იცით თუ არა

რატომ ვერ მოიშინაურა ადამიანმა ზებრა?

fun time

18:00 ორშ. 6 დეკემბერი, 2021 წელი

რატომ არ შიძლება ზებრას
მოთვინიერება

14
დაკოპირებულია

ცხენი ადამიანმა 6 ათასი წლის წინ მოიშინაურა. ცხენის გარდა, ადამიანმა ვირის მოშინაურებაც შეძლო, მაგრამ ზებრა - ცხენისა და ვირის უახლოესი ნათესავი, ბოლომდე ველურ ბუნებაში დარჩა.

მაინც რატომ ვერ შეძლო ადამიანმა ცხოველთა ევოლუციური ნათესაობის მიუხედავად, ზებრის მოშინაურება?

ზოლიანი ნათესავი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზებრისა და ცხენის ევოლუციური გზები 2,8 მილიონი წლის წინ გაიყო. „ზოლებიანი ცხენი“ მხოლოდ აფრიკაში ბინადრობს და ამჟამად წარმოდგენილია 3 სახეობაში: მთის, ბარის და გრევის ზებრა.

ზებრა ცხენის გვარის სხვა ძუძუმწოვრებისგან, შეფერილობის გარდა, ანატომიითაც განსხვავდება - წაგრძელებული წინა ფეხები და კისერი, დაბალი ტანი და ძვლოვანი სტრუქტურა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზებრის ფერი ერთგვარი შენიღბვაა, რომელიც ცხოველს სისხლის მწოველი ბუზებისგან იცავს. კვლევებით დადგინდა, რომ ბუზი ცეცე საკვების ძებნის დროს ერთგვაროვან ფერებზე რეაგირებს.

სხვათა შორის, ზებრა ცხენის გვარის ერთადერთი ცხოველია, რომელსაც მწერების მიერ გავრცელებული ინფექციების მიმართ მყარი იმუნიტეტი აქვს. აფრიკული ტრიპანოსომიაზის, ინფექციური ანემიის, ცხენის გრიპისა და სხვა დაავადებების გამო აღმოსავლეთ აფრიკის უმეტეს ნაწილში ვირებისა და ცხენების მოშენება შეუძლებელია, მაგრამ ამ რეგიონში ზებრები თავს შესანიშნავად გრძნობენ.

რატომ ვერ მოაშინაურეს ზებრა?

ადამიანი ზებრის მოშინაურებას უძველესი დროიდან ცდილობდა. საკვების მხრივ სრულიად უპრეტენზიო, გამძლე და ძლიერი არსება როგორც ტვირთის მზიდი ცხოველი წარმოუდგენლად მიმზიდველად გამოიყურებოდა,.

ზებრის მოშინაურებას აფრიკელებიც ცდილობდნენ და ევროპელებიც, მაგრამ ზოლიან ცხენზე ამხედრების ყველა მცდელობა ცხვირ-პირის დამტვრევით დასრულდა.

საქმე ის გახლავთ, რომ ზებრა მოშინაურებისთვის აუცილებელ ორ მთავარ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს: ის ასოციალური ცხოველია, რომელიც უფროსს არ აღიარებს და ამასთან, ძალიან მფრთხალია.

ზებრები ჯოგებად ცხოვრობენ, რომლებიც ზრდასრული მამრის, რამდენიმე მდედრისა და შთამომავლებისგან შედგება. გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ზებრა თავის ჯოგს იშვიათად ჩამორჩება.

ცხენის გვარის სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით, ზებრას მტაცებლებისგან თავის დაცვა უკეთ შეუძლია. ის ძალიან აგრესიული ცხოველია, რომელიც თავდაცვიდან თავდასხმაზე გადადის და მტერს ჩლიქებითა და კბილებით უტევს.

ბუნებრივია, რომ ასეთი აგრესიული ცხოველის მოშინაურება რთულია, თუმცა არსებობს ერთეული მაგალითებიც :

მე-19 საუკუნეში ბრიტანელმა ზოოლოგმა ვალტერ როტშილდმა ოთხი ზებრის ეტლში შებმა მოახერხა (მთავარ ფოტოზე). ამით სურდა, ეჩვენებინა, რომ ზებრის მოშინაურებაც შეიძლება, თუმცა ასეთი მაგალითები ერთეულები იყო.

ზებრებზე ბევრად დამყოლები არიან ზებრების ჰიბრიდები ვირებთან ან ცხენებთან. ზებროიდები უკეთ ახერხებენ ადამიანებთან კონტაქტს, მაგრამ უნაყოფოები არიან.

სამწუხაროდ, ლამაზი ტყავის გამო ზებრას უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც აფრიკის სავანებში ზებრების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი