იცით თუ არა

მსოფლიოში ყველაზე დიდი და კეთილი - 10 საინტერესო ფაქტი კალიფორნიული ცერეუსის შესახებ

fun time

18:00 პარ. 30 აპრილი, 2021 წელი

კალიფორნიული კაქტუსი

14
დაკოპირებულია

მექსიკის, კალიფორნიისა და არიზონას ტერიტორიებზე ხარობს მსოფლიოში ყველაზე დიდი კაქტუსი - გიგანტური ცერეუსი (Cereus giganteus).

  1. ეს გიგანტი არიზონას შტატის სიმბოლოა და მსოფლიოში ყველაზე დიდ ჯიშად არის მიჩნეული - ის გინესის რეკორდების ნუსხაშია შეტანილი;

  2. კაქტუსის გვერდითა ტოტები ზრდას 70 წლის შემდეგ იწყებს;

  3. გიგანტური ცერეუსი სიცოცხლის პირველი ათი წლის განმავლობაში მხოლოდ 2 სმ-ით იზრდება;

  4. აქტიური ზრდა 30 წლის შემდეგ იწყება. 30 წელი ცერეუსის სიცოცხლის მეოთხედია. მცენარე აქტიურ ზრდას მხოლოდ ამ ასაკის მიღწევის შემდეგ იწყებს;

  5. კაქტუსის საშუალო სიმაღლე 12-15 მეტრია. ამ სიმაღლეს საკმაოდ მარტივად აღწევს, მაგრამ შემდგომ მის ცხოვრებაში ბევრი საფრთხე ჩნდება;

  6. გიგანტურ კაქტუსს უზარმაზარი წონა აქვს - შეიძლება 6-დან 10 ტონამდე აღწევდეს. თუ ამ კაქტუსს პრესის საშუალებით გავწურავთ, დაახლოებით, ორ ტონა სითხეს მივიღებთ;

  7. ამ სითხის წყალობით, კაქტუსი მაღალ ტემპერატურას ადვილად უძლებს;

  8. მექსიკის უდაბნოში კაქტუსი ბევრი ცხოველის თავშესაფრად იქცა. კაქტუსის ფუღუროში შეიძლება ბუ, კოდალა, გველი, თაგვი და სხვა პატარა ცხოველი ან ფრინველი ნახოთ;

  9. გიგანტური ცერეუსი ნაყოფიერი მცენარეა, რომელზე წვნიანი და გემრიელი კენკრა იზრდება. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა კაქტუსის წვენიდან ალკოჰოლურ სასმელს ამზადებს, რომლის გემო არყისას წააგავს;

  10. ამ გიგანტის ყვავილები მხოლოდ მისი ცხოვრების 50 წლის შემდეგ გამოჩნდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)