იცით თუ არა

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მრუდე ბოთლებში?

fun time

13:07 ორშ. 8 აპრილი, 2024 წელი

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

14
დაკოპირებულია

JP Chenet-ის ბრენდის თანამედროვე ისტორია შედარებით ცოტა ხნის წინ - 1984 წელს დაიწყო, როდესაც საფრანგეთის ლანგედოკ-რუსიონის რეგიონში (სამხრეთ საფრანგეთში) გამოვიდა ღვინის პირველი მრუდე ბოთლი, თუმცა, თუ ამ ორიგინალური ბოთლის შესახებ ერთი ლამაზი ლეგენდა არსებობს.

ოფიციალური ვერსიით, ამ უჩვეულო შეფუთვის შექმნის იდეა ეკუთვნის მეწარმესა და ხელოვანს ჯოზეფ ჰელფრიჩს, რომელმაც დიზაინის დამკვიდრებული ტრადიციას თამამად აუარა გვერდი.

თუმცა, თუ ამ ორიგინალური ბოთლის შესახებ ერთი ლამაზი ლეგენდა არსებობს.

***

ამ ლეგენდის თანახმად, ჟან პოლ შენეს ღვინო საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის (მეფე - მზე) დროიდან ცნობილია, როგორც როგორც დახვეწილობის და კეთილშობილების სიმბოლო და მეფეთა არჩევანი.

Jean Paul Chenet-ის ბრენდის ღვინოებს მრუდე ყელიანი ბოთლებით ადვილად ამოიცნობთ. ბევრს ჰგონია, რომ ბოთლის მრუდე ყელი საწარმოო წუნია, მაგრამ ასე არ არის...

ღვინის შექმნის ისტორია მეფე ლუი XIV-ის დროიდან იწყება. ერთ დღეს ლუის სადილზე მრუდე ყელიანი ბოთლით წითელი ღვინო მიართვეს.

ღვინოს მშვენიერი გემო ჰქონდა, მაგრამ ბოთლის მრუდე ფორმა თვალშისაცემი გახლდათ. განრისხებულმა მეფემ სასახლის მეღვინე ჟან პოლ ჟენე თავისთან იხმო.

- ბოთლს რა სჭირს? - ჰკითხა ლუი XIV-მ თავდახრილ მეღვინეს და ბოთლზე მიუთითა.

- მანაც თაყვანის სცა თქვენი უდიდებულესობის ბრწყინვალებას! - არ დაიბნა მეღვინე.

- ჩაღრმავება რატომ აქვს? - არ ცხრებოდა მეფე.

- თქვენი ნაზი შეხებაც ხომ ტოვებს კვალს თქვენი ფრეილინების ულამაზესი კაბის კალთებზე?

მეფეს გაეცინა და თვალები აუწყლიანდა.

- მართლაც.. ამ ბოთლმა ჰერცოგ მორტემარის ქალიშვილის, ჩემი საყვარელი მარკიზას მოხდენილი რევერანსი გამახსენა, რომელიც ქმარს წავართვი.

მეფემ კარის მეღვინის დახვეწილი იუმორი ღირსეულად დააფასა და გულუხვად დააჯილდოვა.

***

ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ლეგენდაა. ლუი XIV 1638 — 1715 წლებში მეფობდა, ხოლო საფრანგეთში ბოთლის წარმოება 1723 წელს დაიწყეს. მანამდე ღვინოს კასრებით ყიდდნენ, ხოლო დუქნებში სტუმრებისთვის დოქებში ასხამდნენ.

ესეც საინტერესოა:

რატომ მშობიარობენ ქალები დაწოლილ მდგომარეობაში და რა კავშირი აქვს ამასთან ლუი XIV-ს

ლუი XIV დროიდან როგორ იქცა საფრანგეთი მსოფლიო მოდის დედაქალაქად

18 ფაქტი ღვინის შესახებ, რომელთა ცოდნა დალევამდე არ გაწყენდათ



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს