მიმართ – ამით მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით!

ბ) მოგბეზრდათ, იყო სანიმუშო, ახლავე ყველას უჩვენებთ სეირს! – ყველასთვის სულერთია, თქვენ კი დაიტანჯებით.

გ) აზიზი ხართ და უსიამოვნო სურნელი და ფიზიკური არასრულყოფილება განწყობას გიფუჭებთ – არადა, ეს იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე წარმოგვიდგენია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში