იცით თუ არა

ნობელიანტი მკვლელები - მეცნიერები, რომელთა გამოგონებას მსოფლიო ნანობს

fun time

15:00 შაბ. 23 იანვარი, 2021 წელი

ოპენჰაიმერის გამოგონება
და ჰიროსიმა/ნაგასაკი

14
დაკოპირებულია

მეცნიერების ყველა გამოგონება  კაცობრიობისთვის სასიკეთო არ ყოფილა. ჩვენ გიამბობთ  ორ ადამიანზე, რომელთა გამოგონებამ მსოფლიოს უბედურება მოუტანა.

„მე ვარ სიკვდილი, მე ვარ სამყაროების დამანგრეველი“

სწორედ ძველი ინდური წიგნის ეს ცნობილი ციტატა თქვა საკუთარ თავზე ბირთვულმა ფიზიკოსმა რობერტ ოპენჰაიმერმა - ადამიანმა, რომელმაც პირველმა შექმნა იარაღი, რომელსაც სამყაროს განადგურება შეუძლია.

ოპენჰაიმერი ყოველთვის უცნაურ პიროვნებად ითვლებოდა და განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, შესანიშნავი განათლება მიიღო და სათავეში ჩაუდგა მანჰეტენის პროექტს, რომლის ერთადერთი ამოცანა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა იყო.

ფოტოზე: ბირთვული ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი

ოპენჰეიმერის „შემოქმედების ნაყოფმა“, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოაგდეს, ქალაქები მიწასთან გაასწორა და ათობით ათასი ადამიანი კედლებზე აღბეჭდილ ჩრდილებად აქცია. 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჰიროსიმაში, დაახლოებით - 80 ათასი ადამიანი - ნაგასაკში, სამაგიეროდ, ოპენჰეიმერი შეერთებულ შტატებში ყველაზე ცნობილი ადამიანი გახდა და მისი სახე ყველა ჟურნალის გარეკანს ამშვენებდა.

კოლეგები, რომლებიც ოპენჰეიმერთან მუშაობდნენ, მას ამპარტავნებაში ადანაშაულებდნენ და აოცებდათ მისი კარჩაკეტილობა და ადამიანებისგან იზოლორება.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მეცნიერმა გააცნობიერა, რომ მისი გამოგონება კაცობრიობის თავზე დამოკლეს ხმალად იქცა, რომელიც მსოლიოს რადიოაქტიურ უდაბნოდ ქცევით ემუქრებოდა. გვიან, მაგრამ მან მაინც მოინანია და ბირთვული იარაღის წინააღმდეგ მოძრაობის აქტიური მონაწილე გახდა.

ებრაელი, რომელმაც ჰოლოკოსტის გაზი შექმნა

ფრიც ჰაბერი ებრაულ ოჯახში დაიბადა. დედა მასზე მშობიარობას გადაყვა, ხოლო მამა, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაციით იყო დაკავებული, ბავშვს სათანადო ყურადღებას ვერ აქცეწვდა. ბედის ირონიით, სწორედ ებრაელი ჰაბერი გახდა ადამიანი, ვისაც სხვაზე მეტად ეკისრება პასუხისმგებლობა ქიმიური იარაღის გამოყენებასა და გერმანიაში გაზის კამერების შექმნისთვის. მეცნიერმა, რომელმაც, წარმოშობის მიუხედავად, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოზიციები შეინარჩუნა, საფრთხე დროულად იგრძნო და ინგლისში გაქცევა მოახერხა.

თანამედროვეები ფრიც ჰაბერს იხსენებდნენ, როგორც ძალიან კონფლიქტურ და საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანს, თუმცა მისი უზარმაზარი სოციალური გავლენის გამო, ქიმიკოსთან დაპირისპირებას ვერავინ ბედავდა.

ფოტოზე: ებრაული წარმოშობის გერმანელი ქიმიკოსი ფრიც ჰებერი

ბოლოს და ბოლოს, სწორედ ჰაბერი გახდა ყველა გერმანული ქიმიური იარაღის „მამა”, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის გენერლები მტერთან ბრძოლის საიმედო საშუალებად მიიჩნევდნენ. ჰაბერი პირადად გაემართა მდინარე იპრზე, რომ ჯარისკაცებისთვის მისი ქლორის გაზის გამოყენება ესწავლებინა.

როდესაც თავდასხმა დაიწყო, ჰაბერი აკვირდებოდა, როგორ იხრჩობოდნენ ბრიტანელები და ფრანგები, რომლებსაც გაზმა თვალები და ფილტვები დაუწვა. აღსანიშნავია, რომ ქიმიკოსმა „ბრწყინვალე გამარჯვების“ აღნიშვნა ვერ მოახერხა...

ჰაბერის საყვარელმა მეუღლემ კლარამ როგორც კი გაიგო, რომ მისი ქმარი ხუთი ათასზე მეტი ჯარისკაცის სიკვდილსა და დასახიჩრებაზე იყო პასუხისმგებელი, მისი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა. მომაკვდავი დედა ქიმიკოსის ცამეტი წლის ვაჟმა იპოვა.

ფოტოზე: ქიმიკოს ფრიც ჰებერის ცოლი, რომელმაც ქმრის საქმიანობის პროტეტის ნიშნად თავი მოიკლა

იმის ნაცვლად, სინანული ეგრძნო, ამის შემდეგ ჰაბერმა სამყარო იმდენად შეიძულა, რომ ცოლის დაკრძალვის ნაცვლად, პოლონეთში ქიმიური იარაღის გამოსაცდელად გაემგზავრა.

ჰაბერის კიდევ ერთი ქმნილება, რომელმაც, ომის დანაშაულებში მონაწილეობის მიუხედავად, ქიმიის დარგში ორი ნობელის პრემია მიიღო, იყო ციკლონ B - მომწამვლელი აირი, რომელსაც ნაცისტები გაზის კამერებში იყენებდნენ. მოგვიანებით, მამის სასტიკი საქმიანობის შესახებ ჰაბერის ვაჟმაც გაიგო და იგივე გააკეთა, რაც დედამისმა - თავი მოიკლა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი