იცით თუ არა

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს წვერი?

fun time

14:00 სამ. 9 აპრილი, 2024 წელი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

14
დაკოპირებულია

თუ ინდიელებზე გადაღებული ფილმები გინახავთ, შენიშნავდით, რომ არც ერთ მოქმედ გმირს წვერ-ულვაში არ აქვს. მსახიობები გადაღებებისთვის წვერ-ულვაშს საგანგებოდ იპარსავენ, რათა ინდიელს დაემსგავსონ. საქმე ისაა, რომ ინდიელებს სახეზე თმა ნამდვილად არ ჰქონდათ, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:

1. აზიური რასა

ყველაფერი პრეისტორიულ ეპოქაში დაიწყო, როდესაც პირველყოფილი ადამიანები აფრიკის კონტინენტიდან მთელ დედამიწაზე გავრცელდნენ. მათი ნაწილი აღმოსავლეთისკენ წავიდა, ნაწილი ციმბირისკენ და ჩინეთისკენ. ჩუკოტკის მიმართულებით მოძრავი ჯგუფიდან, რომელიც მონღოლოიდურ რასად ჩამოყალიბდა, ათიათასობით ადამიანი ამერიკაში გადავიდა და კონტინენტის კოლონიზაცია მოახდინა. როგორ? 40 ათასი წლის წინ, გამყინვარების ეპოქაში, დღევანდელი ბერინგის სრუტის ადგილზე ზღვის ნაცვლად, ხმელეთი იყო, სადაც მამონტები დარბოდნენ და ამერიკაში ფეხით გადასვლა სრულიად შესაძლებელი გახლდათ. ჩუკოტკიდან ამერიკაში გადასული ადამიანები მონღოლოიდური რასის ინდიელები გახდნენ, რომელთა განსაკუთრებული ნიშანი სახეზე თმის არარსებობაა.

2. სახეზე თმა მხოლოდ ცხოველებს აქვთ

დიახ, ამერიკელ ინდიელებს ასე ეგონათ, ამიტომ წარმოიდგინეთ, რა განიცადეს, როდესაც ამერიკაში გემით ჩასული წვერ-ულვაშიანი ევროპელები დაინახეს.

3. სახეზე თმის მოცილება

ვინაიდან სახეზე თმა მამაკაცურობის ნაცვლად, ცხოველთა სამყაროსთან ასოცირდებოდა, ინდიელები სახიდან წარბებსაც კი საგულდაგულოდ იცილებდნენ. ევროპელების მოსვლამდე ამერიკაში საპარსი არ არსებობდა, ამიტომ თმის მოსაცილებლად ძვლისგან დამზადებულ მაშებს იყენებდნენ. ინდიელ მამაკაცებს თავის მოვლისთვის უამრავი დრო ჰქონდათ, რადგან ოჯახის საქმეები და შვილების გაზრდა ქალის მოვალეობებში შედიოდა. მამაკაცებს თავისუფლად შეეძლოთ ნადირობისა და თამბაქოს მოწევას შორის შუალედებში სახის ვიზუალზე ეზრუნათ და ასეც იქცეოდნენ.

4. ევროპელებთან შერევა

ბრიტანელების, ესპანელებისა და ფრანგების მიერ ამერიკის კოლონიზაციისა და კანადის შექმნის შემდეგ, კონტინენტზე შერეული ოჯახები გაჩნდა. ევროპულ გენებთან ერთად, ინდიელებში წვერისა და ულვაშის მოდაც გაჩნდა, თუმცა დღევანდელ რეზერვაციებშიც ბევრია ინდიელი, რომელსაც წინაპრების მსგავსად, სახეზე თმა არ ამოსდის და წვერის გაპარსვა არ სჭირდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული