დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

00:00 კვი. 26 იანვარი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გაქცევას ნუ ეცდებით. დარჩით და მოლაპარაკება ბოლომდე მიიყვანეთ. ეს შეიძლება როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას ეხებოდეს. თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, ოპონენტთან კამათი არ მოგერიდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ საღამოსთვის წვეულება დაგეგმოთ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მეგობრებთან შესახვედრად. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებიც პერსპექტიულ წინადადებას გთავაზობენ. სწორი მენეჯმენტის პირობებში ამან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ.

კურო

შინაგანი მოთხოვნილება გაქვთ, რომ ყველა ადამიანს რჩევა მისცეთ და დაეხმაროთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენმა სიკეთემ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს, ამიტომ მხოლოდ მას დაეხმარეთ, ვინც დახმარებას გთხოვთ. გახსოვდეთ, რომ სარისკო, გაუაზრებელ ქმედებებს უარყოფითი შედეგები ექნება, ამიტომ უფრო ფრთხილად უნდა იმოქმედოთ.

ტყუპები

დღის პირველი ნახევარი გაცილებით უფრო ნაყოფიერია, ამიტომ გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და მოლაპარაკება დილას დანიშნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვისი კარნახით ცხოვრება შეწყვიტოთ და საკუთარი გეგმის მიხედვით, თავდაჯერებულად იმოქმედოთ. ასეთი სტრატეგია შეცდომებისგან დაგიცავთ და სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, პირად ცხოვრებაზე ან საკუთარ პრობლემებზე ნაკლები იფიქროთ – ეს საქმიდან ყურადღებას გაგიფანტავთ.

კირჩხიბი

რთული სიტუაცია მეგობრების გამოცდასა და მათი ერთგულების შეფასებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და ახალი გეგმების შესადგენად. ეცადეთ უსიამოვნო მოვლენებზე ნაკლები ინერვიულოთ - ხვალ გარემოებები თქვენს სასარგებლოდ შემობრუნდება და ყველაფრის მოგვარებას შეძლებთ. მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრამდე მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ და კითხვას მაშინვე ნუ უპასუხებთ.

ლომი

ამ დღეს ნებისმიერი ბუზისგან სპილოს შექმნას ცდილობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები ინერვიულოთ - პრობლემა ისეთი სერიოზული არ არის, როგორც თქვენ ფიქრობთ. შესაძლოა, თქვენგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ჯობს სამომავლოდ გადადოთ.

ქალწული

ამ დღეს შემოთავაზებას პასუხი სწრაფად და დაუფიქრებლად უნდა გასცეთ. წინ რთული, დაძაბული დღე გელით, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები გამოავლინოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ეცადეთ უფრო ყურადღებიანი იყოთ და მათი გაგება შეძლოთ. ამ დღის უსიამოვნებებზე არ ინერვიულოთ. ხვალ გარემოებები თქვენ სასარგებლოდ შემობრუნდება და პრობლემების მოგვარებას შეძლებთ.

სასწორი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ რთული საქმე დაასრულოთ და თითქმის შეუძლებელი შეძლოთ. დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ შეგიძლიათ სარისკო ექსპერიმენტი განახორციელოთ. გარშემო მყოფთა რჩევა არ გამოგადგებათ - უმჯობესია საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოთ. თუ რაღაცის შეცვლა გინდათ, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ და თუ ვერაფერს ცვლით, მოთმინება გამოიჩინოთ.

მორიელი

თქვენი თავდაჯერება უსაფუძვლო არ არის, მაგრამ მაინც გადაჭარბებულია. ნუ ეცდებით სირთულეების მარტო დაძლევას. უმჯობესია, მოკავშირეების მიერ შემოთავაზებული დახმარებით ისარგებლოთ. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, ამიტომ გირჩევთ ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, ნეიტრალური დღეა. ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყველაფერში თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ, რადგან თქვენი ბობოქარი ემოციებით შეიძლება გარშემო მყოფები დააფრთხოთ. თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა რამედ გიღირთ, ეცადეთ, უფრო ტაქტიანად იმოქმედოთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება. ვირუსებისგან თავის დასაცავად გირჩევთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნოთ.

თხის რქა

ამ დღის დევიზია - ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი, ამიტომ სანამ რამეს გააკეთებთ, მოსალოდნელი რისკები უნდა გათვალოთ. დროა, ფულის დაგროვება დაიწყოთ, რადგან მალე დაუგეგმავი ხარჯები გელით. ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ, რათა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. იზრუნეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობაზე და ეცადეთ ექიმთან პროფილაქტიკურ ვიზიტზე არ დააგვიანოთ.

მერწყული

მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მხოლოდ კეთილგანწყობილ ადამიანებთან იკონტაქტოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და გახსოვდეთ, რომ გაუთვალისწინებელი სიტუაციების დროს სათადარიგო გეგმა უნდა გქონდეთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება.

თევზები

რთული პროექტი, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, შეიძლება გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო შეფერხდეს, ამიტომ უპირატესობა მარტივ და კარგად ნაცნობ სამუშაოს მიანიჭეთ, რომელშიც თავს თავდაჯერებულად გრძნობთ. ამ დღეს ექსპერიმენტების ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი – არაეფექტური. მოერიდეთ ხალხმრავლობას ან მაქსიმალურად იფრთხილეთ – გაზრდილია ვირუსით დაავადების რისკი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge