+18

სექს-რჩევები იდეალური წყვილებისგან

fun time

23:00 პარ. 29 იანვარი, 2021 წელი

COUPLE INTIME

14
დაკოპირებულია

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ როგორც წესი, მათ კვირაში სექსი ერთხელ მაინც აქვთ. ცხადია, გრაფიკი აუცილებელი არ არის.

სექსის ფართო გაგება

სექსუალურად კმაყოფილი წყვილები აცნობიერებენ, რომ აქ საქმე უფრო დიდ რამესთან აქვთ, ვიდრე მხოლოდ სქესობრივი კავშირია.

ისინი სწავლობენ

ცოდნა მხოლოდ მათემატიკასა და უცხო ენებს როდი სჭირდება? საკუთარი სხეულისა და პარტნიორის ანატომიის შეცნობა თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ისინი ეხებიან

ფიზიკური კონტაქტი კავშირისა და ნდობის ჩამოყალიბების მთავარი გასაღებია. სექს-თერაპევტები იყენებენ ტექნიკას - „სენსაციური ფოკუსირება“ - ეს არის სავარჯიშო, რომელიც იკვლევს, თქვენს ქცევას სხვადასხვა საგნის შეხებაზე და ასევე წყვილებს „მიზნის“ მიღწევის გზების პოვნაში ეხმარება, როგორიცაა ორგაზმი ან შეღწევა.

ისინი ერთმანეთს ენდობიან

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ წყვილები, რომლებიც საწოლშიც კი გულწრფელნი არ არიან, უკმაყოფილოები რჩებიან.

ისინი ითხოვენ დროს

ასაკის მატებასთან ერთად, თქვენს სხეულს უფრო მეტი დრო სჭირდება სექსუალური სტიმულაციის რეაგირებაზე. ხანდაზმულ მამაკაცებში ერექციის მიღწევა შესაძლოა, გაძნელდეს. მენოპაუზის პერიოდში, ესტროგენის ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს ნელი აღგზნება. სცადეთ დაუთმოთ საკმარისი დრო ერთმანეთს.

ისინი ატარებენ ექსპერიმენს

თქვენი სექსუალური ცხოვრება საწყის „კვალშია“ ჩარჩენილი? ერთფეროვნება მოსაწყენია, მით უფრო სექსში, რომელიც მუდმივად თავისუფლებასა და ფანტაზიების განხორციელებას მოითხოვს.

ისინი პარტნიორებს ემსახურებიან

კვლევებით დასტურდება, რომ წყვილები, რომლებიც ერთმანეთის სექსუალურად დაკმაყოფილებაზეც ფიქრობენ და არა მხოლოდ საკუთარ თავზე, უფრო ბედნიერები არიან.

ისინი მუშაობენ

ამან შეიძლება განწყობა მოგიკლათ, მაგრამ ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უფრო ბედნიერი ინტიმური ურთიერთობა აქვთ წყვილებს, რომლებსაც სჯერათ, რომ შრომა და ძალისხმევა, სულიერ ტყუპისცალს არ აპოვნინებს.

ისინი იშვიათად უყურებენ პორნოს

შესაძლოა, ეროტიკულმა ფოტოებმა თუ ფილმებმა საძინებელი დროებით გაათბოს, მაგრამ ზოგჯერ კაცები მასზე დამოკიდებულნი ხდებიან, რაც ერექციის დონეს აქვეითებს. ამასთან, პორნო არარეალურ მოლოდინს ქმნის. ამან შეიძლება, დააქვეითოს პარტნიორის თვითშეფასება და ზიანი მიაყენოს ურთიერთობას.

ისინი არ არიან ორგაზმით შეპყრობილნი

სექსის კულმინაცია არ უნდა იყოს ორგაზმი. ზოგჯერ შესაძლოა, ამან პარტნიორი ზეწოლის ქვეშ მოაქციოს.

ისინი ერთმანეთის აზრებს კითხულობენ

იმის გაგება, თუ რა მოსწონს თქვენს პარტნიორს სექსში, წინ გადადგმული ნაბიჯია. მამაკაცებს აღსაგზნებად დამატებითი სტიმულაცია არ სჭირდებათ, ქალებს - პირიქით.


წყარო: www.webmd.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში