დღის ჰოროსკოპი

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

fun time

18:26 ორშ. 12 მაისი

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში

14
დაკოპირებულია

ყველასათვის ცნობილია, რომ ფიალაზე შემოხვეული გველი მედიცინის სიმბოლოდა. რატომ განასახიერებს ყველაზე ჰუმანურ მეცნიერების დარგს ქვეწარმავალი, რომლის ნაკბენი ყოველწლიურად 80 ათასი ადამიანის სიკვდილს იწვევს?

სიმბოლოს წარმოშობა ძველბერძნულ მითს უკავშირდება, კერძოდ:

აპოლონის სატრფომ კორონიდამ შვა შვილი ასკლეპიოსი უბრალო მოკვდავისგან, ისქიოსისგან. ეს ღმერთების თვალში უდიდესი დანაშაული იყო, ამიტომაც ბიჭის მოკვლა გადაწყდა. საბოლოოდ, ასკლეპიოსი შეიბრალეს და აღსაზრდელად კენტავრ ქირონს მიაბარეს, რომელმაც ექიმობა და ნადირობა ასწავლა.

ერთხელ კრეტის მეფეს, მინოსს, ვაჟი გაუხდა ავად. მაშინვე ასკლეპიოსთან აფრინეს მაცნე. ასკლეპიოსიც გზას გაუდგა. დინჯად მიუყვებოდა ზეთის ხილის კორომებს და თავის განუყრელ კვერთხს ებჯინებოდა. კვერთხი შემთხვევით გველს დააბჯინა და სული გააფრთხობინა ქვეწარმავალს.

უცებ, სად იყო და სად არა, ბილიკზე მეორე გველი გამოსრიალდა, მიწყვიტ-მოწყვიტა ბალახბულახი, მიუსვ-მოუსვა მკვდარ მეგობარს და გააცოცხლა! ასკლეპიოსმაც დაკრიფა ის მაცოცხლებელი ბალახბულახი, მიუსვ-მოუსვა ავადმყოფ უფლისწულს და უსწრაფესად გამოაჯანმრთელა.

აღნიშნული ლეგენდის საფუძველზე, ასკლეპიოსს გამოსახავდნენ გველით შემორტყმული კვერთხით, რაც იქცა კიდეც მედიცინის სიმბოლოდ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge