იცით თუ არა

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა განდის ბრძნული რჩევა

fun time

17:11 ხუთ. 15 თებერვალი, 2024 წელი

მაჰათმა განდი

14
დაკოპირებულია

ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ და ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ ზოგისთვის მეორე ადამიანის დახმარება მოთხოვნილებად იქცევა. ასეთი ადამიანი მზადაა, დასახმარებლად უკანასკნელი გაიღოს და ამით საკუთარი სიკეთის მძევლად იქცევა. 

ორი უკიდურესობა

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიღაცისთვის რაღაც გისესხებიათ ან სესხება თავად გითხოვიათ. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ადამიანი ყოველთვის ვერ ახერხებს საკუთარი ძალების ან ფულის სწორად განაწილებას.

ადამიანები ერთმანეთს , ძირითადად, ორი მოსაზრებით ეხმარებიან:

  • იციან, რომ გაცემული სიკეთე აუცილებლად დაუბრუნდებათ.
  • ფიქრობენ, რომ ხვალ შეიძლება დახმარება მას დასჭირდეს - დღეს ის ეხმარება, ხვალ მას დაეხმარებიან.

ზოგი კი სიკეთეს ანგარების მიზნით აკეთებს - „ერთი ხელით აძლევს, მეორით ართმევს“. მაგალითად, ეხმარება უფროსის ქალიშვილს, რათა უფროსის კეთილგანწყობა მოიპოვოს.

ყველაფრის მიუხედავად, სესხის გაცემა ყოველთვის სიკეთედ ითვლებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველას თითქმის ერთნაირი სოციალური პირობები და ხელფასი გვქონდა, ყველას ესმოდა ეს საჭიროება.

თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ფულს არასოდეს არავის ასესხებენ. მათ ვინმესთვის სესხება საკუთარი ღირსების შელახვად მიაჩნიათ. ისინი გიპასუხებენ, რომ ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი ფინანსების სწორად განაწილება და რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. მათ საკუთარი, სასტიკი სიმართლე აქვთ, მაგრამ ზოგჯერ მისი სწავლა და გათვალისწინება ძალიან საჭიროა.

როდის და რა პირობებში არ უნდა გასცეთ სესხი?

გახსოვდეთ, რომ თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი თავად ხართ, ამიტომ კარგად უნდა გაიაზროთ, ხომ არ დაგაზარალებთ სხვისი დახმარება?

როგორც ინდოელმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ მაჰათმა განდიმ თქვა: არასოდეს მისცე სხვა ადამიანს ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია, თორემ მის მონად იქცევი.

ასე რომ, ქველმოქმედების მოთხოვნილება და თანაგრძნობა კარგია, მაგრამ მან არ უნდა დაგაბრკოლოთ და საკუთარი სიკეთის მძევლად არ უნდა გაქციოთ.

მთავარ ფოტოზე: ინდოეთის საელჩო და განდის ქანდაკება ვაშინგტონში.

ესეც დაგაინტერესებთ:

არასდროს თქვათ საკუთარ თავზე ცუდი - არაბული სიბრძნე

„თუ რამე გტკივა, გაჩუმდი“ - 4 რჩევა აღმოსავლური სიბრძნიდან

სოკრატე და იგავი სამ საცერზ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?