6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ენდეთ საკუთარ ინტუიციას. პარტნიორებთან ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას ნუ იქნებით ზედმეტად კატეგორიული - ამას შეიძლება დაპირისპირება და ურთიერთობის გაწყვეტაც კი მოჰყვეს. გახსოვდეთ, რომ პრობლემის დროს დუმილი და დათმობა საუკეთესო არჩევანია.
ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ საჭირო ადამიანებს შეხვდეთ და პრობლემები მოაგვაროთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ.
გირჩევთ, ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიში დაიწყოთ, თუმცა სიმძიმეების აწევას მოერიდეთ.
კურო
მომდევნო დღეები ვენერას მმართველობის ქვეშ ჩაივლის. ცდილობთ, რომ სითბო და სიყვარული გარშემო მყოფებს გაუნაწილოთ. დაოჯახებული კუროები შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად მოთმინების გამოჩენა, კომპრომისის პოვნა და ემოციების კონტროლი მოგიწევთ.
სამეწარმეო საქმიანობაში სარისკო ქმედებები ზედმეტი იქნება და შესაძლოა, თქვენი ისედაც რთული მატერიალური მდგომარეობა უფრო გაართულოს. დღეს შეიძლება ვიღაცის აგრესიის ობიექტად იქცეთ, მაგრამ ამის თავიდან აცილებას მარტივად შეძლებთ.
უპირველეს ყოვლისა, მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას და სხვა ადამიანების ჩხუბში ნუ ერევით.
ტყუპები
ურთიერთობაში ისევ პრობლემებია? ბედი შანსს გაძლევთ, შეცდომები გამოასწოროთ. ამ დღეს წინდახედულობა და გონიერება არ გაწყენთ. პირდაპირ შეტევაზე გადასვლას მოერიდეთ და ლოდინის პოზიცია დაიკავეთ.
წინა თვეებში გამოჩენილი ძალისხმევის დამსახურებით თქვენი მატერიალური მდგომარეობა შესაძლოა, გამოსწორდეს.
თუ დღეს ვარჯიში გადაწყვიტეთ, ძალიან ნუ დაიძაბებით - ზედმეტმა დატვირთვამ შეიძლება კუნთების სპაზმები გამოიწვიოს. ვარჯიშის შემდეგ გაწელვა და დაღლილი კუნთების მასაჟი არ დაგავიწყდეთ.
კირჩხიბი
მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება. სატურნი ვენერას ოპოზიციაშია, ამიტომ სკანდალების თავიდან ასაცილებლად სასურველია, ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. ზოგმა კირჩხიბმა შეიძლება გაიგოს ამბავი, რომელიც ძალიან გააბრაზებს. თავი ხელში აიყვანეთ, ყველაფერი არ არის ისე ცუდადაა, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ.
მალე გაჩნდება შესაძლებლობა, რომ დიდი ხნის წინ დაგეგმილი განახორციელოთ. არ არის გამორიცხული, რომ სანდო მოკავშირე გამოგიჩნდეთ, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ.
ფინანსური ჰოროსკოპი დაუგეგმავ ხარჯებს ვარაუდობს, ამიტომ შეიძლება დამატებითი სამუშაოს მოძიება მოგიწიოთ. თუ მშვიდი ძილი და ძალების აღდგენა გსურთ, დღის მეორე ნახევარში სამსახურზე და პრობლემებზე ნაკლები უნდა იფიქროთ.
ლომი
ამ დღეს თქვენი მიმზიდველობა პოტენციურ პარტნიორებთან შესახვედრად იდეალურ პირობებს შექმნის. ასტროლოგიური პროგნოზი ამბობს, რომ ახალი ურთიერთობების დასაწყებად ხელსაყრელი დროა.
დილით მეორე ნახევართან დაპირისპირება გელით. ეცადეთ ემოციები დაიცხროთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
ამ დღეს ხელშეკრულებებისა და ფინანსური დოკუმენტების ხელმოწერას უნდა მოერიდოთ. არსებობს რისკი, რომ თქვენთვის წამგებიან პირობებს დათანხმდეთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ - მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები.
ამ დღის მთავარი საფრთხე ტრავმაა, ამიტომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და მკვეთრი მოძრაობას მოერიდოთ!
ქალწული
გვერდით არ ჩაუაროთ ახლობელ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება, თორემ მალე საკუთარი საქციელის შეგრცხვებათ. ყველა პრობლემის ერთდროულად გადაჭრას ნუ ეცდებით, თორემ შეიძლება კიდევ რამდენიმე პრობლემა დაიმატოთ.
თუ დილას საწოლიდან ადგომა გიჭირთ და მუშაობა გეზარებათ, გირჩევთ დასვენების დღე აიღოთ და კარგად გამოიძინოთ. დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა წარსულს გაგახსენებთ და სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ.
ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ და სეზონური გაციება ადვილად გადაგაქვთ, მაგრამ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უდიერმა დამოკიდებულებამ შეიძლება ლოგინში დიდი ხნით ჩაგაწვინოთ.
სასწორი
ნუ გეშინიათ, რომ თქვენი რომანტიკული ჟესტები ზედმეტად გულუბრყვილოდ გამოჩნდება. ასფალტზე გული დახატეთ, საყვარელ ადამიანს ლექსები დაუწერეთ და გრძნობებში გამოუტყდით - ყურადღების ასეთ ნიშნებს ყველა სიამოვნებით მიიღებს. ოჯახური ურთიერთობები მოწესრიგდება, ძველი წყენა კი დავიწყებას მიეცემა.
გირჩევთ, ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინოთ და მეორე ნახევართან შეთანხმების გარეშე ძვირად ღირებულ შესყიდვებს მოერიდოთ.
ეცადეთ საკუთარი აზრები ნათლად და დამაჯერებლად გამოხატოთ, რათა კითხვები არავის დარჩეს.
ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ამ დღეს გააკეთოთ, მოდური გაჯეტის შესაძენად ვალის აღებაა.
მორიელი
გრძნობების გამოხატვის ნუ მოგერიდებათ. ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ერთმანეთის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ. დატვირთული კვირის ბოლოს შეგიძლიათ თავი ძვირად ღირებული შენაძენით გაინებივროთ - ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.
დილის საათებში ძალების მოზღვავებას იგრძნობთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დღის პირველ ნახევარში გადაწყვიტოთ.
ყურადღებას ნუ მოადუნებთ, რადგან უყურადღებობის გამო შეიძლება დაკარგოთ ის, რაც ძალიან გიყვართ. დღეს მნიშვნელოვანია, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ და სტრესულ სიტუაციებს თავი აარიდოთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ, ამ დღეს ძლიერი გრძნობებით და ნათელი ემოციებით იცხოვროთ და საყოფაცხოვრებო პრობლემებს ნაკლებად ჩაუღრმავდეთ. დაოჯახებულ მშვილდოსნებს ხარჯების გამო მეუღლესთან უთანხმოება ელით. ეცადეთ კონფლიქტი ხუმრობაში გადაიტანოთ, რათა სიტუაცია არ გამწვავდეს.
თუ ახალი სამსახურის პოვნაზე ოცნებობთ, ეს დღე რეზიუმეს გაგზავნისა და გასაუბრებისთვის ხელსაყრელია. გახსოვდეთ, თუ სხვა ადამიანების გრძნობებს ანგარიშს არ გაუწევთ, ნებისმიერ მოლაპარაკებას ჩაშლით და საკუთარ თავსაც უამრავ პრობლემას შეუქმნით.
ეცადეთ გარკვეული ხნით მავნე ჩვევებზე უარი თქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგრძნობთ, რომ ისინი თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენენ.
თხის რქა
პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელით. თუ არ გინდათ, რომ ეს დღე დიდი ჩხუბით დასრულდეს, მეგობრებსა და ნაცნობებზე საკუთარი ავტორიტეტითა და ენერგიით ზეწოლას ნუ მოახდენთ.
პარტნიორ ქალებთან საქმიანი ურთიერთობები ძალიან შედეგიანი იქნება და ორმხრივ კმაყოფილებას მოგიტანთ. ეცადეთ მიღწეულ პოზიციებზე გამაგრდეთ, რადგან ახალ წლამდე უფრო მეტის მიღწევა გაგიჭირდებათ.
ზედმეტი წონა თუ გაწუხებთ, გამოსავალი ფიზიკური აქტივობა და ბოსტნეულის დიეტაა. თუ მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ.
მერწყული
ეცადეთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები და საპასუხისმგებლო საქმეები არ დანიშნოთ, რომელთა შესრულებაც მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. თუ შინაგან შფოთვას და გაურკვევლობას გრძნობთ, დაგეგმილი საქმეების დაწყებისგან თავი შეიკავეთ. თუ ოდესმე ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება სცადეთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი საიდუმლო გამჟღავნდეს.
ეცადეთ სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ. ეს დღე კარგ შესაძლებლობებს გთავაზობთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თამამად იმოქმედებთ.
ამ დღეს ყველაზე მეტად ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას და გარშემო მყოფებთან კამათს უნდა მოერიდოთ - თუ ვერ ახერხებთ, უბრალოდ სახლში დარჩით.
თევზები
თუ დაშორება გარდაუვალია, ნუ ინერვიულებთ - პლანეტები გაჩვენებენ, ძალისხმევა საით უნდა მიმართოთ. დადგა დრო, რომ მოიშოროთ ძველი, გაცვეთილი ან გატეხილი ნივთები. გადაყარეთ ყველაფერი, რაც სახლში ნეგატიურ ენერგიას იზიდავს.
თუ დიდი ხანია, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა გსურთ, იმოქმედეთ. აქტიურობა დაგეხმარებათ, ყველა სირთულეს გაუმკლავდეთ.
კარმული ვალების დამუშავების დღეა, ამის გამო პრობლემებიც და ჯილდოებიც მშვიდად უნდა მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი ბედის მჭედელი თავად ხართ.
ეცადეთ ფინანსურად მოგებიან გარიგებებს, რომლებიც მალე შემოსავალს მოიტანს, მეტი ყურადღება მიაქციოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან