დღის ჰოროსკოპი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:35 ოთხ. 10 სექტემბერი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 სექტემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა. მზად იყავით იმისთვის, რომ ახლობელ ადამიანებთან თქვენს ურთიერთობას გამოცდა ელით. თავი შეიკავეთ ახალი საქმეების დაწყებისა და ხელშეკრულებების დადებისგან, რადგან ყველაფერი ფინანსური დანაკარგებით დასრულდება. ყურადღება მოიკრიბეთ და ენერგიას უაზროდ ნუ გაფლანგავთ. თქვენი მატერიალური კეთილდღეობა გაუმჯობესდება, რაც პირველ რიგში, დამატებით შემოსავალს უკავშირდება. ბოლოს და ბოლოს იმ ნივთების შეძენას შეძლებთ, რომლებზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. სამუშაო მოგემატებათ, თუმცა თუ დროს სწორად გაანაწილებთ, დასვენებასაც და მუშაობასაც შეძლებთ.

კურო

დილიდან ძალების მოზღვავებას გრძნობთ და ცდილობთ, რამდენიმე საქმე ერთდროულად დაასრულოთ. ეს დღე ხელსაყრელია სამეწარმეო საქმიანობისა და თვითგანვითარებისთვის. იღბალი ყველა საქმეში თქვენ გვერდითაა, თუმცა მაინც ჯობს, არ გარისკოთ და კარგად გამოცდილი მეთოდებით იხელმძღვანელოთ. დღის განმავლობაში შესაძლოა, გადაღლა იგრძნოთ. ამ ფონზე საყვარელ ადამიანთან კამათები და დაპირისპირება გელით, თუმცა საღამოს მდგომარეობა გაუმჯობესდება და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

ტყუპები

დღეიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში კარიერულ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხელი არ ჩაიქნიოთ. ეცადეთ აგრესია, რომელიც მუშაობაში და ურთიერთობებში ხელს გიშლით, მოთოკოთ. მეგობრების რჩევას ფრთხილად მოეკიდეთ — სავარაუდოდ, შეთავაზებული გზა ჩიხში მიგიყვანთ. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს — მათი საშუალებით კოსმოსი მინიშნებებს გიგზავნით. პირად ცხოვრებაშიც ცვლილებებია მოსალოდნელი, მაგრამ რა ხასიათის იქნება, მხოლოდ თქვენზე და თქვენს ქცევებზეა დამოკიდებული.

კირჩხიბი

ყველა საქმის ერთდროულად კეთება არ ღირს — ეცადეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმით დაიწყოთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა ბევრად უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, ამიტომ ინდივიდუალური საქმიანობა დროებით უნდა დაივიწყოთ. სამსახურში შეიძლება მოულოდნელი დაბრკოლებები შეგექმნათ, მაგრამ ყველაფერს გააკეთებთ, რომ სიტუაციიდან გამოსვლა მოახერხოთ. გახსოვდეთ — წარუმატებლობა და დაბრკოლებები სტრესსა და აპათიას იწვევს, მაგრამ ისინი შეიძლება გამოსავლის პოვნისა და გარდაქმნისთვის ძლიერი იმპულსი გახდეს.

ლომი

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. ერთი მხრივ, ენთუზიაზმით, შემოქმედებითი ენერგიით და შთაგონებით ხართ სავსე, მეორე მხრივ კი ასეთმა აზარტმა შეიძლება საეჭვო ავანტიურაში ჩაგითრიოთ. გირჩევთ, მთელი ყურადღება საქმეზე გადაიტანოთ და ენერგია უაზროდ არ გაფანტოთ. ეს დღე ბიზნესისთვის იდეალურია – ახალი ხელშეკრულებები და თანამშრომლობა ძალიან მოგებიანი აღმოჩნდება და შემოსავალს მოგიტანთ. ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან გახსნილი ნუ იქნებით – სამყაროში ბევრი შურიანია, ამიტომაც სხვისი რჩევების ბრმად მიყოლა არ ღირს.

ქალწული

ქალწულებო, ეცადეთ გარშემო მყოფების მიმართ უანგარო, დიდსულოვნება და მომთმენი იყოთ. შესანიშნავი დღეა ესთეტიკური ტკბობისთვის, ამიტომ შეგიძლიათ გამოფენაზე ან თეატრში წახვიდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა სხვა დღისთვის გადაიტანოთ. ამჟამად უფრო პრიორიტეტულია, თქვენი დრო და ენერგია დაუსრულებელ საქმეებს მოახმაროთ. ფინანსურ სფეროში რთული პერიოდია, ამიტომ ფულის ვალად გაცემას უნდა მოერიდოთ.

სასწორი

ახალი პროექტების დაგეგმვის ნაცვლად ჯობია, დრო ახლობლებს დაუთმოთ. მათი აზრით, ოჯახს ყურადღებას აკლებთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა გული გატკინოთ და იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ ამას კონფლიქტად ნუ აქცევთ. ახალ ადამიანებთან შეხვედრა ორმხრივად სასარგებლო იქნება. კოლეგებთან ურთიერთობა საინტერესო აღმოჩენამდე მიგიყვანთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მცირე კონფლიქტია მოსალოდნელი.

მორიელი

ეს დღე სულიერ სიმშვიდესა და საკუთარი თავის რწმენას მოგიტანთ. ამაში დიდი წვლილი ახლობლებს მიუძღვით, რომელთა ზრუნვა და მხარდაჭერა ნებისმიერ სირთულეს გადაგატანინებთ. ახალი ნაცნობობა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ საფეხურზე აიყვანოთ და ოჯახი შექმნათ. თქვენი კავშირი ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს და ცხოვრების ბოლომდე გაძლებს.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად დასვენების, ბოდიშის მოხდისა და ძველი წყენების დავიწყებისთვის. ამ დღეს თქვენი ამოცანაა, მტრები შეარიგოთ და გარშემო მყოფებს სამყაროს სილამაზე აჩვენოთ. მოსალოდნელია, რომ ყურადღების ცენტრში მოხვდეთ, თუმცა ეს ყოველთვის სასურველი არ არის. შეიძლება ვიღაცას თქვენი წარმატების შეშურდეს და ცილი დაგწამოთ ან ჭორი გაგივრცელოთ. თავშეკავება გამოიჩინეთ და საშუალებას ნურავის მისცემთ, თქვენს საქმეში ჩაერიოს. ახლა თვითკონტროლი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან არაკეთილგანწყობილი ადამიანი მხოლოდ თქვენს შეცდომას ელის.

თხის რქა

მშვიდი დღეა, თუმცა რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებთ. ამ დღეს შეგიძლიათ იმით დაკავდეთ, რაც ძალიან გიყვართ. ფიზიკურად ნუ გადაიღლებით – თქვენს ორგანიზმს დასვენება სჭირდება. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში შიში, ეჭვები და გაურკვევლობა იგრძნოთ. ასეთ დროს ადამიანები სამყაროს მიმართ უნდობლობას გრძნობენ, რაც ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. თუ ხანგრძლივ აპათიაში ჩაეფლობით, შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან დაიძაბოს.

მერწყული

ამ დღეს გზაზე მხოლოდ მატყუარები და თაღლითები გხვდებიან, ამიტომ უმჯობესია სახლში დარჩეთ, ოთახი მოაწესრიგოთ ან ივარჯიშოთ. არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, თუმცა, იდეალური დღეა შოპინგისთვის – მით უმეტეს, რომ გარდერობი გასაახლებელი გაქვთ. თქვენი სექსუალური ენერგია ახლა პიკზეა, რაც პირად ურთიერთობებში ძალიან დაგეხმარებათ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლები თქვენი გულის მოგებას ცდილობენ, საღამოს კი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის უნდა მოემზადოთ.

თევზები

ამ დღეს არსებობს რისკი, რომ თაღლითებს გადაეყაროთ, ამიტომ ჯობია, ყველა ფინანსური საკითხი სამომავლოდ გადაიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობებს და ზედმეტად კატეგორიული ნუ იქნებით – ეს პარტნიორთან თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. მზად იყავით კომპრომისზე წასასვლელად – შედეგი ძალიან გაგახარებთ. უახლოეს მომავალში თქვენი ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადავა და პასპორტში ბეჭდამდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge