+18

სექსთან დაკავშირებული 10 ცრურწმენა, რომლისაც წინა საუკუნეებში სჯეროდათ

fun time

23:00 ორშ. 10 მაისი, 2021 წელი

სექსი და ცრურწმენები

14
დაკოპირებულია

სექსი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას უამრავი მითი და ცრურწმენა უკავშირდება. ზოგი იმდენად დაუჯერებელია, რომ გაგიკვირდებათ, როგორ მოახერხეს ჩვენმა გულუბრყვილო წინაპრებმა გამრავლება.

ღვთიური შთამომავლობა

როგორც კი ადამიანმა თავისთვის ღმერთები გამოიგონა, მაშინვე გაჩნდა მითები, ლეგენდები, ქანდაკებები და ფრესკები მთელ ღმერთის შვილებზე, რომლებიც გედის, ხარის, ქარისა და წვიმის სახით მოგვევლინენ.

ღმერთების წარმოსახვით შთამომავლებს ანტიკურ საზოგადოებაში ძალიან მაღალი სტატუსი ჰქონდათ, ამიტომ თითქმის ყველა მმართველი თავს მოვალედ თვლიდა, რომ საკუთარი წარმოშობის შესახებ მსგავსი ლეგენდა შეეთხზა. ცოცხალი და რეალური მამის არსებობა ასეთ მითებს ხელს არ უშლიდა.

ალექსანდრე მაკედონელს მამასთან მთელი ცხოვრება დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან თითქმის ბავშვობიდან ამტკიცებდა, რომ ზევსის შვილი იყო, რომელიც ერთხელ დედამისს გამოეცხადა. შვილისგან ასეთი განცხადების მტკიცება ნებისმიერი ნორმალური მამაკაცისთვის უსიამოვნო მოსასმენია.

ტყუპები სხვადასხვა მამისგან

ტყუპების დაბადება საუკუნეების განმავლობაში რაღაც უჩვეულოდ და მისტიკურ მოვლენად მიიჩნეოდა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სჯეროდათ, რომ ტყუპებიდან ერთი მშობლების შვილი იყო, მეორე კი - ღვთაების. მამაკაცს, რომლის ცოლსაც ორმაგი დედობის პატივი ხვდა, აღშფოთების უფლება არ ჰქონდა. პირიქით - ძალების მიერ გამოვლენილი პატივისთვის ბედისთვის მადლობა უნდა გადაეხადა.

სამაგიეროდ, აფრიკის ხალხთა უმრავლესობაში ტყუპების დაბადება საშინელ უბედურებად ითვლებოდა. ზოგ თემში ტყუპებიდან ერთ-ერთ კლავდნენ, ზოგან კი - ორივეს, დედასთან ერთად. ეთნოგრაფი ჰარისი აღწერს შემთხვევებს, როდესაც ზოგიერთი ტომის მამაკაცი ერთ სათესლე ჯირკვალს საკუთარი ნებით იცილებდა, რადგან ფიქრობდა, რომ ამით ტყუპების გაჩენას თავიდან აიცილებდა.

რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ტყუპების მიმართ ბარბაროსული დამოკიდებულება ევროპაშიც კი არსებობდა. ითვლებოდა, რომ მამაკაცს მხოლოდ ერთი შვილის ჩასახვა შეუძლია, ამიტომ ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვის დაბადება დედის რამდენიმე მამაკაცთან ურთიერთობის შედეგია.

ქარით შექმნილნი

ყველა ეპოქაში ცხოვრობდნენ ქალბატონები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მამაკაცთან ინტიმური კავშირის გარეშე დაორსულდნენ. მრავალ ძველ კულტურაში არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ქალი ხისგან, ცხოველისგან, ფრინველისგან ან ქარისგან დაორსულდა.

ქალიშვილობა

ქორწილის ღამეს პატარძლის უბიწოება ზოგ ხალხში არასასურველად ითვლებოდა. მაგალითად, ძველი სემიტებისთვის სისხლი სულის საყრდენად მიიჩნეოდა და მასთან კონტაქტს ყველა გაურბოდა. იმისათვის, რომ ბოროტი ძალების გავლენა აეცილებინათ და წყვილისთვის ბედნიერი მომავალი უზრუნველეყოთ, საგანგებოდ შერჩეული ადამიანები პატარძალს ქალწულობას ძვლის ან ქვის დანის და სპეციალური რიტუალის დახმარებით აკარგვინებდნენ.

ხშირად დანის ფუნქციას შემთხვევითი მოგზაური ითავსებდა, რომელიც სოფელში ღამის გასათევს ეძებდა. ზოგჯერ კი დეფლორაციის პრობლემას ტომის ბელადი ან უხუცესი წყვეტდა. პირველი ღამის უფლებაც ამ უძველესი ტრადიციიდან იღებს სათავეს.

გველები ქალში

ჩინეთში, ინდოეთში, სპარსეთში, სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში სხვადასხვა დროს, თითქმის იდენტური რწმენა არსებობდა. ამ რწმენის თანახმად, ქალის საშვილოსნოში შხამიანი გველები იმალებოდნენ.

ერთ–ერთ ძველ ჩინურ ტრაქტატში საშინელი შემთხვევაა აღწერილი, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს დაემართა.

„როგორც კი ახალგაზრდა კაცმა ხელი გოგონას ხელი მოხვია, მისი წიაღიდან გველები გამოძვრნენ და დაგესლეს.“

სპერმა და სიცოცხლის ენერგია

ადამიანებს საუკუნეების მანძილზე სჯეროდათ, რომ სპერმა სასიცოცხლო ენერგიის საცავია და ზოგან ამის დღემდე სჯერათ. ჩინეთსა და აზიის რეგიონის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ითვლება, რომ ხშირი ეაკულაცია მამაკაცს სასიცოცხლო ენერგიას ართმევს და შეიძლება, ნაადრევი სიბერე და სიკვდილი გამოიწვიოს.

ამავე დროს, ქალები, რომლებიც სპერმას იღებდნენ, პირიქით, ჯანმრთელები და ენერგიულები ხდებოდნენ. არა მარტო აზიაში, ასეთი რწმენა ევროპაშიც კი არსებობდა. რენესანსის მწერალი ბოკაჩო თავის პამფლეტში აღწერდა, როგორ აცლიდნენ მხიარული ლამაზმანები სასიცოცხლო ენერგიას თავიანთ ქმრებს. როგორ იფურჩქნებოდნენ, სანამ მათი მეუღლეები ხმებოდნენ და იფიტებოდნენ.

როგორ „შევუკვეთოთ“ ბავშვის სქესი

მეცნიერება ისე განვითარდა, რომ დღეს ბავშვის სქესის „შეკვეთა“ საკმაოდ ადვილია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი ტექნოლოგიები ძველადაც არსებობდა, მხოლოდ გენეტიკური ინჟინერიისა და ჰორმონოთერაპიის ნაცვლად, შელოცვები და სხვა იმპროვიზებული საშუალებები გამოიყენებოდა.

მე -17-18 საუკუნეების ევროპაში ბევრს სჯეროდა, რომ ბიჭის ჩასახვისთვის საჭირო იყო მარჯვენა სათესლე ჯირკვლის თეთრად შეღებვა ან მარჯვენა თეძოს თეთრი ლენტით შეკვრა. ბავშვის სქესის შეცვლის ეს და მრავალი სხვა ხერხი სერიოზულად განიხილებოდა ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ სამედიცინო წიგნებში.

ქალების ისტერიკა

დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის მე -20 საუკუნის დასაწყისამდე, მიიჩნეოდა, რომ ქალებში სექსის ნაკლებობა ისტერიკას იწვევს. პრობლემა სამედიცინო პროცედურებით წყდებოდა, რომლის დროსაც სხვადასხვა ხელსაწყოების დახმარებით საშოში ერთგვარი მასაჟი ტარდებოდა.

თანამედროვე ფალოიმიტატორები საკმაოდ სერიოზული სამედიცინო აპარატების მემკვიდრეები არიან, რომელთანაც ქალებს ისტერიკისა და ნერვული აშლილობისგან საუკუნეების მანძილზე მკურნალობდნენ. საინტერესოა, რომ თვით სიტყვა „ისტერიკა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან hystera, ანუ „საშვილოსნო“.

სიფილისის მკურნალობა ქალწულებით

მე-17-18 საუკუნეებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაში გამოიყენებოდა ბარბაროსული და საშიში მეთოდი. იმ დროს ევროპაში სიფილისი მძვინვარებდა. მისი გავრცელების გზების შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ დაავადებასა და უზნეო ცხოვრების წესს შორის გარკვეული კავშირი არსებობდა, საიდანაც წარმოიშვა თერაპიის სპეციალური მეთოდები.

ექიმები სიფილისიანებს თავშეკავებას ურჩევდნენ, ხოლო თუ ესეც არ შველოდათ, ქალწულთან სქესობრივ კავშირს უნიშნავდნენ. ითვლებოდა, რომ ავადმყოფობა ქალწულზე არ იმოქმედებდა, მაგრამ მის სუფთა ემანაციას ცოდვილი დაავადების განადგურება შეეძლო.

ამის გამო, ფასი ქალწულებზე მკვეთრად გაიზარდა. მე-18 საუკუნის შუა პერიოდში ბრიტანეთში პატივცემული ჯენტლმენები უსახლკარო ქალწულებთან სექსისთვის ჯიშიანი ცხენის ფასს იხდიდნენ. ასეთი „მკურნალობის“ შემდეგ, გოგონა ხშირად მეძავი ხდებოდა და ინფექციას ავრცელებდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში