დღის ჰოროსკოპი

12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:55 კვი. 11 იანვარი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

შეხვედრა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. ხელსაყრელი დღეა შერიგებისა და ურთიერთობის მოგვარებისთვის. ამ დღეს სხვების ემოციების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ, ამიტომ ნუ გადადებთ იმ ადამიანებთან შეხვედრას, ვინც სასიამოვნო განწყობაზე გაყენებთ.

ხელსაყრელი დღეა ბანკში ვიზიტის, კრედიტის აღების ან საკრედიტო ბარათის გასაფორმებლად. ნათესავებისა და მეგობრებისგან მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებთ, რაც ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

სასურველია, რომ კუნთოვანი მასის გასაძლიერებელი ვარჯიშები დაიწყოთ, თუმცა მკვეთრ დატვირთვას უნდა მოერიდოთ.

კურო

საყვარელი ადამიანის მიმართ უნდობლობის მიზეზი არ გაქვთ, ამიტომ ეჭვები თავიდან მოიშორეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, არაკეთილმოსურნე ადამიანმა თქვენი ეჭვიანობით ისარგებლოს და ურთიერთობაში ბზარი შეიტანოს.

ეცადეთ, ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში იყოთ და იაქტიუროთ. იყავით გულწრფელი როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან — ნებისმიერი ტყუილი მალე გამჟღავნდება.

ფინანსურ საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. პლანეტების განლაგება მიანიშნებს, რომ თქვენ გვერდით არაკეთილსინდისიერი ადამიანია, რომელიც მზადაა, ხაფანგი დაგიგოთ.

სატურნის გავლენა ჯანმრთელობის პრობლემებზე ან არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ.

ტყუპები

ამ დღეს გელით ნაცნობობა, რომელიც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. თუ მეტ მოთმინებასა და დიპლომატიურ თვისებებს გამოიჩენთ, მეზობლებთან დაძაბულ ურთიერთობას განმუხტავთ. გირჩევთ, ბავშვებთან კომუნიკაციას მეტი დრო დაუთმოთ - დასვით კითხვები და მათ აზრს მოუსმინეთ.

დღეს სჯობს ძველი საქმეები დაასრულოთ, ვიდრე ახალი პროექტები წამოიწყოთ. დღესასწაულის შემდეგ სამუშაოზე კონცენტრირება გიჭირთ, განსაკუთრებით - ერთფეროვან საქმეზე.

მოსალოდნელია მოგება უძრავი ქონების გაქირავებიდან ან გაყიდვიდან. შორ მანძილზე მოგზაურობა, სამეცნიერო საქმიანობა და უცხოური თანამშრომლობა სარგებელს მოგიტანთ.

გირჩევთ, ამ დღეს სახლში მომზადებული საკვები მიირთვათ.

კირჩხიბი

ამ დღეს საპირისპირო სქესთან ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება. შესაძლოა, ძველი ნაცნობისგან ახლობელ ადამიანთან დაკავშირებული ამბავი გაიგოთ, თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ.

სამსახურში მოლაპარაკების გამართვა მოგიწევთ. მზად იყავით დათმობისთვის, თუმცა საკუთარ ინტერესებსაც ნუ დაივიწყებთ. დროებით მარცხს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ - ადრე თუ გვიან, ფორტუნა თქვენკენ შემობრუნდება!

ყურადღება მიაქციეთ ფეხებში სისხლის მიმოქცევას. სასურველია, მასაჟთან ერთად, მალამოები გამოიყენოთ და ფეხების ზედმეტად დატვირთვას მოერიდოთ.

ლომი

თუ დაოჯახებული არ ხართ, ახლო მომავალში შესაძლოა, ხელი გთხოვონ, თუმცა, ხართ თუ არა მზად ამისთვის, ეს კიდევ საკითხავია. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული დრო თქვენზე დადებითად იმოქმედებს, ამიტომ ეცადეთ სამსახურიდან ადრე წამოხვიდეთ.

გამორიცხული არ არის კოლეგებთან ურთიერთობის დაძაბვა. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი თავშეკავება ამპარტავნებად ჩათვალოს. გამორიცხული არ არის, რომ ძველი ვალი დაგიბრუნონ, რაც ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ფიზიკური აქტივობისთვის ხელსაყრელი პერიოდია. კარგი იქნება, თუ ორიოდე დღით ქალაქგარეთ გასვლას მოახერხებთ - ეს განტვირთვასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ეს დღე თქვენს პირად ცხოვრებაში გადამწყვეტი იქნება. ეცადეთ, საკუთარი თავი და შეხედულებები დაიცვათ და თანამოაზრეები გაიჩინოთ.

ფინანსებთან დაკავშირებული რისკიანი გარიგებები სჯობს სამომავლოდ გადადოთ, ან უკიდურეს შემთხვევაში, დახმარებისთვის სანდო იურისტს მიმართოთ.

თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ, ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

სასწორი

ვენერა მარსთან ჰარმონიულ ასპექტში შედის, ამის გამო ზოგიერთ თქვენგანს გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა მოუნდება, რაც შეცდომა იქნება. ოჯახურ ცხოვრებაში კი კონფლიქტების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს.

თუ სამსახურში გამოცდილ კოლეგების დახმარების იმედი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თქვენთვის ვერ მოიცლიან, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ვარსკვლავები გირჩევენ ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ.

შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ ნერვიულობასა და გადაღლას მოერიდეთ.

მორიელი

მოულოდნელი და ამაღელვებელი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს სამყაროს ამოაყირავებს. ბედი იზრუნებს მათზე, ვინც ნამდვილ სიყვარულს ეძებს და საინტერესო ურთიერთობისკენ გზას გაგინათებთ.

დაბრკოლებები შეიძლება იქ გაჩნდეს, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით. დაივიწყეთ სკანდალები და დამნაშავეების ძებნა. საქმე, რომელსაც მალე დაგავალებენ, თქვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, სამაგიეროდ ეს საკუთარი თავის წარმოჩენის შესანიშნავი შანსი იქნება!

ხელსაყრელი დროა მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. წარსულის ზოგი პრობლემა თავს შეგახსენებთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწევთ.

მშვილდოსანი

ყველა უსიამოვნებას საკუთარ შეცდომებს ნუ დაუკავშირებთ. ზოგი პრობლემა შესაძლოა უბრალოდ სტრესით, დაღლილობით ან სხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული. ექსპერიმენტების და სიახლეების ნუ შეგეშინდებათ, რადგან ერთფეროვნებამ შესაძლოა ყველაზე მყარი ურთიერთობაც კი გააფუჭოს.

მომდევნო რამდენიმე დღისგან ძალიან ბევრს ნუ ელით, სამსახურში ჩვეული რუტინა დაგხვდებათ. მერკური მოსალოდნელი ფინანსური პრობლემების შესახებ გაფრთხილებთ — სიფრთხილე გამოიჩინეთ სავაჭრო ცენტრებში ანგარიშსწორებისას, რადგან თაღლითობის ან ქურდობის რისკი არსებობს.

თუ წონაში დაკლება გსურთ, მენიუდან მაღალკალორიული პროდუქტები ამოიღეთ.

თხის რქა

ამ დღეს შეუდარებლად გამოიყურებით! ეცადეთ, ეს შესაძლებლობა იმ ადამიანის მოსახიბლად გამოიყენოთ, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ.

თუ განმარტოების სურვილი გაგიჩნდებათ, საკუთარ თავს ნუ შეეწინააღმდეგებით. უარი თქვით ყველაფერზე, რაც სიამოვნებას არ განიჭებთ. ნუ მისცემთ სხვებს თქვენზე ზეწოლის უფლებას და აბეზარი ადამიანი თავაზიანი უარით მოიცილეთ.

დღის მეორე ნახევარში გამოჩნდება საქმე, რომელიც კარგ შემოსავალს გპირდებათ. მოერიდეთ დიდ ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას, თორემ საღამოს შესაძლოა თავის ტკივილმა შეგაწუხოთ.

მერწყული

საკუთარ გრძნობებში ბოლომდე ვერ გარკვეულხართ? მოვლენებს ნუ დააჩქარებთ - ყველაფრის გააზრება თავის დროზე მოვა!

ნათესავებმა შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ჩარევა სცადონ, რასაც კონფლიქტი და დაპირისპირება მოჰყვება. ეცადეთ, მოვლენების ასეთი განვითარება არ დაუშვათ.

სიზარმაცის, შიშისა და ყოყმანის დაძლევა ახალი სფეროს ათვისებაში დაგეხმარებათ. მფლანგველობა კარგს არაფერს მოგიტანთ, თუნდაც ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოთ.

დღეს კოსმეტიკური სალონის სტუმრობა კარგ შედეგს მოგიტანთ. შესანიშნავი დღეა ორგანიზმის დეტოქსიკაციისა და დიეტის დაწყებისთვის.

თევზები

პირად ურთიერთობებში მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. ზედმეტად ნუ იაქტიურებთ, თორემ შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. ეცადეთ, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ერთმანეთს ყურადღებით მოუსმინოთ — ეს გაუგებრობების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

მზად იყავით მოულოდნელი ხარჯებისთვის — მცირე ფულადი მარაგი სტრესისგან დაგიცავთ. თუ მოინდომებთ, დღეს ზოგიერთ მავნე ჩვევასთან გამკლავებას შეძლებთ — საუკეთესო დროა მოწევისთვის თავის დანებებისთვის. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge