დღის ჰოროსკოპი

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 ორშ. 12 იანვარი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს განსაკუთრებით მომხიბვლელი ხართ და ეს შანსი უნდა გამოიყენოთ! კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, სასურველია, რომ პარტნიორის აზრის მიმართ მეტი მოთმინება და პატივისცემა გამოიჩინოთ.

შესაძლოა, იპოვოთ საქმე, რომელიც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ, თუმცა საეჭვოა, ამდენ საქმეს მარტო გაუმკლავდეთ - გირჩევთ, დამხმარე ან თანამოაზრე იპოვოთ. ფინანსებთან დაკავშირებულ დაპირებებს ნუ გასცემთ, რადგან პირობის შესრულება გაგიჭირდებათ.

დილის საათებში მსუბუქი მელანქოლია სატურნის გავლენაა, რომელიც საღამოსკენ განეიტრალდება.

კურო

ეს დღე პირად ცხოვრებაში ცვლილებებით და საინტერესო მოვლენებით დაგამახსოვრდებათ. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა იმატებს. სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.

ყურადღება მიაქციეთ ვალდებულებებს, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავთ. პრინციპი - ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღესვე შეგიძლია, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ბევრი ენერგია დახარჯოთ საქმეზე, რომლის მიტოვებაც შუა გზაზე მოგიწევთ. მოერიდეთ დაუგეგმავ ფინანსურ ოპერაციებსა და საყიდლებს.

საღამოს საათებში შესაძლოა შინაგანი შფოთვა იგრძნოთ. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და თქვენი დარდი ახლობელ ადამიანს გაუზიარეთ.

ტყუპები

ნუ გაჯიუტდებით. თქვენმა უადგილო პრინციპულობამ შესაძლოა კამათი და დაპირისპირება გამოიწვიოს. სასურველია, რომ ამ დღეს საყოფაცხოვრებო საქმეები მინიმუმამდე დაიყვანოთ. ცოტა ხნით განმარტოვდით, რომ საკუთარ ემოციებში გაერკვეთ და ბედის მოულოდნელი შემობრუნებისთვის მოემზადოთ.

შესაძლოა კოლეგამ ღირებული იდეა მოგაწოდოთ. შანსი გექნებათ, რომ პროფესიონალიზმი და არასტანდარტული ხედვა გამოავლინოთ.

გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთ თქვენგანს მევალე ესტუმროს და ფულის დაბრუნება მოითხოვოს. ჯანმრთელობის მხრივ, ასაკიან ტყუპებში მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება.

კირჩხიბი

დაფიქრდით, რას ელით ურთიერთობისგან და საყვარელ ადამიანს გულწრფელად დაელაპარაკეთ — ეს საუბარი თქვენს ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაუმართაობამ შესაძლოა დაუგეგმავი ხარჯები გამოიწვიოს და ოჯახის ბიუჯეტი შეარყიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თუ შესაძლებელია, მსხვილი შენაძენი ორი კვირით გადადოთ.

სამსახურში სტაბილური პერიოდია და უახლოეს მომავალში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. გახსოვდეთ, რომ წარმატებას ის აღწევს, ვინც მარცხს არ ეგუება.

დღეს შესაძლოა მოხდეს რაღაც, რაც თქვენს გეგმებზე ან ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. სიჯიუტემ და სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა დაარღვიოს.

ლომი

თუ სიახლოვის განწყობაზე არ ხართ, ტრაგედია არ არის — საღამოს სასიამოვნოდ გატარება სხვაგვარადაც შეიძლება. უახლოეს დღეებში პარტნიორთან ურთიერთობა რთულად წარიმართება და ზოგიერთ საკითხში ურთიერთგაგების მიღწევა გაგიჭირდებათ.

თუ უფროსთან მნიშვნელოვან საუბარს გეგმავდით, კვირის ბოლომდე ნუ გადადებთ. ძველი, თითქმის უიმედო პროექტი შემოსავალს მოიტანს და თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. ფულის გონივრული მართვა კაპიტალის გაზრდის საშუალებას მოგცემთ.

მოერიდეთ გადაღლას და თუ შესაძლებელია, დრო პასიურად გაატარეთ — ბოლოდროინდელი სტრესის გამო თქვენი ენერგეტიკა დასუსტებულია.

ქალწული

გაურკვევლობა მოსვენებას გიკარგავთ? მაშინ ძალა მოიკრიბეთ და გაარკვიეთ, რა იმალება მინიშნებით ნათქვამი სიტყვების უკან. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებთან უხეშობას მოერიდოთ, თუნდაც ამის მიზეზი გქონდეთ.

წარმატებით დასრულებული პროექტის შემდეგ თქვენი ავტორიტეტი როგორც კოლეგებში, ისე ხელმძღვანელობის თვალში გაიზრდება და შეგიძლიათ ეს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ბოლო დროს ბევრ ქალწულს დიდი ხარჯების გაღება მოუწია, თუმცა ახლა სესხისა და კრედიტის აღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

თუნდაც დროებით, უარი თქვით მავნე ჩვევებზე, რადგან მალე ჯანმრთელობაზე მათ უარყოფით გავლენას იგრძნობთ.

სასწორი

შესაძლოა, პარტნიორმა იმედი გაგიცრუოთ და მიხვდეთ, რომ ის ადამიანი არაა, ვისთან დაბერებაზეც ოცნებობდით. დაოჯახებულები სასწორებისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ შესაძლოა ინტერიერის განახლების სურვილი გაგიჩნდეთ.

მარსის გავლენა იზრდება — თქვენი კეთილსინდისიერება წარმატებას მოგიტანთ როგორც შემოქმედებით, ისე საქმიან სფეროში.

რეალობისა და მოლოდინების შეუსაბამობამ შესაძლოა განწყობა გაგიფუჭოთ. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებსა და ფულის სესხება-გასესხებას.

გადაღლილობისა და უძილობის გამო ძალები გამოგელიათ, ამიტომ ეცადეთ სამსახურიდან ადრე წამოხვიდეთ და ღამით ტელევიზორთან დიდხანს არ დარჩეთ.

მორიელი

ადამიანთან, რომელსაც კარგად არ იცნობთ, ზედმეტ გულახდილობას ნუ გამოიჩენთ, განსაკუთრებით, პირადი ცხოვრების განხილვას მოერიდეთ. გადახედეთ თქვენს ჩვევებს — შესაძლოა, ოჯახის საერთო კეთილდღეობისთვის რაღაცის შეცვლა იყოს საჭირო. გამჭრიახი გონება და ძლიერი ინტუიცია გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში დაგეხმარებათ. მოზღვავებული ენერგია მიზნებზე ფოკუსირებას გაგიადვილებთ.

ფინანსების მხრივ ვარსკვლავები განსაკუთრებულს არაფერს გპირდებიან, ამიტომ სჯობს, ხარჯების შემცირებაზე იფიქროთ.

თუ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გაწუხებთ, წნევა აკონტროლეთ და სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ.

მშვილდოსანი

რთული და კონფლიქტური დღეა. საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ დათმობაზე წასვლაც საჭიროა. ყურადღება გამოიჩინეთ ოჯახის წევრების მიმართ.

შესაძლოა, ამ დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გირჩევთ გამოცდილ ადამიანებთან ერთად გააანალიზოთ, რა გიშლით ხელს შემოსავლების მიღებაში. ამ დღეს მნიშვნელოვან პროექტებს ნუ დაიწყებთ.

შესაძლოა, საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ კვებისა და დასვენების რეჟიმს - ახლა წონასწორობის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია.

თხის რქა

თუ მარტოხელა ხართ, პარტნიორის საპოვნელად შესანიშნავი დროა. გირჩევთ, ამისთვის მეგობრების წრე, ინტერნეტი ან სოციალური ღონისძიებები გამოიყენოთ.

შესაძლოა, ახალმა გარემოებებმა თქვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონიონ და გეგმების შეცვლა გაიძულოთ. კარიერისა და სასიყვარულო ურთიერთობების ერთმანეთთან შეთავსებას ნუ ეცდებით, ეს მხოლოდ პრობლემებს გამოიწვევს.

მსხვილი, გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით, თუმცა შენაძენი ან გარიგება წარმატებული იქნება. ჯანმრთელობის მხრივ დღე პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

მერწყული

წყვილებმა, რომლებსაც პრობლემები აქვთ, სასურველია გრძნობების გამოსაცდელად ცოტა ხანი ცალ-ცალკე გაატარონ. ეს დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, გააგრძელებთ ურთიერთობას თუ საბოლოოდ დაშორდებით.

პარტნიორის პრეტენზიების გამო თვითშეფასების პრობლემები გაგიჩნდათ, ამიტომ გირჩევთ, სილამაზის სალონს ეწვიოთ, ვარცხნილობა შეიცვალოთ ან ახალი სამოსი შეიძინოთ.

თამამად იმოქმედეთ — თქვენი ენთუზიაზმი ინვესტორებსა და პარტნიორებს დააინტერესებს. წარსულის წარუმატებლობებზე რაც შეიძლება ნაკლები იფიქრეთ და ეცადეთ, პოზიტიურ ტალღაზე განეწყოთ.

თევზები

ენდეთ ინტუიციას - ის ამ დღეს არ გიღალატებთ. ახლობლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას ზედმეტ კატეგორიულობას ნუ გამოიჩენთ, რადგან ამან შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტამდე მიგიყვანოთ.

თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, ახლა შერიგებისთვის საუკეთესო დროა. თუ თავს დამნაშავედ გრძნობთ, ბოდიში მოიხადე და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ.

კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშის განახლებისთვის. თავს შესანიშნავად გრძნობთ, მაგრამ პერიოდულად დასვენება აუცილებელია — ამის გარეშე ნაყოფიერ მუშაობას ვერ შეძლებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge