იცით თუ არა

რომელი რელიგიური ჯგუფები კრძალავენ სისხლის გადასხმას და რატომ?

fun time

20:00 ოთხ. 10 თებერვალი, 2021 წელი

სისხლის გადასმა და
რელიგიური შეხედულებები

14
დაკოპირებულია

სისხლის გადასხმა, ჰემოტრანსფუზია, მედიცინაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროცედურაა. 1628 წელს ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ ჰარვეიმ აღმოაჩინა სისხლის მიმოქცევის კანონი და ამით ფართო გზა მისცა სისხლის გადასხმის მეთოდის შემუშავებას. 

დღეს სისხლის გადასხმა მედიცინაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროცედურაა. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი მანიპულაციაა, თუმცა მრავალი მნიშვნელოვანი დეტალისა და ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს.

სისხლის გადასხმის მიმართ სხვადასხვა რელიგიას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. მრავალი რელიგიური ჯგუფი სისხლის გადასხმასა და დონორობას სიყვარულისა და მოწყალების გამოვლინებად მიიჩნევს.

სისხლის გადასხმის მიმართ პროცედურის მიმართ დადებითად არის განწყობილი თითქმის ყველა ქრისტიანული ეკლესია. ასეთივე პოზიცია აქვს რომის კათოლიკურ ეკლესიას. ქრისტიანები მხოლოდ სისხლითა და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას გმობენ. მათი აზრით, ასეთი პროცედურები ნებაყოფლობით თავგანწირვას უნდა ეფუძნებოდეს.

ქრისტიანებისგან განსხვავებით, ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი სისხლის გადასხმას და დონორობას აბსოლუტურად უარყოფს. ისინი უარს ამბობენ ასევე თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე, მაგალითად, ანესთეზიაზე ან ორგანოების გადანერგვაზე.

👉 არსებობენ რელიგიური ჯგუფები, რომლებშიც თითოეულ წევს უფლება აქვს აირჩიოს, გადაისხამს სისხლს თუ არა, მაგრამ იეჰოვას მოწმეები განსაკუთრებული შემთხვევაა. ეს მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფი მთელ მსოფლიოში გავრცელებულია. იეღოველებში აკრძალულია არა მხოლოდ სისხლის გამოყენება, არამედ მისი გადასხმა სამედიცინო მიზნებისთვის. თავიანთი არჩევანის არგუმენტად ისინი აცხადებენ, რომ სისხლი, და არა გული, სულის ჭურჭელია. იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ სისხლის ზოგიერთი კომპონენტის, მაგალითად, ლეიკოციტებისა და ერითროციტების მიღებაზეც კი. იეჰოვას მოწმეებში აკრძალულია სისხლის გადასხმა ნათესავების ან ოჯახის წევრებისთვის. იეჰოვას მოწმეების პოზიცის გათვალისწინებით, მედიცინა ცდილობს, იპოვოს პაციენტის მკურნალობის მეთოდი, რომელიც სისხლის გადასხმას არ მოითხოვს.

👉 ცალკეულ რელიგიურ ჯგუფებში, მაგალითად, ზოროასტრიელებში სისხლის გადასხმის აკრძალვა რიტუალური სიწმინდის შენარჩუნების უკავშირდება, თუმცა ცოტა ხნის წინ ასეთი პროცედურის ჩატარება დასაშვებად გამოაცხადეს ერთი და იმავე სარწმუნოების ადამიანებს შორის. ამ ადამიანებმა სისხლის გადასხმის შემდეგ განწმენდის რიტუალი უნდა ჩაიტარონ და ამის შემდეგ ტაძარში შესვლის უფლება მიეცემათ.

👉 ინდუიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებს შორის საერთო შეხედულებები არ არსებობს. ისინი ცხოვრებას განიხილავენ, როგორც რეინკარნაციათა ჯაჭვს, ამიტომ ფიზიკური სხეული ხელუხლებელი უნდა დარჩეს. ზოგიერთ ჯგუფში სისხლის გადასხმაზე უარის თქმა კასტის შეხედულებებსა და ეროვნულ ტრადიციებს უკავშირდება.

👉 სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით, გარკვეული შეზღუდვები ისლამშიც არსებობს და ნებადართულია მხოლოდ მძიმე შემთხვევებში, როდესაც ალტერნატიული მკურნალობა არ არსებობს. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროცედურა აკრძალულია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად