17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
22:56 კვი. 16 მაისი, 2021 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა. შემოქმედებითი პროფესიის ვერძებს შთაგონება ეწვევათ, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის განმარტოება და უზენაესი ძალების მფარველობა სჭირდებათ. მიზნის მიღწევისთვის ეცადეთ, ახალი პარტნიორები მოძებნოთ. ამ დღეს საჯარო მოხელეებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოავლინონ და სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედონ. ახლო ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სრული ურთიერთგაგება.
კურო
ხელსაყრელი დღეა, რომელიც სიმართლის გაგების, ახალი ცოდნის შეძენისა და განკურნების ნიშნით ჩაივლის. მეგობრებთან შეხვედრამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. გირჩევთ დასვენების დღე ბუნებაში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. საყვარელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა შვებას და სიხარულს მოგიტანთ.
ტყუპები
ამ დღის პირველი ნახევარი საქმიანი და ფინანსური ოპერაციებისათვის არახელსაყრელია. მოსალოდნელია არასწორი გათვლა ან მოტყუება. სხვის რჩევას არ უნდა ენდოთ: ზედმეტი გულუბრყვილობა ფინანსურ ზარალს და იმედგაცრუებას მოგიტანთ. ერიდეთ გაუმართლებელ რისკს და ფიზიკური დატვირთვას, რაც შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო იყოს. დღის მეორე ნახევარში საკუთარ პროექტში გავლენიანი ადამიანების ჩართვის შესაძლებლობა გაჩნდება.
კირჩხიბი
თუ საღამოს მეგობართან შეხვედრას შეხვედრას გეგმავთ, ჯობია, შეხვედრა სხვა დროისთვის გადაიტანოთ, რადგან ამჟამად საუკეთესო ფორმაში არ ხართ. გირჩევთ, ბავშვებთან ურთიერთობისას საკუთარ უპირატესობაზე ყურადღება არ გაამახვილოთ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, დროულად დაასრულოთ დაწყებული საქმეები, რომლებმაც მომავალში შეიძლება უსიამოვნება მოგიტანონ და ფინანსურად დაგაზარალოთ. კოლეგებთან ურთიერთობა გაუგებრობას გამოიწვევს და გეგმების შეცვლას გაიძულებთ, სამაგიეროდ, ძველი მეგობრების რჩევა ძალიან დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში კრეატიულობა და ინტუიცია გაიზრდება. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება გელით.
ქალწული
წარსულის შეფასებისა და დასკვნების გამოტანის დღეა. შემოქმედ ქალწულებს შთაგონება ეწვევათ, თუმცა მისი განხორციელებისთვის განმარტოებაა საჭირო. პირადი ურთიერთობები გულწრფელობითა და სითბოთი გაგახარებთ. არ არის გამორიცხული, რომ ძველმა მეგობრებმა სტუმრობით გაგაოცონ.
სასწორი
ამ დღეს ხელსაყრელია ოჯახის გაძლიერებისა და სახლის კეთილმოწყობისკენ მიმართული მოქმედებები. ეცადეთ წარუმატებლობამ წონასწორობა არ დაგაკარგვინოთ. ყველაფრის მიუხედავად, თავი უნდა აკონტროლოთ თავი და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. არ არის გამორიცხული, რომ ბავშვების ინტერესებმა თქვენგან ყურადღება და პირადი მონაწილეობა მოითხოვონ.
მორიელი
დღე ხელსაყრელია თავგადასავლებისა და გართობისთვის. დაგეგმილი მოგზაურობა თქვენს მეხსიერებაში დიდხანს დარჩება - ის ახალ ნაცნობობასა და საინტერესო თავგადასავლებს გპირდებათ. თუ თავი შეუძლოდ იგრძენით, ამას სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ, რომ დაზიანება თავიდან აიცილოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს სხვების მოსაზრებებს ნაკლებად უნდა ენდოთ - შესაძლოა, თქვენმა გულუბრყვილობამ ფინანსურად დაგაზარალოთ. თავიდან აიცილეთ რისკები და ფიზიკური დატვირთვა, რაც შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო იყოს. არ არის გამორიცხული პრობლემები პირად ცხოვრებაში - გამუდმებით იდეალური ადამიანის ძიება პარტნიორთან ურთიერთობას გაართულებს.
თხის რქა
ამ დღეს ვარსკვლავები არ გირჩევენ ახალი საქმის დაწყებას ან დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. ის რაც ახლა მარტივად გეჩვენებათ, შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს. ერიდეთ ხალხმრავლობას და კოლექტიურ ღონისძიებებში მონაწილეობას, რათა ზედმეტი დავები და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტივობის, სპორტის, ხანგრძლივი სეირნობის და მოგზაურობისთვის. მეგობრებთან ურთიერთობა დადებითი ემოციებით აგავსებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი მოსაზრებები სხვებს თავზე არ მოახვიოთ. დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ მოვლენებს, რომლებიც მკვეთრ ცვლილებებს მოითხოვენ.
თევზები
ამ დღეს ბედი გაუღიმებს თევზებს, რომლებსაც საკუთარი პირობის შესრულება იციან. ხელსაყრელი დღეა რთული ფინანსური ოპერაციების, კონტრაქტებისა და ქორწინებისთვის. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, კარგად შეარჩიოთ მეგობრები და მტრები არ გაიჩინოთ. შვებულების აღებას ნუ იჩქარებთ. უბრალოდ, ეცადეთ აქტიურობა შეამციროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან