დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:48 ორშ. 4 ივლისი, 2022 წელი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

არახელსაყრელი დღეა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ უფროს ადამიანებთან ურთიერთობის დროს ტაქტისა და პატივისცემის გრძნობა არ დაკარგოთ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და აგრესიულ ადამიანებს. საღამოს ეცადეთ კარგად დაისვენოთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ და გონიერება არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ. ბევრი სასწრაფო საქმის დასრულება მოგიწევთ, თუმცა საეჭვოა, ამან რაიმე სარგებელი მოგიტანოთ. ბინის გარემონტებასთან დაკავშირებით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს. მოერიდეთ თვითმფრინავით მგზავრობას.

ტყუპები

ამ დღეს ეცადეთ სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. ინტუიცია დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ შეიძლება პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან მოარგოთ. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელად რელიგიით დაინტერესდეთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცამ ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქოთ. ამ დღის მთავარი ამოცანა შემოსავლების განაწილება და გადასახადების დროულად გადახდაა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ურთიერთობის დროს.

ლომი

ფრთხილად იყავით, რომ საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. სამსახურში განსაკუთრებით წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. ამ დღეს შეძენილმა ნივთმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ. სავარაუდოდ, ახალი სასიყვარულო გატაცება გელით.

ქალწული

სასურველია სასიყვარულო პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ - ამჟამად შეხვედრა ჩხუბით ან დიდი გაუგებრობით დამთავრდება. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში წარმატება გელით. შესაძლოა, შორიდან ჩამოსულ ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერ რთულ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და ამაში პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება უამრავი პრობლემა მოგიტანოთ და კოლეგების აგრესიაც დაიმსახუროთ. საღამოს ეცადეთ კარგად დაისვენოთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ეს დღე სასიყვარულო განცდებს, ინტრიგებს და იმედგაცრუებას უკავშირდება. ოჯახში დაძაბული ატმოსფერო გაიძულებთ, რომ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. მოერიდეთ რისკს და აგრესიულ ადამიანებს.

მშვილდოსანი

ეს დღე კოლეგებთან და ნათესავებთან სასიამოვნო ურთიერთობას გპირდებათ. მოერიდეთ სამსახურში და სახლში მძიმე და შრომატევადი სამუშაოს შესრულებას - გადაღლამ შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. სავარაუდოდ, ბევრი შეხვედრა და მოლაპარაკება გელით. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თხის რქა

შესაძლოა, დილას სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. საღამოს სასიამოვნო თავგადასავალი გელით. მოერიდეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს.

მერწყული

ამ დღეს ყველა სახის ურთიერთობას უნდა მოერიდოთ და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატაროთ. თუ ზოგად დეპრესიას და ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. სავარაუდოდ, ახალი სასიყვარულო გატაცება გელით.

თევზები

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. თუ თავს მოდუნების და სიზარმაცის უფლებას მისცემთ, შეიძლება ფინანსური პრობლემები ვერ აიცილოთ. ეცადეთ მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვები შეზღუდოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge