+18

როგორ გამოვიყენოთ სარკე სექსში?

fun time

23:00 პარ. 15 იანვარი, 2021 წელი

წყვილი სარკეში - ინტიმი
funtime.ge

14
დაკოპირებულია

საკუთარი თავით აღფრთოვანება და ტკბობა სექსის დროს - არის ამაში რაღაც ნარცისული და ძალიან ამაღელვებელი. სინამდვილეში კი, რაც არ უნდა მოვიხიბლოთ პორნო ფილმებში ნანახით, ვაღიაროთ, რო საკუთარი შიშველი სხეულის ყურება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ საინტერესოა, რატომ?

სხეული და ანარეკლი

ბევრს სექსის დროს დისოციაცია ემართება: გადავარდებიან საკუთარ ფანტაზიებში ან მთლიანად კონცენტრირდებიან ტაქტილურ (შეხებითი) შეგრძნებებზე. სხეული კი მხოლოდ სიამოვნების მიღების ინსტრუმენტი ხდება.
მივეჩვიეთ საკუთარი სხეულის კრიტიკულად დათვალირებას. რამდენად ხშირად ვიხედებით სარკეში შიშველ მდგომარეობაში? როდესაც აბაზანაში ტანსაცმელს ვიხდით და თითოეულ ზედმეტი ნაკეცის, სტრიის ან შეშუპებული ადგილის შესწავლას ვიწყებთ. ამ დროს მუცელს შევწევთ ხოლმე, ფეხის წვერებზე ვდგებით, ოდნავ მარცხნივ ან მარჯვნივ ვტრიალდებით, რომ საკუთარი თავი უფრო მოგვეწონოს, უფრო ლამაზები და სექსუალურები გამოვჩნდეთ...
სექსის დროს კი მუცელს ვერ შევწევთ - ამ დროს მხოლოდ მოდუნება გვინდა და არა იმაზე ფიქრი, თუ როგორ ჩამოგვეკიდა მკერდი, როდესაც ოთხზე ვდგავართ ან პარტნიორის სხეულზე ზემოდან მოვკალათდით.

სწორედ ამიტომ, სექსის დროს საკუთარ თავზე და პარტნიორზე დაკვირვებამ, შესაძლოა, მარტივად მიგვიყვანოს ფრუსტრაციამდე, თუმცა, მეორე მხრივ, ეს შეიძლება პიკანტურ ეროტიკულ თამაშად ვაქციოთ ორივესთვის: ერთდროულად სექსით დაკავება და პორნოს ყურება. არის ამაში რაღაც საინტერესო!

ახალი იდეები

სარკისებურ სამყაროს შეუძლია, ნებისმიერი, ყველაზე მოსაწყენი სექსიც კი უფრო ვნებიანი გახადოს. ბანალური მისიონერული პოზა აბსოლუტურად სხვაგვარად მოგეჩვენებათ, თუკი გარისკავთ და საკუთარ თავს გვერდიდან შეხედავთ. ამ დროს მთავარია, საწოლთან სარკე ან სარკიანი გარდერობი იდგეს.

სხვათა შორის, თუკი ეს იდეა თქვენთვის ზედმეტად თამამია, ნუ აანთებთ შუქს საძინებელში. გაანათეთ ოთახი სანთლებით ან პატარა სანათით.

სტაციონალური, დიდი სარკე მოუხერხებელია, რადგან ნაკლებად მობილურია. უმჯობესია პატარა სარკე, რათა შეძლოთ სარკის დადგმა სხვადასხვა ადგილას, ვიდრე სასურველ, მიმზიდველ რაკურსს არ იპოვით.

შეხედეთ საკუთარ თავს პოზა „მხედრულის“ დროს და დაინახავთ, როგორი მშვენიერი ხართ. წამებში მიხვდებით, რატომ გიჟდებიან კაცები, როდესაც მათზე მოთავსდებით და მოძრაობთ.

თქვენს პარტნიორსაც სიგიჟემდე აღაგზნებს „მინეტის გვერდითა ხედი“, რადგან ორალური სექსის დროს კაცები ყველაზე ხშირად თქვენს თავს ხედავენ, სარკე კი დაეხმარება მათ დაათვალიერონ თქვენი უფრო ინტრიგნული დეტალები. აი, თუკი პარტნიორს სარკის წინ დასვამთ, ხოლო თქვენ მის მუხლებში ისე მოკალათდებით, რომ მან თქვენს ზურგს უყუროს, ზუსტად ისეთი სცენა გამოვა, როგორიც ეროტიკულ ფილმებშია. დაანახეთ მას, როგორ მასტურბირებთ მინეტის დროს და ეს მას კიდევ უფრო გადაიყვანს ჭკუიდან.

სოლო თამაშები

არასდროს გიცდიათ საკუთარი შიშველი სხეულის სარკეში დათვალიერება? სცადეთ!
არასდროს მიგიმართავთ მასტურბირებისთვის სარკის წინ? არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა! ეს საკმაოდ აღმგზნები და საინტერესო გამოცდილებაა.
საკუთარი ინტიმური ნაწილების დათვალიერება ძველებურად, ცოტა ტაბუა, „კარგი გოგოები ასე არ იქცევიან“, არ ინტერესდებიან, როგორ გამოიყურება მათი საშო, თეძო ან მკერდი.

სარკე - მარტივი საშუალებაა სექსულური ცხოვრების შესაცვლელად და საკუთარი სხეულის აღსაქმელად. ძალისხმევა - მინიმუმი, აი, რეზულტატი კი თქვენთვის დაუვიწყარ სიურპრიზად იქცევა!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში