25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:49 პარ. 24 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეცადეთ, დილიდან ნაყოფიერი და აქტიური მუშაობისთვის განეწყოთ. დასვენების დღის მიუხედავად, ბევრი საქმე გელით. ახლო გარემოცვიდან ვიღაც თქვენს დაზიანებას ან მოტყუებას ეცდება. გირჩევთ, ამას ნაკლები ყურადღება მიაქციოთ, თორემ განწყობა გაგიფუჭდებათ და დაწყებულ საქმეს ვერ დაასრულებთ. შესაძლოა, თქვენგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის.
კურო
მშვენიერი დღეა საცხოვრებელი სივრცისა და საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებისთვის. იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლა გინდოდათ და რისი გაკეთება შეძელით. შესაძლოა, ზოგი ურთიერთობა უსარგებლო გახდა, ამიტომ მისგან უნდა გათავისუფლდეთ. თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული უნდა იყოს, რადგან მისი შედეგები ძალიან დიდხანს გაგყვებათ.ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვების „დაკრულზე ცეკვა“ შეწყვიტოთ და საკუთარი გეგმის მიხედვით იმოქმედოთ.
ტყუპები
შესაძლოა, კოლეგებსა და მეგობრებს თქვენი მხარდაჭერა და რჩევა დასჭირდეთ და უარს ნუ ეტყვით. ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტ ხარჯებს მოერიდოთ და ხალხმრავალ ადგილებში საფულეს გაუფრთხილდეთ. ამ დღის უსიამოვნებებზე არ ინერვიულოთ - ხვალ გარემოებები თქვენ სასარგებლოდ შემობრუნდება.
კირჩხიბი
რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით და დაუკავშირდებით, მით უფრო მეტი შანსია, რომ შესანიშნავი შეთავაზება მიიღოთ. ეცადე, შეთავაზებაზე პასუხი სწრაფად და უყოყმანოდ უნდა გასცეთ. თუ რაღაცის შეცვლა გინდათ, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ და თუ ვერაფერს ცვლით, მოთმინება გამოიჩინოთ.
ლომი
ამ დღეს უამრავი რუტინული სამუშაო და წვრილმანი პრობლემა გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რაღაც ახალი და საინტერესო დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ უკმაყოფილების გამოხატვით სიტუაციას უფრო გაამწვავებთ, პრობლემას კი ვერ გადაჭრით. ახალი შეხვედრა და ნაცნობობა თვითშეფასებას აგიმაღლებთ და საინტერესო წინადადებებს მოგიტანთ.
ქალწული
მალე თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოხდება. დაიწყეთ ამისთვის მზადება და მოაწესრიგეთ ურთიერთობები. შეიძლება მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება უმნიშვნელო კამათმა დიდი კონფლიქტი და უსიამოვნება გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. მოერიდეთ ახალი კრედიტის ან ვალის აღებას - ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.
სასწორი
ნუ გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას, რაც მიზანთან მიგაახლოებთ. შეა დღეს შეიძლება ენერგიის დონემ მკვეთრად დაიკლოს და დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდეთ. არ ინერვიულოთ, საღამოს სიტუაცია გამოსწორდება და შეგიძლიათ წვეულებაც კი მოაწყოთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით. ახლა მთავარია, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და სულელური კამათის გამო საყვარელი ადამიანი არ დაკარგოთ.
მორიელი
მხიარული განწყობა შეიძლება უსიამოვნო შემთხვევამ ან ვინმეს მოულოდნელმა ჩარევამ გაგიფუჭოთ. სხვების რჩევები ნაკლებად გამოგადგებათ, ამიტომ უმჯობესია, საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას დაეყრდნოთ. საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა და წარმატებული ექსპერიმენტი სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ, თუმცა ეცადეთ, დადგენილი წესები არ დაარღვიოთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება.
მშვილდოსანი
ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ გამოიყენოთ საკუთარი რესურსები უფრო ეფექტურად. თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისგან – ამ დღეს მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება იმ რთული საქმის დასრულებაში დაგეხმარებათ, რასაც დიდხანს ვერ ახერხებდით. გახსოვდეთ, რათა გაუთვალისწინებელი სიტუაციების დროს სათადარიგო გეგმა უნდა გქონდეთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და ნუ გადაიღლებით, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.
თხის რქა
თხის რქებს ამ დღეს საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა და რჩევა განსაკუთრებით სჭირდებათ. ალტერნატიული აზრი დაგეხმარებათ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები ინერვიულოთ, რადგან პრობლემები ისეთი სერიოზული არ არის, როგორც თქვენ ფიქრობთ. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება. ეცადეთ, ამას დადებითად მოეკიდოთ და პიროვნული ზრდისთვის ახალი შესაძლებლობები იპოვოთ.
მერწყული
აუცილებლად გაგიმართლებთ, თუ თქვენს საქმიან თვისებებს გამოავლენთ და მთელი დღის განმავლობაში ნაყოფიერად იმუშავებთ. გარემოებები თქვენს ნებისყოფას გამოცდას მოუწყობს, მაგრამ შეუპოვრობა დაგეხმარებათ სასურველი შედეგი მიიღოთ. თქვენმა მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება გარშემო მყოფები დააფრთხოს, ამიტომ საკუთარი სიტყვები და ქმედებები უნდა აკონტროლოთ.
თევზები
ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების და სასურველი შედეგების მიღების უნარი მენეჯმენტზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. ამან შეიძლება უახლოეს მომავალში თქვენი დაწინაურების შანსები გაზარდოს. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით, მაგრამ არც საკუთარი თავი დაივიწყოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, დღეს მაქსიმალურად ეცადეთ, წვრილმანებზე ნაკლებად ინერვიულოთ და მხოლოდ პოზიტიურად განწყობილ ადამიანებთან იკონტაქტოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან