იცით თუ არა

კრეიგ ლუისი - პირველი ადამიანი გულის გარეშე!

fun time

14:00 შაბ. 24 აპრილი, 2021 წელი

კრეიგ ლუისი - კაცი გულის
გარეშე

14
დაკოპირებულია

55 წლის ამერიკელ კრეიგ ლუისს (Craig Lewis) ამილიოდოზისგან გამოწვეული გულის უკმარისობით დაღუპვა ემუქრებოდა. დაავადება უსწრაფესად პროგრესირებდა. მკურნალი ექიმის თქმით, ლუისს მხოლოდ 12 საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, ამიტომ პაციენტის მეუღლის თანხმობით, ტეხასის გულის ქირურგიის ინსტიტუტის ორმა ექიმმა რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო...

ბილი კონმა და ბად ფრეიზერმა პაციენტს გული ამოჰკვეთეს და მის ადგილას აპარატი ჩადგეს, რომელიც გულის არარსებობის პირობებში, ორგანიზმს სისხლის უწყვეტი მიწოდებით უზრუნველყოფდა. ოპერაციას 48 საათი დასჭირდა!

ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტი გონს მოვიდა და განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს.


ჟურნალისტებთან საუბრისას ექიმებმა აღნიშნეს, რომ სანამ აპარატს ცოცხალ ადამიანზე გამოცდიდნენ, 50-მდე ექსპერიმენტი ხბოებზე ჩაატარეს. ოპერაციის შემდეგ ხბოები ყველაფერს ძველებურად აკეთებდნენ: ეძინათ, ჭამდნენ და დარბოდნენ. უბრალოდ, მათი სისხლი ვენებისკენ გულის კუნთების კი არა, აპარატის საშუალებით მოძრაობდა.

„კრეიგ ლუისის სტეტოსკოპით მოსმენისას, გულისცემა არ ისმის, ხოლო კარდიოგრამის აპარატზე შეერთებისას, სწორ ზოლს დაინახავთ, რომელიც სიკვდილს აფიქსირებს. ამის მიუხედავად, პაციენტი ცოცხალია და უგულობას არ უჩივის“, - ამბობდა ექიმი კონი ოპერაციის შემდეგ.

მსოფლიოში პირველი უგულო ადამიანის ცოლისთვის კი ლუისი ისევ ისეთი იყო, როგორც ადრე, უბრალოდ, პულსი არ ჰქონდა.

მართალია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ პაციენტს სხვა ორგანოებიც დაავადებული ჰქონდა. ოპერაციიდან 5 კვირის შემდეგ კრეიგ ლუისს თირკმლის უკმარისობა განუვითარდა და ოჯახმა ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღო - გულის აპარატის გამორთვა ითხოვა, რათა კრეიგისთვის მშვიდად გარდაცვალების საშუალება მიეცათ.

მოგვიანებით პრესკონფერენციაზე ექიმებმა დაადასტურეს, რომ ხელოვნური გული შეუფერხებლად მუშაობდა და პაციენტი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი