+18

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს გოგომ სქესობრივი ცხოვრება?

fun time

23:00 სამ. 4 მაისი, 2021 წელი

სექსი და ასაკი

14
დაკოპირებულია

ახალგაზრდებში სექსუალური აქტივობის დასაწყებად მკაცრი ასაკობრივი ჩარჩო არ არსებობს. თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, როდის ჰქონდეს პარტნიორთან სექსუალური კავშირი, მაგრამ ექიმებს საკუთარი არგუმენტირებული მოსაზრებები აქვთ, რომლებიც ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას ემყარება.

✔️ როცა ჰორმონალური სისტემა მზად არის

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ პირველი სექსუალური გამოცდილება ადამიანის მთელ შემდგომ სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში მოზარდები სქესობრივი ურთიერთობას 14-17 წლის ასაკში იწყებენ და ხშირად ეს რომანტიკული გრძნობების აფეთქებას კი არა, მოზარდებში დამკვიდრებული აზრის ზეწოლისა და მედიის აგრესიული გავლენის გამო ხდება.

ამავდროულად, ამერიკელი ფსიქოლოგების აზრით, სექსუალური აქტივობის დაწყება 14-15 წლის ასაკში როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში ძალიან საშიშია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჰორმონალურმა სისტემამ ახლახან დაიწყო მუშაობა, ზოგიერთი სახის სეკრეცია ჯერ კიდევ განუვითარებელია და სრულფასოვანი სექსუალური გამოცდილება, რომელიც ორივე პარტნიორს სიამოვნებას ანიჭებს, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

შედეგად, პირველი სექსუალური ურთიერთობით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმა, იმედგაცრუება და მტკივნეული შეგრძნებები ადამიანებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიჰყვებათ.

ამერიკელი ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადრეული სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ადამიანების 40% სექსოლოგის დახმარება სჭირდება, რათა ინტიმური ცხოვრება მოაწესრიგოს. ადრეული წარუმატებელი სექსუალური კონტაქტების გამო ადამიანების 12% მთელი ცხოვრების მანძილზე ასექსუალად რჩება.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მომავალში ხანგრძლივი და ბედნიერი სექსუალური ცხოვრებისთვის, პირველი ინტიმური გამოცდილება მხოლოდ ძლიერი ემოციური დამოკიდებულების ფონზე და 18 – დან 21 წლამდე შუალედში უნდა მოხდეს, როდესაც ადამიანის ენდოკრინული სისტემა სრულად არის ჩამოყალიბებულია და მაქსიმალურ რეჟიმში მუშაობს.

✔️ როცა დგება ფიზიოლოგიური სიმწიფე

დღეისთვის, ბევრ ქვეყანაში ფიზიოლოგიური მომწიფების ასაკად 18 წელი მიიჩნევა. სწორედ ამ ასაკში ხდება ბიჭებში რეპროდუქციული სისტემის სრული მომწიფება და გოგონებში რეგულარული მენსტრუალური ციკლის დაწყება. ამ ასაკს უკავშირდება ასევე ადამიანის ნერვული და კუნთოვანი სისტემის სრული განვითარება.

გინეკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ 13-15 წლის ასაკში სქესობრივ კონტაქტს საშოს კედლების ტრავმის რისკი უკავშირდება, რაც თავის მხრივ, ხშირად საშვილოსნოს ყელის ეროზიას იწვევს.

და ეს ყველაფერი არაა!

ბანალური პაპილომავირუსის (თუნდაც ხელზე მეჭეჭი) მქონე მამაკაცთან სექსუალური კონტაქტისას, შესაძლოა, გოგონას პაპილომავირუსი სასქესო ორგანოებზე განუვითარდეს. მოუმწიფებელი ქალის შემთხვევაში ასეთი უბრალო დაავადებაც კი ეროზიის გარდა, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნის მსგავსი წარმონაქმნების რისკებს ზრდის.

ხშირად, მოზარდებმა, რომლებსაც პირველი სქესობრივი კავშირი აქვთ, არაფერი იციან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ და მით უფრო, არ აინტერესებთ ერთმანეთის ჯანმრთელობა. ამასობაში, გონორეის, სიფილისის ან აივ ინფექციის ათვისებისთვის ერთი სქესობრივი კონტაქტიც კი საკმარისია.

ახალგაზრდა კაცის მოწესრიგებული იერი იმის გარანტია არ არის, რომ ხელზე მეჭეჭი არ აქვს. ჰიგიენის მოჰყვარულ ახალგაზრდა კაცსაც კი შეიძლება ჰქონდეს ერთჯერადი, საეჭვო გამოცდილება, რომლის უარყოფითი შედეგები თავს რამდენიმე თვის შემდეგ იჩენს.

ახალგაზრდა კაცისგან განსხვავებით, რომლის მკურნალობა უფრო ადვილია, ფიზიოლოგიურად მოუმწიფებელი გოგონასთვის ვენერიულმა დაავადებამ შეიძლება შეუქცევადი შედეგებიც კი გამოიწვიოს.

სქესობრივი ცხოვრების გვიან დაწყებაც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია

მამაკაცები ემოციურად განიცდიან სექსუალური ცხოვრების ნაკლებობას და დაგვიანებული სტარტი (25-დან 29 წლამდე) შეიძლება მათ ფსიქოლოგიურ ქცევაზე აისახოს. ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც სექსი არ აქვთ, სხვებზე მეტად არიან მიდრეკილნი აგრესიისა და საეჭვო ავანტიურებისკენ.

ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებსაც ზედმეტად მშვიდი ან მორცხვი ხასიათის გამო სექსუალური ურთიერთობები არ აქვთ, შეიძლება შინაგანი ფსიქო-ემოციური სტრესი განუვითარდეთ, რაც ზოგჯერ მწვავე ფსიქოზად, ისტერიკად ან მანიაკალურ ფსიქიატრიულ პრობლემად გარდაიქმნება, მაგრამ ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მხოლოდ პიროვნების ფსიქოტიპზე.

რაც შეეხება ფიზიოლოგიურ გავლენას, ქალისგან განსხვავებით, სექსისგან თავშეკავება არანაირად არ მოქმედებს მამაკაცის სხეულზე(❗).

გოგოებს, რომლებსაც სქესობრივი კავშირი 24 - 28 წლამდე არ აქვთ, ემოციურად უჭირთ, განსაკუთრებით ოვულაციის დღეებში. მათ ხშირად აქვთ დეპრესია, რომელიც შეიძლება ისტერიკაში გადაიზარდოს.

ამიტომ:

სამედიცინო მაჩვენებლების მიხედვით, ნებისმიერი სქესის ინდივიდუალური სომატური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სექსუალური ცხოვრების დასაწყისი უნდა დადგეს არა უადრეს 18 და არაუგვიანეს 22 წლისა.

მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის თავიდან აცილება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში