იცით თუ არა

მეცნიერებმა თამბაქოს სასარგებლო თვისებები აღმოაჩინეს

fun time

16:00 პარ. 3 ივნისი, 2022 წელი

მცენარე თამბაქო

14
დაკოპირებულია

ლა ტრობის უნივერსიტეტის მკვლევრების დასკვნით, დეკორატიული თამბაქოს (Nicotiana alata) შემადგენლობაში შემავალი ცილა ადამიანს ინფექციურ დაავადებებთან, შიდსთან, ზიკას ვირუსთან და ენცეფალიტთან გამკლავებაში ეხმარება.

მკვლევრებმა სინქრონის დახმარებით მიიღეს თამბაქოს სტრუქტურული გამოსახულება და დაადგინეს, რომ პეპტიდი NaD1 შლის Candida albicans სოკოს დამცავ ფენას.

ცნობისთვის, სწორედ ეს სოკო იწვევს იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებში სასარგებლო მიკროორგანიზმების კვდომას და უმძიმეს დაავადებებს.

მეტიც, როგორც აღმოჩნდა, NaD1-ს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში სოკოს განადგურება იმ შემთხვევაშიც კი შეუძლია, თუ მან მუტაცია განიცადა და ანტიბიოტიკების მიმართ მედეგობის უნარი გამოიმუშავა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ინფექცია თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა და პლანეტის ყოველი მერვე მცხოვრების გარდაცვალების მიზეზი გახლავთ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ აღმოჩენას ახალი თაობის პრეპარატის შექმნა მოჰყვება, რომელსაც ანტიბიოტიკებივით მძიმე უკუჩვენებები არ ექნება.

აღსანიშნავია, რომ ახლახან ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და ექსტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ Candida albicans სოკომ, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება, შეიძლება კატასტროფული ეპიდემია გამოიწვიოს, რომელიც ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების მასიურად განადგურებას გამოიწვევს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი