10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
00:11

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
რთული და დაძაბული დღეა. გარშემომყოფებთან დაპირისპირება და შეუფერებელ დროს ემოციების გამოხატვა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი მენტალური ჯანმრთელობაა. ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისას. ყურადღება მიაქციეთ ყველაზე მცირე ხარვეზსაც კი. ფრთხილად იყავით ნაღდი ანგარიშსწორებისას და თანხა აუცილებლად გადაამოწმეთ — არსებობს მოტყუების რისკი.
კურო
მშვენიერი დღეა გაწყვეტილი მეგობრული კავშირების აღდგენისა და ძველი სკანდალების გამო ბოდიშის მოხდისთვის. ეცადეთ, საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ — შესაძლოა, მეგობართან შერიგების შესაძლებლობა აღარ მოგეცეთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებულ მოვლენას წინ ყოველთვის რთული შრომა და თავდადება უსწრებს. გაციების პირველივე ნიშნებისას საჭირო ზომები მიიღეთ, რომ მდგომარეობა არ გართულდეს. აუცილებლად დაურეკეთ მშობლებს და დახმარება შესთავაზეთ — დღეს მათ თქვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ.
ტყუპები
ამ დღეს ცდუნებებს არ უნდა აჰყვეთ. შეიძლება საეჭვო ღონისძიებაში მონაწილეობა შემოგთავაზონ, მაგრამ სჯობია უარი თქვათ, რათა თავიდან აიცილოთ დიდი ხარჯები. ერთი შეხედვით უწყინარ პროექტში მონაწილეობა შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ. სავარაუდოდ, შვილებისგან სასიამოვნო სიურპრიზს მიიღებთ – ეს შეიძლება კარგი ნიშანი ან საგანგებოდ თქვენთვის შექმნილი ხელნაკეთი ნივთი იყოს. აუცილებლად დააფასეთ მათი შრომა და ეცადეთ, საინტერესო ფაქტებით დააინტერესოთ.
კირჩხიბი
ეს დღე კირჩხიბებს შესანიშნავ განწყობას აჩუქებს. დაგეგმეთ მოგზაურობა სხვა ქალაქში, მეგობრებს ეწვიეთ და სპორტით დაკავდით. გაუკეთეთ საკუთარ თავს გემრიელი საჩუქარი – წინა დღეების დატვირთული შრომის შემდეგ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.
ამ დღეს გასაუბრებებზე წასვლა და ახალი სამსახურის ძებნა უშედეგოდ დასრულდება. გამოცდილების ნაკლებობის გამო შეიძლება უარი გითხრან, ფეთქებადი ხასიათის გამო კი შეიძლება პროფესიულ სფეროში რეპუტაცია დაიზიანოთ. ახლა ყველაზე მეტად ცოდნის გაღრმავება და პროფესიული განვითარება გჭირდებათ.
ლომი
ლომებო, თვითგვემას და საკუთარი თავით უკმაყოფილებას მოერიდეთ. ეს არაკეთილმოსურნე ადამიანს თქვენი კრიტიკის სურვილს გაუჩენს. თუ ოჯახში ან პირად ურთიერთობაში დაძაბული ვითარება გაქვთ, ეცადეთ სიტუაცია განმუხტოთ და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. გირჩევთ, მავნე საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ და სპორტული აქტივობა განაახლოთ – ლამაზი აღნაგობა და კარგი ჯანმრთელობა ახლა განსაკუთრებით გჭირდებათ.
ქალწული
დღის დასაწყისი არცთუ ისე სასიამოვნო იქნება, თუმცა ამაში თავად ხართ დამნაშავე — უწყინარ შენიშვნასაც აგრესიულად პასუხობთ და ცდილობთ, საკუთარ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ. გაითვალისწინეთ, რომ უარყოფითი ემოციები მუშაობაში ხელს გიშლით და ურთიერთობებზეც ცუდად აისახება. საყოფაცხოვრებო საქმეები ხშირად რომანტიკულ ურთიერთობებს ანადგურებს და შეიძლება პარტნიორით იმედგაცრუებული დარჩეთ. ძალების აღდგენაში განმარტოება და მშვიდ ადგილზე დასვენება დაგეხმარებათ.
სასწორი
დროა, ორგანიზმის გაწმენდაზე დაფიქრდეთ. მცენარეული ჩაი დალიეთ, იოგათი და დილის ვარჯიშით დაკავდით და საყვარელ მუსიკას მოუსმინეთ. სასურველია, რომ შრომატევადი საქმეები და მნიშვნელოვანი შეხვედრები სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს სიმშვიდე თქვენზე ძალიან დადებითად იმოქმედებს და ბევრად ბედნიერს გაგხდით.
მორიელი
დროა, გარშემომყოფთა აზრი დაივიწყოთ და ცხოვრებით სრულად დატკბეთ. მოემზადეთ მსოფლმხედველობის შეცვლისთვის – მალე სხვაგვარად ფიქრს ისწავლით. იყავით ის, ვინც ხართ და არავის მიჰბაძოთ. ჩაიცვით ის ტანსაცმელი, რომლის ჩაცმასაც აქამდე ვერ ბედავდით, ეს ზუსტად ის არის, რაც ასე გაკლდათ.
როგორც მცირე, ისე დიდ ბიზნესში საქმეები შესანიშნავად მიდის. შესრულებული შრომის შემდეგ საკუთარი თავი აუცილებლად გემრიელი ტკბილეულითა და ლამაზი ნივთებით დააჯილდოვეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მსხვილ გარიგებებზე უარი არ თქვათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძველი ენერგიისგან გათავისუფლდეთ და ახალი ენერგიით დაიმუხტოთ. დროა სახლში გენერალური დასუფთავება ჩაატაროთ და უსარგებლო ნივთები გადაყაროთ. განახლებული გარემო თქვენს შინაგან მდგომარეობას გააუმჯობესებს და ახალი მიღწევებისკენ გიბიძგებთ. თუ თქვენს მეგობრებს შორის მერწყულები ან კირჩხიბები არიან, დღეს მათთან ფრთხილად უნდა იყოთ. მათი მზაკვრული გეგმების გამო შეიძლება თქვენი ურთიერთობა შეიცვალოს. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც თქვენ გარშემო ამბობენ და ეცადეთ არაფერი გამოგეპაროთ.
თხის რქა
თხის რქებს კვირის ყველაზე რთული დღე ელით. ნუ ჩაერევით სხვა ადამიანების კამათში და თავი შეიკავეთ ნებისმიერი დაპირისპირებისგან. ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემების მიზეზი სავარაუდოდ, უთქმელობაა. პარტნიორს თქვენი არ ესმის და არც ცდილობთ, რომ აუხსნათ. დღის ბოლოს ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. მიხვდებით, რომ წყენა უნდა დაივიწყოთ და ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ერთად იმუშაოთ.
მერწყული
ვარსკვლავები მერწყულ მამაკაცებს ურჩევენ, რომ ამ დღეს გასართობ ღონისძიებებსა და ცხიმიან საკვებზე უარი თქვან, ქალები კი ზედმეტ და უსარგებლო შესყიდვებს უნდა მოერიდონ. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროსაც, რადგან მოსალოდნელია სხვა მძღოლებთან კონფლიქტი. თუ ცდუნებასთან გამკლავება გიჭირთ, გირჩევთ დღის მეორე ნახევარში სახლში დარჩეთ და სატელეფონო ზარებს არ უპასუხოთ.
ფინანსურ სფეროში თანამშრომლობისა და კარიერული წინსვლისთვის იდეალური დროა. გაუმართლებს მათ, ვინც ინტერნეტის საშუალებით ონლაინ მუშაობს.
თევზები
დილას ადრე გაღვიძება თევზების განწყობაზე დადებითად აისახება. ამ დღეს საკუთარ გრძნობებს შესანიშნავად აკონტროლებთ და ურთიერთობისთვის გახსნილი ხართ. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ თქვენთვის უჩვეულო საქმით დაკავდეთ, თუმცა ვარსკვლავებისდახმარების იმედი ნუ გექნებათ. მოერიდეთ მოგზაურობასა და შორეულ მგზავრობებს – წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან