იცით თუ არა

რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს ქსელში მუდმივად შეერთებული დამტენი მოწყობილობა?

fun time

12:00 პარ. 9 აპრილი, 2021 წელი

რამდენ ელექტროენერგიას
მოიხმარს ქსელში მუდმივად
შეერთებული დამტენი
მოწყობილობები?

14
დაკოპირებულია

მოლოდინის რეჟიმში მყოფ ელექტრომოწყობილობებს, რომლებიც მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული რაოდენობის ენერგიას მოიხმარენ, ენერგოვამპირებს უწოდებენ. არის თუ არა მათ რიცხვში დამტენი მოწყობილობები, რომლებსაც ხშირად ჩართულს ვტოვებთ?

ამის გასარკვევად, სპეციალისტების ჯგუფმა პატარა ექსპერიმენტი ჩაატარა.

დამტენი მოწყობილობის ენერგიის მოხმარება შეიძლება ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო დენის მრიცხველის Kill-A-Watt-ის საშუალებით გავზომოთ. მისი ფასი დაახლოებით 24 დოლარია. დენის მრიცხველი ჩამრთველთან შეაერთეთ და დამტენი მოწყობილობები დააკავშირეთ: ნოუთბუქები, სმარტფონები, iPhone, iPad და ა.შ.
მალე აღმოაჩენთ, რომ ვატმეტრი საერთოდ არ აღრიცხავს ენერგიის მოხმარებას.

მართლა სძინავთ, როდესაც არ მუშაობენ?

იქნებ ლოდინის რეჟიმში მყოფი მოწყობილობები იმდენად მცირე ენერგიას მოიხმარენ, რომ მისი დაფიქსირება შეუძლებელია?

ექსპერიმენტის ავტორებმა ამის შემოწმება სხვა გზით გადაწყვიტეს და დამტენი მოწყობილობები ვატმეტრთან კაბელის საშუალებით დააკავშირეს.

ენერგიის მოხმარების ინდიკატორი ერთდროულად დაკავშირებულმა რამდენიმე დამტენმაც კი ვერ დაძრა ადგილიდან და მხოლოდ მაშინ, როდესაც დამტენთა რაოდენობამ ექვსს მიაღწია, ვატმეტრმა 0.3 ვატი აჩვენა.

ეს მაჩვენებელი დაგვეხმარება გამოვთვალოთ რამდენს მოიხმარენ ლოდინის რეჟიმში მყოფი მოწყობილობები მთელი წლის განმავლობაში. მარტივი გამოთვლებით, ამან 2.628 კვტ.სთ. შეადგინა.

თუ ამ მონაცემს გამოვაკლებთ დროს, როდესაც მოწყობილობები ლოდინის რეჟიმიდან აქტიურ რეჟიმზე გადადიან თითქმის უმნიშვნელო რიცხვს - წელიწადში 2 კვტ / სთ. მივიღებთ.

ამრიგად, დამტენი მოწყობილობები ენერგოვამპირები არ არიან, ამიტომ თუ ელექტროენერგიის გადასახადის შემცირება გსურთ, სხვა, გაცილებით მეტი ენერგიის მომხმარებელ საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადახედეთ, ძველი შეძლებისდაგვარად გამოცვალეთ და ენერგიის დამზოგავ ნათურებზე გადადით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო...

რატომ უნდა ატაროთ
საქორწინო ბეჭედი

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში...

როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ
წელს

რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვ...

რატომ ატარებენ
სტიუარდესები ყელსახვევს?

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატა გამოა...

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
კატა გამოავლინეს

შაქარი თუ ასპირინი? - როგორ გავუხან...

როგორ გავუხანგრძლივოთ
ნაძვის ხეს სიცოცხლე

ირმები, რომლებსაც სანტა კლაუსის ციგ...

ირმები, რომლებსაც სანტა
კლაუსის ციგა მიაქვთ,
მდედრები არიან

რატომ არ ეხვევათ თავბრუ მოციგურავეე...

რატომ არ ეხვევათ თავბრუ
მოციგურავეებს?