28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:16 ორშ. 27 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 იანვარს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სიახლე, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. სრულიად უცნობ ადამიანთან საუბარმა შეიძლება საინტერესო იდეისკენ გიბიძგოთ და სიამოვნება მოგანიჭოთ. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ინტუიციას ენდეთ - ის დღეს მხოლოდ კარგ რჩევას მოგცემთ. მოსალოდნელია ოდესღაც გაწყვეტილი ურთიერთობების თქვენი ინიციატივით აღდგენა და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა.
კურო
შესაძლოა, უსარგებლო ნივთებზე ძალიან ბევრი ფული დახარჯოთ, ამიტომ გირჩევთ შოპინგი სამომავლოდ გადადო და ყურადღება ყოველდღიური საკითხების მოგვარებაზე გადაიტანოთ. დროა, ადრე დაწყებული და თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზეც იფიქროთ. ახლობელი ადამიანების შენიშვნებმა არ უნდა გაგაბრაზოთ – ისინი შეცდომებისგან თქვენს დაცვას ცდილობენ.
ტყუპები
მშვენიერი დღეა სახლში ინტერიერის შეცვლის ან რემონტის დაწყებისთვის. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც შესანიშნავ იდეებს მოგაწვდით და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ. სასურველია ძველი მეგობრების გახსენება, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ – მალე მათი დახმარება დაგჭირდებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს სახლშიც და სამსახურშიც უამრავი საქმე გაქვთ. ნუ აჩქარდებით, რომ შეცდომა არ დაუშვათ. გირჩევთ, გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვოთ და რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ. პირადი ურთიერთობების დროს თავი აარიდეთ ქარაგმებითა და მინიშნებებით საუბარს. სათქმელს რაც უფრო მკაფიოდ და გასაგებად იტყვით, მით მეტი შანსია, რომ მხარდაჭერა მიიღოთ. ეცადეთ, საღამოს მშვიდ გარემოში, განმატოებით დაისვენოთ.
ლომი
სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველა ინფორმაცია ყურადღებით უნდა გადაამოწმოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალები ოჯახის წევრებთან შეათანხმეთ. ემოციური დონე მომატებულია, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მეორეხარისხოვან ამოცანებზე დიდი დრო არ დაკარგოთ. მხედველობიდან არ გამოგრჩეთ კონკურენტები როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში.
ქალწული
თუ რჩევა ან პროფესიონალის აზრის მოსმენა გსურთ, გამოცდილ ადამიანებს უნდა დაუკავშირდეთ. დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვის გამო შეიძლება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა დაიძაბოს. უკან ნუ დაიხევთ და ეცადეთ, საკუთარი პოზიცია დაიცვათ. შეთავაზება, რომელსაც დღეს მიიღებთ, სავარაუდოდ, სასურველ შედეგს არ მოგიტანთ, ამიტომ ნუ დათანხმდებით.
სასწორი
შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა - შეძენილი ნივთები იმედებს გაგიცრუებთ და ინანებთ, რომ ფული წყალს გაატანეთ. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც დღეს გაიგებთ და მიღებული ინფორმაცია ყურადღებით გადაამოწმეთ. მოერიდეთ ცხიმიანი და ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას - არსებობს საკვებით მოწამვლის შანსი. სამსახურში გრანდიოზული გეგმები არ დაისახოთ, რადგან შესრულება გაგიჭირდებათ.
მორიელი
თქვენი აზრი თქვენთვის შეინახეთ - ამ დღეს ჯობია, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა რჩევამ ან უწყინარმა ხუმრობამ თქვენი ახლობელი ადამიანი გაანაწყენოს. რთული არჩევანის გაკეთებამდე მოსაფიქრებელი დრო ითხოვეთ - შინაგანი ხმა გიკარნახებთ რა უნდა გააკეთოთ. პროფესიული დავალების შესრულება თქვენგან დიდ დროს და ძალისხმევასა მოითხოვს, ამიტომ კოლეგებისთვის დახმარების თხოვნა და უფლებამოსილების განაწილება ნუ მოგერიდებათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. შემაფერხებელი ფაქტორების გამო, დაწყებული საქმის დასრულებისთვის ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გარშემო მყოფებს არ დაუპირისპირდეთ. რაც უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ. შესაძლებელია, რომ ამ დღეს თქვენს მსოფლმხედველობაში ცვლილება მოხდეს.
თხის რქა
პიროვნული ხიბლი საჭირო ადამიანების დარწმუნებაში და სასურველის ადვილად მიღებაში დაგეხმარებათ. დროა, საკუთარი ცხოვრების მიზანზე დაფიქრდეთ და მიზნის მიღწევის გზები დაისახოთ. გარეგნობის ან გარდერობის შეცვლა თავდაჯერებას შეგმატებთ და განწყობას აგიმაღლებთ. მარტოხელა მერწყულებს ახალი. საინტერესო ნაცნობობა ელით, რომელიც შეიძლება ქორწინებით დასრულდება.
მერწყული
წარმატებული და საინტერესო დღეა, რომელიც აქტიურად უნდა გაატაროთ. მით უმეტეს, რომ ოპტიმიზმით, იმედით, ენთუზიაზმითა და პოზიტიური ენერგიით სავსე ხართ. ნუ იჯდებით ოთხ კედელში. ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი ახალი ადგილი ნახოთ და ახალი ადამიანი გაიცნოთ.
თევზები
ამ დღეს თევზებმა სასიყვარულო ურთიერთობებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. თქვენს გარემოცვაში გარკვეული პრობლემები დაგროვდა, რაც გულწრფელ საუბარს და გამოსავლის პოვნას მოითხოვს. გირჩევთ, პარტნიორს საკუთარი გრძნობებისა და გამოცდილების შესახებ უამბოთ და მისი აზრი გაითვალისწინოთ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და გარშემო მყოფებზე ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან