27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
21:55 კვი. 26 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, რჩევა და მხარდაჭერა საყვარელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ამ დღეს მცირე წინააღმდეგობაც კი განერვიულებთ, ამიტომ მხოლოდ კარგად ნაცნობი, მხიარული და ხალისიანი ადამიანების წრეში უნდა იტრიალოთ. ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დღეა, გირჩევთ ახალ, საინტერესო შეთავაზებას დაეთანხმოთ. ხელსაყრელ შანსზე უარს ნუ იტყვით და აიღეთ ის, რასაც ბედი გაძლევთ.
კურო
თუ შესაძლებელია, ამ დღეს შეხვედრებს ერიდეთ და საქმეები დისტანციურად მოაგვარეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, 27 იანვარს სახლიდან გასვლას და განსაკუთრებით, ხალხმრავალ ადგილებს ერიდოთ, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ეცადეთ, ილუზიების საშიში სამყაროდან გამოხვიდეთ და რეალისტი გახდეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მიიღეთ ვიტამინები და სწორად იკვებეთ.
ტყუპები
ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ რთულ კითხვებს მარტივად უპასუხოთ ან ბიზნესპარტნიორებთან რთული მოლაპარაკებები აწარმოოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და ყურადღება სასიამოვნო აქტივობებზე გადაიტანოთ. იდეები, რომლებიც ამ დღეს გაგიჩნდებათ, შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენების დასაწყისი იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გარისკოთ. გირჩევთ, ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ადამიანები ნაკლებად აკრიტიკოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.
შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.
ლომი
ამ დღეს ბევრი საქმე გაქვთ, ამიტომ თქვენი დრო და ენერგია ისე გაანაწილეთ, რომ რამდენიმე საქმე ერთდროულად დაასრულოთ. კარგად შედგენილი გეგმა დაგეხმარებათ, რომ არაფერი გამოგეპაროთ და მიზანს სწრაფად მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით საქმიანი მოლაპარაკების, გარიგების დადების და საბუთებზე ხელმოწერის დროს. ყურადღება არ მოადუნოთ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობისას. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება დაუთმოთ და სასიამოვნო ოჯახური დასვენება მოაწყოთ.
ქალწული
ამ დღეს გარემოებები ელვის სისწრაფით იცვლება და უამრავი მოულოდნელად წარმოქმნილი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, ოჯახთან ურთიერთობის დრო გამონახოთ და დაეხმარეთ მათ საყოფაცხოვრებო საქმეებში. თქვენი პირადი ხიბლი, მახვილი გონება და განვითარებული ინტელექტი ირგვლივ მყოფების ყურადღებას მიიპყრობს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა პირადი ცხოვრების მოსაწყობად - გაატარეთ საღამო ლამაზ ადგილზე ან მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი პარკში.
სასწორი
ამ დღეს სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ. გირჩევთ შოპინგი სამომავლოდ გადადოთ, რადგან შეძენილმა ნივთმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ.
მორიელი
27 იანვარს შეიძლება დამატებითი სირთულეების გადალახვა მოგიწიოთ. შეხვედრა, რომელსაც დიდი ხანი გეგმავდით, შეიძლება თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაიდოს. იყავით რეალისტი და ნუ დაჰპირდებით იმას, რისი ასრულებაც არ შეგიძლიათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ მოდუნდეთ, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ - ხვალ რთული და დამქანცველი დღე გელით. გახსოვდეთ, რომ ხისტი და უხეში განცხადებებს გაკეთებას უნდა მოერიდოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ეცადეთ, რომ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და აქტუალური საკითხები განიხილოთ. შოპინგისთვის ხელსაყრელი დღეა, თუმცა ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ - შეიძლება მალე დიდი თანხა დაგჭირდეთ. მალე შეიძლება დიდი ხნის სურვილი აისრულოთ, თუ დიპლომატიურად განზე გადგებით და „კულისებიდან“ დაიწყებთ მოვლენების მართვას.
თხის რქა
მოერიდეთ კამათს, ნუ დაიწყებთ ჩხუბს წვრილმანებზე და გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად ან რაღაცის შესაცვლელად, რადგან სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ საქმიანი პარტნიორის სანდოობა შეამოწმოთ, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, სამუშაოზე არ იფიქროთ, კარგად დაისვენოთ და ძალა აღადგინოთ.
მერწყული
ამ დღეს მუშაობისა და რთული საკითხების მოგვარებისკენ ხართ განწყობილი, მაგრამ გადაღლამ შეიძლება თავის ტკივილი ან უმიზეზო გაღიზიანება გამოიწვიოს. სავარაუდოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ, ამიტომ თუ შესაძლებელია, მუშაობაზე უარი თქვით და მთელი დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ. გამოიჩინეთ მეტი გულისხმიერება და ზრუნვა თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ.
თევზები
გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრება და სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება დაგჭირდებათ. გირჩევთ, ზედმეტი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად ურთიერთობები შეზღუდოთ. შესაძლოა, მწვავე დებატებში მონაწილეობა და საკუთარი პრინციპების დაცვა მოგიწიოთ. პროფესიულ ცხოვრებაში ბევრი თქვენგანი შეძლებს ლიდერობის უნარი გამოავლინოს, რაც ხელმძღვანელობაზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან