7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 შაბ. 6 დეკემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ წვეულებაზე მიგიწვიეს, უარს ნუ იტყვით. შესაძლოა, თქვენი ცხოვრების სიყვარული სწორედ იქ იპოვოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ განსხვავებულ საკითხებში საერთო აზრამდე მიხვიდეთ.
ჰორიზონტზე შეიძლება პერსპექტიული შეთავაზება გამოჩნდეს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს ყველა საქმეში წარმატება გელით.
სამომავლო მოგზაურობა შეიძლება ძალიან სარფიანი გამოდგეს, ხოლო საქმიანი თანამშრომლობა – ნაყოფიერი. თავი შეიკავეთ დიდი შენაძენებისა და ფინანსური ინვესტიციებისგან. უმჯობესია, ფული უფრო ხელსაყრელი შემთხვევისთვის შეინახოთ!
სასურველია, რომ საღამო ახლობლების წრეში გაატაროთ.
კურო
ენდეთ ინტუიციას და მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ. დაივიწყეთ თქვენი თანდაყოლილი მორცხვობა და იმოქმედეთ!
დაოჯახებული ადამიანები ამ დღეს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან ან მოვალეობების განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ საუბარი მშვიდობიან გარემოში წარიმართოს! ამ დღეს ბევრი კურო პასიური დამკვირვებლის როლში აღმოჩნდება და სადავეებს ხელიდან გაუშვებს.
თქვენმა ინიციატივამ, პასუხისმგებლობამ და ენთუზიაზმმა შესაძლოა ფულადი კეთილდღეობის გასამყარებლად პერსპექტიული პირობები შექმნას – მთავარია, შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.
ტყუპები
ვენერასა და სატურნის ნეგატიური ასპექტი მიუთითებს, რომ ამ დღეს სასიყვარულო ურთიერთობებში ნაკლებად გაგიმართლებთ. დაგეგმილი პაემანი წარუმატებელი აღმოჩნდება და მხოლოდ ცუდ მოგონებებს დატოვებს. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ სიტყვებს რომლებიც საყვარელმა ადამიანმა გაცხარების დროს გითხრათ - ვენერა მარსთან კონფლიქტში შედის, ამიტომ ზოგი ადამიანი განსაკუთრებით ფეთქებადი გახდება.
რაც შეეხება სამსახურს, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრინციპულად იმოქმედოთ და საკუთარი იდეები და შეხედულებები დაიცვათ. ასეთი პოზიცია თქვენი პრესტიჟის განმტკიცებას ხელს შეუწყობს. ენერგეტიკულად ძლიერი დღეა.
ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ოპერაციებსა და ხარჯებს. ძვირად ღირებული ნივთების შეძენა და დაპირებების მიცემა არ ღირს. თქვენს ცხოვრებას სასწრაფო მოწესრიგება სჭირდება. გეგმა რამდენიმე დღით ადრე შეადგინეთ და ეცადეთ, დაიცვათ.
კირჩხიბი
სასიყვარულო ურთიერთობებში გაუაზრებელი გადაწყვეტილებები ხშირად სულიერი ტანჯვის მიზეზი ხდება. ეცადეთ, არ აჩქარდეთ და დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგათ. სასურველია, შეყვარებულთან ერთად მომავალი უქმეებისთვის ერთობლივი გეგმები შეადგინოთ.
ვარსკვლავები ამბობენ, რომ ახლა მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით პრობლემების მოსაგვარებლად შესაფერისი დროა. ამ დღეს უმჯობესია მხოლოდ საკუთარ ძალებს არ დაეყრდნოთ.
ყურადღებით შეისწავლეთ ყველა შემოსული ინფორმაცია - შესაძლოა, მათზე ბევრი რამ იყოს დამოკიდებული. ფიზიკური აქტივობა და ხანგრძლივი გასეირნებები მინიმუმამდე შეამცირეთ. საღამო რელაქსაციას ან იოგას დაუთმეთ და ხერხემლის მნიშვნელოვანი გადატვირთვა არ დაუშვათ.
ლომი
ამ დღეს დაწყებული ყველა საქმე სასურველ შედეგს მოგიტანთ. თუ გსურთ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოთ, სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. უსმინეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და საღ აზრს. მიზნისკენ ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით მიიწევთ.
ახალი უნარების დაუფლება გაგიჭირდებათ, რადგან თქვენს ჰოროსკოპში ვარსკვლავების განლაგება ამას ხელს არ უწყობს. ამ დღეს კონცენტრაციის უნარისა და ენთუზიაზმის ნაკლებობას იგრძნობთ, რაც სწავლისთვის აუცილებელია.
ეცადეთ, მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებებში გაერკვეთ და გაუაზრებელი ხარჯები თავიდან აიცილოთ.
განსაკუთრებული ყურადღება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას უნდა მიაქციოთ. სისტემატურად გაიზომეთ წნევა, მარილი შეზღუდვით და ემოციები აკონტროლეთ.
ქალწული
ეს დღე შესაფერისია ახლობელი ადამიანების დახმარებისა და საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმეებისთვის.
გირჩევთ, შოპინგისგან თავი შეიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფულს წყალში გადაყრით. ამ დღეს მოგიწევთ იმის კეთება, რაც აუცილებელია და არა იმის, რაც გსურთ.
პერსპექტიული პროექტების განხორციელება დროებით გადადეთ. ეცადეთ უფრო პრინციპული იყოთ, როდესაც საქმე ფულს ან საოჯახო ნივთების შეძენას ეხება.
თქვენი ჯანმრთელობა წესრიგშია, მაგრამ საღამოს შესაძლებელია გაციების სიმპტომები იგრძნოთ. ლიმონიანი ჩაი და სითბო ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად დაგეხმარებათ.
სასწორი
თუ თქვენს ურთიერთობაში მოწყენილობა იგრძნობა, იფიქრეთ იმაზე მრავალფეროვნება როგორ შემატოთ! დაფიქრდით, მეუღლეზე მეტ დროს მეგობრებს ხომ არ უთმობთ? თუ ასეა, ეცადეთ ვითარება გამოასწოროთ, თორემ დაუსრულებელ საყვედურებს თავიდან ვერ აიცილებთ.
თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, შესაძლოა, ფინანსური შემოსავლები და მოგებიანი კონტრაქტები მიიღოთ.
თქვენი იმუნური სისტემა ბოლოდროინდელი სტრესების გამო შესუსტებულია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაისვენოთ და არაფერზე ინერვიულოთ.
მორიელი
თუ ბოლო დროს თქვენ შორის ყინულის კედელი აღიმართა, ახლა შესაფერისი დროა მის გასალღობად! ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ სწორად იმოქმედებთ, ძველი წყენა და გაუგებრობები წარსულში დარჩება.
დაოჯახებულმა მამაკაცებმა მეორე ნახევრის მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ყურადღების ძებნას ოჯახის გარეთ დაიწყებს.
თუ არ გსურთ, რომ მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესების შესახებ თქვენი ოცნებები ცარიელ ფანტაზიად დარჩეს, დროა საქმეზე გადახვიდეთ!
ყურადღება მიაქციეთ ფსიქიკური მდგომარეობას, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ჯანმრთელობა. მუდამ ფორმაში რომ იყოთ, ეცადეთ დღის რეჟიმი არ დაარღვიოთ, კარგად გამოიძინოთ და სუფთა ჰაერზე ხშირად გახვიდეთ.
მშვილდოსანი
ამ ეტაპზე გლობალური ცვლილებების დაწყება არაფერს მოიტანს. მიზნისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ, რაც მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, ვიღაცამ სხვა ადამიანების დაპირისპირებასა და კონფლიქტებში ჩაგითრიოთ, მაგრამ ვარსკვლავების დახმარებით გამოსავალს იპოვით.
ნუ დახარჯავთ ფულს უაზროდ და ფინანსურ რისკებს მოერიდეთ. თუ დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად გამოიყენეთ.
ამ დღეს კუჭთან დაკავშირებული პრობლემები არ არის გამორიცხული, ამიტომ კვებაში ზომიერება უნდა შეინარჩუნოთ.
თხის რქა
თუ გეგმის მიხედვით იმოქმედებთ, გამარჯვებას მიაღწევთ. გირჩევთ საკუთარ თავს უფრო დაეყრდნოთ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად რეკომენდაციებს გასცემენ, თუმცა ბევრი არაფერი იციან. ჩვევა და რუტინა – აი, რა ანადგურებს თანამედროვე ოჯახების უმრავლესობას! ეცადეთ, სახლის ყოფაში მრავალფეროვნება შეიტანოთ.
მზად იყავით სამსახურში დიდი დატვირთვისთვის. ეცადეთ, საკუთარი მოვალეობების ნაწილი სხვას გადააბაროთ. შემოსავლის ახალი წყაროები ენერგიულად უნდა ეძებოთ, მაგრამ ამასთანავე, საეჭვო შემოთავაზებებს უნდა მოერიდოთ.
დასვენებას ნუ დაივიწყებთ და ხანდახან ბუნებაში გადით, თუნდაც ამინდი სასეირნოდ არც ისე ხელსაყრელი იყოს.
მერწყული
ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ საინტერესო ადამიანს, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. მზად იყავით ახალი გამოცდილებისთვის. მალე ოჯახში ყველა უთანხმოება მოგვარდება და მშვიდი ცხოვრებით დატკბობას შეძლებთ. ა
მ დღეს თქვენი შრომისუნარიანობა შემცირდება, თუმცა დაგეგმილი სამუშაოს შესრულებას მაინც მოასწრებთ. ელოდეთ მადლიერებას უფროსობისგან. თუ დღეს ფულის ხელსაყრელად დაბანდების საშუალება მოგეცემათ, მისი გამოყენება იჩქარეთ! დღეს ნებისმიერი ინვესტიცია სამმაგ მოგებას მოიტანს.
აკონტროლეთ გრძნობები და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. გადაჭარბებულმა მგრძნობელობამ შეიძლება შაკიკი და ჰიპერტენზია გამოიწვიოს.
თევზები
საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდა? დროა, გრძნობები განაახლოთ და პარტნიორი რამით გააოცოთ. ხელსაყრელი დღეა შესყიდვებისა და ინტერიერის განახლებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ - ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
ავადმყოფობას, რომელიც დღეს გამოვლინდება, ყურადღება დროულად მიაქციეთ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შესაძლოა გახანგრძლივდეს და ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან