დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:27 სამ. 13 იანვარი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ამ დღეს თქვენი ინტუიცია უჩვეულოდ გამახვილდება, რაც პარტნიორის სურვილების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა ურთიერთობების გასაღრმავებლად. ფრთხილად იყავით — თქვენმა დაუფიქრებელმა საქციელმა შესაძლოა რჩეულთან ურთიერთობა გააფუჭოს.

თქვენისთანა პროფესიონალებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა, ამიტომ მოგებიან წინადადებებს თამამად დათანხმდით, თუნდაც კომპანიის შეცვლა მოგიწიოთ. თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის და ფინანსური მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება.

ყოველდღიურ განრიგში აუცილებლად ჩართეთ ფიზიკური აქტივობა, რადგან უმოძრაობა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

კურო

უმიზეზო ეჭვიანობისა და ურთიერთბრალდებების გამო სიყვარულში შეიძლება გაუგებრობები წარმოიშვას. თუ საყვარელი ადამიანის ქცევაში რამე არ მოგწონთ, ბრალდებების წამოყენებამდე ეცადეთ, გულწრფელად ისაუბროთ და შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოთ.

გირჩევთ, ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ და დაგროვილი საკითხების განსახილველად დრო გამონახოთ. თუ ხელფასი ან სამუშაო პირობები არ გაკმაყოფილებთ, დროა სამსახურის შეცვლაზე იზრუნოთ.

საღამოს საათებში ეცადეთ, კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროთ და მეტი იმოძრაოთ.

ტყუპები

უახლოეს მომავალში ძველი თაყვანისმცემელი ან შეყვარებული თავს შეგახსენებთ. მოსალოდნელია მგზავრობა და წვრილმანი საყოფაცხოვრებო უსიამოვნებები, რომლებიც კვირის განმავლობაში მოგვარდება.

სამსახურში მოსალოდნელია დაპირისპირება. სიტუაციაში გასარკვევად ჯობია გულახდილად ისაუბროთ და ზურგს უკან ჭორაობას ერიდოთ! ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, ამიტომ დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ და დამატებით შემოსავალზე დაფიქრდით.

ყურადღება მიაქციეთ რას და რამდენს მიირთმევთ — ცხიმიანი და ქოლესტერინით მდიდარი საკვები არა მხოლოდ წონაში მატებას, არამედ ჯანმრთელობის გაუარესებასაც გამოიწვევს.

კირჩხიბი

თუ ვინმე შეგიყვარდათ, დიდხანს ნუ იფიქრებთ იმაზე, გრძნობებში როდის და როგორ გამოუტყდეთ — უბრალოდ, თქვით ის, რასაც გრძნობთ - განსაკუთრებით, თუ გრძნობა ორმხრივია. საერთო გეგმები თქვენს კავშირს განამტკიცებს.

დღეს შესანიშნავი დღეა ახალი ნაცნობობისა და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის. თქვენი კომუნიკაბელურობა და გამჭრიახობა საქმეების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ სარისკო გარიგებებს და საეჭვო ადგილებს, განსაკუთრებით ღამის საათებში.

ეცადეთ, ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ და ახალი, უცნობი კერძები არ დააგემოვნოთ.

ლომი

სიყვარულის ახსნისთვის შესაფერისი დროა — დიდი შანსია, რომ თქვენს შეთავაზებას დადებითად უპასუხონ. თუ ძველი ურთიერთობის აღდგენა ან მეგობრებთან შერიგება გსურთ, ხელსაყრელი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. ამ დღეს ადამიანების მოსმენის უნარი ძალიან გამოგადგებათ.

ეცადეთ, კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის პრიორიტეტები სწორად გადაანაწილოთ. წარმატების მისაღწევად აუცილებელი არ არის, რომ შრომისმოყვარეობა ფანატიზმში გადაგეზარდოთ.

სასურველია, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნო გარემოში დაისვენოთ.

იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა არასოდესაა გვიან, მაშინაც კი, თუ „რკინის ჯანმრთელობა“ გაქვთ.

ქალწული

ეს დღე ყოველმხრივ იღბლიანია და მატერიალურ წინსვლას გპირდებათ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, თუმცა თქვენგანაც აქტიურობას ითხოვენ.

გირჩევთ, სახლში ინტერიერი განაახლოთ ან მცირე კოსმეტიკური რემონტი გააკეთოთ — ეს ფინანსური ნაკადების მოზიდვასა და მატერიალური კეთილდღეობის შექმნაში დაგეხმარებათ. მეტისმეტად დიდი მოცულობის სამუშაოს ნუ აიღებთ, თორემ სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ.

მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა ძველმა პრობლემებმა ან ქრონიკულმა დაავადებამ თავი შეგახსენონ.

ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ, თორემ მარტო დარჩებით!

სასწორი

სასწორ ქალებს ახალი, ხანმოკლე გატაცება ელით, რომელიც გეგმების შეცვლას აიძულებთ. მამაკაცებს საკუთარი პრინციპების დაცვა მოუწევთ. აკონტროლეთ თქვენი ქცევა, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. ამ დღეს დასვენება და გარემოს შეცვლა კარგი იქნება.

შესაძლოა, სამსახურში კონკურენციას წააწყდეთ, თუმცა ეს მხოლოდ უკეთ მუშაობის სტიმულს მოგცემთ. ეცადეთ თქვენი პოტენციალი სრულად გამოავლინოთ. თქვენი ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეუძლია ფული არაფრისგან აკეთოს — დროა გაარკვიოთ, მათ შორის ხართ თუ არა!

საკუთარ თავს წარსულში დაშვებული შეცდომების გამო ნუ დასჯით — რაც იყო, იმას ვერ შეცვლით, ახლა წინსვლის დროა.

მორიელი

თუ მეორე ნახევართან ურთიერთობა მოულოდნელად დაიძაბა, მიზეზი თქვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკი იქნება. ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ფიქრების დალაგებასა და საკუთარ გრძნობებში გარკვევაში გვეხმარება.

დღეს სტუმრების მიღება არასასურველია — დიდია შანსი, რომ მათი ვიზიტით უკმაყოფილო დარჩეთ.

ამ დღეს გავლენიანი ადამიანის გაცნობის შანსი გაჩნდება, ეცადეთ მასთან კარგი ურთიერთობა დაამყაროთ. მცირე ფინანსურ რისკზე წასვლამ შესაძლოა დიდი მოგება მოგიტანოთ.

მოერიდეთ ყავისა და ალკოჰოლის ჭარბად მიღებას, რადგან ამან შესაძლოა წნევის ცვალებადობა გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

მომდევნო 24 საათში სასიყვარულო საქმეებში საგრძნობი ცვლილებებია მოსალოდნელი. პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ წარმატებისკენ გიბიძგებთ. დღეს ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, რადგან დასრულება გაგიჭირდებათ.

ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით უფროსებთან ურთიერთობისას, ზედმეტად პრინციპული ნუ იქნებით — თუ ხედავთ, რომ კომპრომისზე არ მოდიან, ჯობია თავად დაუთმოთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ გეგმა შეადგინეთ, რომ დრო ტყუილად არ დაკარგოთ. გირჩევთ, საეჭვო კომერციულ წინადადებებს არანაირი ფორმით არ გამოეხმაუროთ.

ამ დღეს უბრალო სურდომაც კი შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოთ, ამიტომ ორპირ ქარს მოერიდეთ.

თხის რქა

გახსოვდეთ, რომ ურთიერთობა ორმხრივი პროცესია და ეცადეთ, ორივე მხარისთვის მოსაწონი გადაწყვეტილება მიიღოთ. შესაძლოა, თქვენს პარტნიორს არ მოსწონს, რომ კარიერასა და ბიზნესს დიდ დროს უთმობთ და საოჯახო საქმეებისთვის არ გცალიათ.

ეცადეთ, წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ და მთელი ყურადღება მთავარ საკითხზე გადაიტანოთ.

სატურნის გავლენით შესაძლოა მელანქოლიამ შეგიპყროთ. თქვენი განწყობა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მოიშორეთ ცუდი ფიქრები და იფიქრეთ იმ კარგ მოვლენებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

მერწყული

იყავით მზად პარტნიორის მოსასმენად და მისი პოზიციის გასაგებად. ეცადეთ, თქვენი გრძნობები კრიტიკისა და დადანაშაულების გარეშე გამოხატეთ - ეს თქვენს კავშირს განამტკიცებს. ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება, ხოლო უთანხმოებები წარსულს ჩაბარდება. სავარაუდოდ, ერთობლივი მოგზაურობის შანსი გაჩნდება.

მალე საინტერესო, შემოქმედებითი საქმით დაკავდებით, რომელიც ფინანსურ და მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ. ადამიანები, რომლებსაც დღეს გაიცნობთ, თქვენს მომავალში დიდ როლს ითამაშებენ.

ეცადეთ, კვირის განმავლობაში ყველა მიმდინარე საქმე დაასრულოთ, რადგან მალე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ამოცანები გელით.

თევზები

სასიყვარულო ურთიერთობები უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი გახდება! გირჩევთ, უარი თქვათ რუტინაზე და იმიჯი შეიცვალოთ.

არახელსაყრელი დღეა ფულის სესხების ან კრედიტის აღებისთვის - სავარაუდოდ, ვალის დაბრუნება გაგიჭირდებათ. სრულიად შესაძლებელია, რომ მოულოდნელმა ინფორმაციამ ან გარემოებების სასიამოვნო დამთხვევამ მოვლენები თქვენს სასარგებლოდ შემოატრიალოს.

გაუფრთხილდით ნერვებს, რადგან სტრესმა შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge